loading...

«

»

სექ 30

ლეკვის სწორი ჩვევების გამომუშავება

საკუთარი ადგილის ცნობა
როგორც კი სახლში მოიყვანთ ლეკვს, მაშინვე იზრუნეთ მის საკუთარ ადგილზე, სადაც მისი საწოლი იქნება მოთავსებული. ამ წუთიდან დაწყებული პატარამ მხოლოდ ამ ადგილას უნდა დაიძინოს. შესაძლოა, თავიდან რამდენიმე ღამე ლეკვის წკმუტუნმა ძილი დაგიფრთხოთ, მაგრამ არ აყვეთ ემოციებს და არავითარ შემთხვევაში არ წაიყვანოთ თავისი ადგილიდან, მითუმეტეს თქვენ საწოლში. მოგიწევთ ადგეთ და თქვენი ხელით მიიყვანოთ თავის ადგილას. იმისათვის, რომ შეჩვევის პროცესი უმტკივნეულოდ წარიმართოს, კარგი იქნება თუ საწოლ კალათაში დედის ადგილსამყოფელიდან წამოღებულ ნაჭრის ნაწილს ჩაუდებთ. მშობლიური სურნელი დაამშვიდებს ლეკვს, უფრო სწრაფადაც მიეჩვევა თავის ადგილს.

სისუფთავე-ჯანმრთელობის გარანტია
სისუფთავის სიყვარული – ეს ერთერთია იმ მთავარი წესჩვეულებებიდან, რომელსაც თავიდანვე უნდა მიაჩვიოთ ლეკვი. არასდროს მისცეთ უფლება სახლში მოისაქმოს იქ, სადაც მოესურვება. თავიდან, სანამ ლეკვი სულ პატარაა, შესაძლოა მისცეთ უფლება სახლში გაზეთზე მოისაქმოს, როგორც კი ყველა საჭირო აცრას გაუკეთებთ და გარეთ გაყვანის საშუალება მოგეცემათ, დაიწყეთ პატარის მიჩვევა გარეთ მოსაქმებას. იმისათვის, რომ თქვენი პაატრა უპრობლემოდ მიაჩვიოთ გარეთ მოსაქმებას, როგორც კი შეამჩნევთ „გუბის“ დაყენებას აპირებს, მშვიდად გაიყვანეთ გარეთ. თუ ვერ მოასწარით გაყვანა „გუბის“ დაყენებამდე, მაინც საჭიროა მისი გარეთ გაყვანა. თქვენი ლეკვი ძალიან მალე აითვისებს გაკვეთილებს და მომავალში დროულად მოგთხვოთ ტუალეტს.

სახელი
კარგად აღზრდილმა ლეკვმა უნდა იცოდეს რა ქვია და საკუთარი სახელის გაგონებაზე რეაგირებას უნდა ახდენდეს. სახლში მისი გამოჩენისთანავე ეცადეთ ხშირად მიმართოთ სახელით, ხოლო როცა სახელის გაგონებაზე თავის თქვენსკენ მობრუნებას დაიწყებს, შეაქეთ, მიეფერეთ და რაიმე სასუსნავით გაუმასპინძლდით. პატარა ძალიან მალე, რამდენიმე დღის განმავლობაში მიეჩვევა თავის სახელს და ყოველ დაძახებაზე დაგეკონტაქტებათ.

ჭამის დრო
პატარაობიდანვე მიაჩვიეთ ლეკვი თავისი საკუთარი ჯამიდან ჭამას. არავითარი თხოვნები და სასუსნავები, თუ არ მეცადინეობს. აჭამეთ პატარას ერთი და იგივე დროს, არა საერთო მაგიდასთან ან მის გვერდზე, არამედ მისთვის განკუთვნილ სპეციალურ ადგილზე. კვების რეჟიმთან ამგვარი მიდგომით, თქვენი ლეკვი ეჩვევა დისციპლინას, რომელიც ხელს უშლის მავნე ჩვევების განვითარებას და არ მიცემს უფლებას, საჭმელი მოითხოვოს საერთო სუფრიდან.

საყელური
რაც არ უნდა ვთქვათ, ქალაქის პირობებში საყელური და გამოსაბმელი თოკი ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო ნივთებია. აგრესია რომ არ გამოიწვიოს, ლეკვის მიჩვევა საყელურისთვის თანდათანობით უნდა მოხდეს. დაიწყეთ თამაშით. თქვენი ყოველდღიური გართობის დროს შეუმჩნევლად გაუკეთეთ ლეკვს რბილი საყელური, რომელსაც ძალიან არ მოუჭერთ, რათა ლეკვს დისკომფორტი არ შეექმნას. ასეთი გაკვეთილები დღეში რამდენჯერმე გაიმეორეთ თამაშისას, და იმეორეთ იქამდე, სანამ საყელური აღარ იქნება ლეკვისთვის უხერხულად ასატანი. როგორც კი თქვენი ლეკვი მიეჩვევა საყელურს გადადით გამოსაბმელი თოკის მიჩვევაზე. თავიდან რბილი თოკი მიაბით საყელურზე, რომელიც უფლებას მიცემს თამაშისას თავისუფლად იკოტრიალოს იატაკზე, რამდენიმე ასეთი გაკვეთილის შემდეგ კი, ხელში დაიჭირეთ გამოსაბმელი თოკი და ნაბიჯ-ნაბიჯ ასწავლეთ როგორ მოიქცეს.

რაც უფრო ადრე ასწავლით ლეკვს სასარგებლო ჩვეულებებს, მით უკეთესი იქნება როგორც თქვენთვის, ასევე თქვენი აღსაზრდელისთვის. რაგდანაც ასაკის მატებასთან ერთად, თქვენ გიმცირდებათ მისი კარგად აღზრდის შანსი. ამ დროს კი იგი უსწრაფესად ითვისებს ცუდ ჩვევებს.

 

წყარო: monadire.com

 

7 comments

Skip to comment form

  1. avatar
    ქრისტინე

    avatarგამარჯობათ,გტხოვ ძალიან დამეხმარეთ:( მაჩუქეს ინგლისური კოკერსპანიერის ლეკვი 20 აგვისტოს გახდება 2 თვის,დგეს მესამე დგეა რაც სახლში მყავს და მითხარიტ როგორ უნდა მივაჩვიო იმას, რომ ტუალეტში მოისაქმოს,ხან სად ისაქმებს ხან სად.როგორ უნდა მოვიქცე,რომ ვასწავლო ის ადგილი სადაც უნდა მოისაქმოს? მთელი დღეები ჩოთქით დავსდევ:(
    ვიცი, რომ ჯერ ძალიან პატარაა და მოთმინება მმართებს,მაგრამ აქედანვე მინდა რომ ვასწავლო.კიდევ მაწუხებს ის რომ გამე მის საწოლში დაწოლა არ უნდა და ვანაში ჩაკეტვა მიწევს რომ გარეტ არ გამოვიდეს და იქ წოლას მიეჩვიოს,მთელი გამე ტირის,ძალიან მიჭირს,მაგრამ რა ვქნა არ ვიცი :(გთხოვტ ძალიან დამეხმარეთ.ეხლაც ტირის :( :( :( :( :( :( :( :cry::cry::cry::cry::cry::cry:

  2. avatar
    თაზო_მონადირე

    avatarგაგიმარჯოს ქრისტინე. ნაცნობი პრობლემა გაწუხებთ. პირველი რჩევა რაც მინდა მოგცეთ არის ის რომ ჭამის შემდეგ აუცილებლად უნდა გაიყვანოთ სასეირნოდ. როგორცკი მორჩება ჭამას. მითუმეტეს ახლა თბილა და არ არის პრობლემა. ოღონდ ეგ იმ შემთხვევაში თუ აცრებზე დამუშავებულია. მანამდე გასეირნება არ შეიძლება არავითარ შემთხვევაში!!! უამრავი დაავადების კერაა ირგვლივ და შეიძლება უბრალოდ კატის ან სხვა ძაღლის განარები ადგილიდან აიკიდოს დაავადება. ხოლო სახლში სადაც დასვრის თუ გინდათ რომ იმ ადგილზე აღარ დასვაროს აუცილებლად უნდა მორეცხოთ ის ადგილი კარგად რომ სუნი არ დარჩეს ოდნავადაც. ზუსტად ამ პრობლემების გასამკლავებლად დაგიდებ რამდენიმე სტატიის ლინკს და იიმის მიხედვით მოიქეცი და აუცილებლად მიიღებ სასურველ შედეგს. http://www.monadire.com/2012/02/24/%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%A0-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A9%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%97-%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%99%E1%83%95%E1%83%98/ აქ შედით და ეს სტატია წაიკითხეთ დაწვრილებით. და მაგ სტატიის წაკითხვის შემდეგ ეს ბოლო სტატია წაიკითხეთ.
    http://www.monadire.com/2011/09/27/%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%99%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A9%E1%83%95%E1%83%94%E1%83%95%E1%83%90-%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%A4%E1%83%97%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98/

  3. avatar
    ვანო

    avatarგამარჯობათ რამინდა რო გკითხოთ ყურადგებით გავეცანი ტქვენს სტატიებს და ძაგლი მინდა სახლში რო გავზარდო 3 ან 4 თვემდე და მერე რო გავიყვანო ეზოში და რამე პრობლემა ხოარიქნება მისი ბინის შეცვლა?
    და კიდე არ შეიდზლება გარეთ გაყვანა აცრებამდეო და აბა რავქნა როცა პატარა იქნება როგორ მივაცჩვიო? : )

  4. avatar
    მანჩო♥

    avatarმე გავეცანი აქ მოყვანილ ყველა გცევას ძაღლისა და პატრონისადმი თუმცა რამოდენიმე შეკითხვა გამიჩნდა თქვენთან და ძალიან გთხოვთ რომ პასუხი მალევე მომწეროთ! მე ეხლა ხანს სახლში 1 თვის პუდელი (მამალი) მოვიყვანე და ვერადა ვერ მივაჩვიე ტუალეტში მოსაქმებას და კიდევ ვინც სახლში შემოვა (ვინც მოეფერება) მათთან გარბის და ეთამაშება.(არც უყეფს და არც უღრენს) და როგორ უნდა მოვიქცე? :( *SORRY* *SORRY* *SORRY* :( :(

  5. avatar
    ნინი

    avatarმიშველეთ რამე როგორ მივაჩვიოი ჩემს ლეკვს აბაზანაში ყველაფრის მოთავებას :( :( :( :(

  6. avatar
    ნინო

    avatarაუ საყვარლებიააააააა *IN LOVE* *IN LOVE* *IN LOVE* *IN LOVE* *IN LOVE*
    მადლობა რჩევებისთვის =) =) =)

  7. avatar
    ნინო

    avatarffbzbn nzmz,xz

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>