loading...

«

»

ოქტ 01

DrawBraille: სენსორული ტელეფონის კონცეპტი უსინათლოთათვის

თვალისჩინის მქონენი იშვიათად ფიქრობენ მათზე, ვინც გარემოს დანახვის ფუფუნებასაა მოკლებული, და იშვიათად ფიქრობენ იმაზე, რამდენად შეუძლია ამას სიცოცხლის გართულება. ამასთან ერთად, მაღალი ტექნოლოგიები ვითარდება და დღეს უკვე არის ადექვატური გადაწყვეტები იმისა, რათა სუსტი მხედველობის მქონე ადამიანთა ცხოვრება ასეთი აუტანელი არ იყოს. ერთ-ერთი ასეთი ნამუშევარია სენსორული ტელეფონი DrawBraille, სამწუხაროა მხოლოდ, რომ ეს მხოლოდ კონცეპტია.

ტელეფონი აღჭურვილია დისპლეით, რომელზეც განთავსებულია მოძრავი წერტილების ჯგუფები ექვს-ექვსი ერთეულით, ეს მასზე ბრაილის შრიფტის სიმბოლოების გამოტანის შესაძლებლობას იძლევა. ეს დისპლეი ინფორმაციის გამოსატანადაა და მომხმარებელს ტექსტის წაკითხვის შესაძლებლობას აძლევს. ტექსტის შეყვანა გვერდით განთავსებული პანელით ხდება, რომელშიც აგრეთვე არის ექვს უჯრად გაყოფილი ველი, იგი გამოიყენება როგორც ტექსტის შესატანად, აგრეთვე მენიუში ნავიგაციისთვისაც.

საერთო ჯამში ტელეფონის კორპუსზე 210 მექანიკური წერტილია ხუთ რიგად, ისინი თითოეულ რიგში შვიდ ასოდაა წარმოდგენილი. აქ მომხმარებელი კითხულობს მენიუს პუნქტების დასახელებას, SMS-შეტყობინებებსა და ელექტრონულ ფოსტას, ელექტრონულ წიგნებსა და ვებ-გვერდებსაც კი. არის აგრეთვე ფუნქციათა სრული არსენალი, რომლებიც თანამედროვე პროდუქტებისთვისაა დამახასიათებელი: ბატარეის დატენვის დონის კონტროლი, ტაჩპადის ბლოკირება, აგრეთვე mp3-ფლეერი. ტელეფონის კონცეპტის DrawBraille ავტორია დიზაინერი შიკუნ სუნი (Shikun Sun).

წყარო: designbuzz.com