loading...

«

»

ოქტ 02

საინტერესო ფაქტები

ამ პოსტში თავმოყრილია საინტერესო ფაქტები ამოკრებილი ვიკიპედიის მასალიდან.

  • …პლანეტა ვენერაზე (სურათზე) ერთი დღე (დედამიწის 243 დღე) უფრო გრძელია, ვიდრე მისივე ერთი წელი (დედამიწის 225 დღე)…
  • კაბო-დე-ორნოსი ყველაზე სამხრეთით მდებარე ეროვნული პარკია…
  • …საქართველოს ტერიტორიული მოწყობა ოფიციალურად განსაზღვრული არაა. კონსტიტუციით ეს საკითხი ტაბუდადებულია, მანამ, სანამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე არ აღდგება სახელმწიფოს სრული იურისდიქცია…
  • …2009 წელს ნობელის პრემიის ლაურეატებს შორის ხუთი ქალი იყო…
  • …შვეიცარიის კონფედერაციაში საერთოეროვნულ დონეზე წელიწადში საშუალოდ 5–10 რეფერენდუმი ტარდება, მაშინ, როცა ამერიკის შეერთებულ შტატებში რეფერენდუმი ფედერალურ დონეზე საერთოდ არ ჩატარებულა.
  • …იტალიაში 1971 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატის გამოვლენა მხოლოდ 23–ე ტურის ჩატარების შემდეგ მოხერხდა.
  • …ამერიკაში პირველ რკინიგზას ხის ლიანდაგი ჰქონდა…
  • …რომაულ სამართლიანობის ქალღმერთს, იუსტიციას თვალები ახვეული აქვს, რაც სიმბოლურად ნეიტრალურობასა და მიუმხრობლობას გამოხატავს, მაშინ როცა მისი ანალოგი ბერძნულ მითოლოგიაში – თემიდა – ფართოდ გახელილი თვალებითაა წარმოდგენილი, სიმართლისა და ჭეშმარიტების დასადგენად…
  • … გიორგი შერვაშიძემ (სურათზე) დაარსა უღირსი ადამიანებისთვის ხელის არჩამორთმევის საზოგადოება…
  • …სოფელ თამარისს 1944 წლამდე გერმანული სახელი ტრაუბენბერგი ერქვა, რაც ყურძნის მთას ნიშნავს…
  • …1992–1995 წლებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე იმავდროულად სახელმწიფო მეთაურიც იყო. ხელისუფლების ამგვარ დანაწილებას დემოკრატიულ სახელმწიფოებში ანალოგი არ მოეძებნება…
  • …რუსეთის მოქალაქეობის არმქონე პირებს რუსეთის კანონმდებლობით უფლება აქვთ ფედერაციის მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ როგორც ამომრჩევლის, ასევე კანდიდატის სახით…
  • …Sagar სანსკრიტზე ცას ნიშნავს, ხოლო māthā შუბლს. სწორედ ეს სახელი — „საგარმატხა“ ეწოდება ნეპალურ ენაზე ევერესტს(ჯომოლუნგმას, სურათზე).
  • შაკირა მამით ლიბანელი არაბია, ხოლო დედით — კოლუმბიელი იტალიელი.
  • …1992 წლის 21 თებერვლიდან 1995 წლის 24 აგვისტომდე საქართველოში ოფიციალურად მოქმედ კონსტიტუციად საქართველოს 1921 წლის კონსტიტუცია ითვლებოდა.
  • …შუა საუკუნეების ევროპაში შინაურ ცხოველებს ხშირად ასამართლებდნენ „უწესო საციელისათვის“ და ამის გამო სიკვდილით სჯიდნენ. ანტიკურ პერიოდში კი სასამართლო პროცესები იმ უსულო საგნების (მაგალითად ქვის) წინააღმდეგაც იმართებოდა, რომლითაც ადამიანიშემთხვევით დაიღუპა.
  • …იაპონიის ზოგიერთ რეგიონში შენობებს ორი მთავარი შესასვლელი აქვთ — პირველსა და მეორე სართულზე. მეორე სართულის შესასვლელი გამოიყენება მაშინ, როდესაც თოვლის მაღალი საფარი მთლიანად ფარავს პირველ სართულს.
  • … პირველად საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა, როგორც დე-ფაქტო, ასევე დე-იურე, ცნო თურქეთმა 1918 წლის 3 ივნისს.
  • … ბრიტანეთის იმპერიის ჩრდილოამერიკულ პროვინციებს 1769 წელს ბენჯამინ ფრანკლინმა (სურათზე) პირველად უწოდა „შტატები“ ანუ სახელმწიფოები.
  • … ელექტრობაში დადებითად და უარყოფითად დამუხტული მდგომარეობის დღეისათვის ფართოდ გამოყენებადი აღნიშვნები „+“ და „–“ ბენჯამინ ფრანკლინმა შემოიღო.
  • … იაპონიაში ახალი წლის დღესასწაულს ფეიერვერკით არ აღნიშნავენ.
  • … გრძელი სიტყვების შიშს ჰიპოპოტომონსტროსესკიპედალიოფობია ეწოდება.
  • … ნოკია 1865 წელს დაარსდა, იგი თავდაპირველად ქაღალდის, რეზინის ჩექმებისა და საბურავების წარმოებით იყო დაკავებული.
  • …ისტორიაში უკანასკნელი, იალქნიანი გემებით გამართული ბრძოლა, შედგა 1827 წლის 20 ოქტომბერს…
  • … დაჯახების შედეგად წარმოქმნილი უდიდესი კრატერი დედამიწაზე ვრედეფორტის კრატერია (სურათზე), რომელიც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში მდებარეობს…
  • … 2001 წელი ერთადერთი წელი იყო ჯგუფ მეტალიკის არსებობის განმავლობაში, როდესაც მათ ერთი კონცერტიც არ ჩაუტარებიათ…
  • … 1920 წელს გადაღებული მუნჯი კინოს — ექიმ კალიგარის კაბინეტის გავლენა იგრძნობა მუსიკალურ კლიპებში Can’t Let You Go (რეინბოუ),Otherside, (რედ ჰოთ ჩილი პეპერსი) Cemeteries of London, (Coldplay)…
  • … ოზურგეთის ისტორიულ მუზეუმში დაცულ ხუთი ათასზე მეტ ექსპონატს შორისაა კოლხური თეთრი და ნაპოლეონ ბონაპარტეს დაშნა…
  • … ბრინჯაოსანა ბანჯგვლიანი სულ 10 მილიმეტრი სიგრძისაა…
  • … 1631 წელს ინგლისში გამოიცა ბეჭდური ბიბლია, რომელშიც ათი მცნების მეშვიდე მცნება (არა იმრუშო) შეცდომით დაიბეჭდა საპირისპირო მნიშვნელობით — იმრუშე(Thou shalt commit adultery). ამის გამო ეს გამოცემა შელახული ბიბლიის სახელითაა ცნობილი..

წყარო: wikipedia.org