loading...

«

»

ოქტ 19

Audi S7 Sportback 2012

ეს გახლავთ Audi S7 Sportback, Audi A7 8 ცილინდრიანი ძრავით რომელიც უყენია Audi S6-საც, 4.0 TFSI ლიტრი მოცულობის 8 ცილინდრიანი ძრავი რომელიც გამოიმუშავებს 420 ცხენის ძალას და 550 ნიუტონ მეტრს, ძრავი გადაბმული იქნება 7 სიჩქარიან S Tronic გადაცემათა კოლოფზე, ავტომობილი 100 კმ/სთს ანვითარებს 4.9 წამში მაქსიმალური სიჩქარე ელექტრონულად აქვს ლიმიტირებული რაღათქმა უნდა 250კმ/სთზე. ავტომობილი 100კმზე მოიხმარს 9.7 ლიტრ ბენზინს.

Audi S7 Sportback-ის სიგრძე  4,980 მილიმეტრს შეადგენს, რაც შეეხება ექსტერიერს: წინა და უკანა ბამპერები, დიფუზორი, მოცულობითი გრილი, 19 და 20 დიუმიანი დისკები ამასთან არჩევანი გაკეთდება 9 ფერზე, ავტომობილს მიკრული ექნება S და V8 T ლოგოები.  ინტერიერს რაც შეეხება აქ ყველაფერი სპორტულ სტილშია, კარბონი ალუმინი, ფერების ფართო და ექსკლიუზიური არჩევანი,   რაც მთავარია უახლესი ტექნოლოგიები, MMI-ის ნავიგაცია, რადიო, ბლუთუსის ტელეფონი, უახლესი აუდიო სისტემა. 

ამ დრომდე არსებობდა Audi A7-ის 4 ძრავი მხოლოდ 6 ცილინდრიანი ძრავებით: 2.8FSI Quattro 201 ცხენის ძალით, 3.0TFSI Quattro 296 ცხენის ძალით, დიზელის: 3.0TDI Multitronic 201 ცხენის ძალით და  3.0TDI Quattro 242 ცხენის ძალით. კონკურენტებიც არსებობენ რათქმა უნდა: Porsche Panamera S/4S და  Mercedes-Benz CLS 500/550.  Panamera-ში ვხვდებით 4.8 ლიტრი მოცულობის  8 ცილინდრიან ძრავს რომელიც გამოიმუშავებს 400 ცხენის ძალას და 500 ნიუტონ მეტრს, საქართველოში ფასი შეადგენს 108871 $. რაც შეეხება Mercedes-Benz CLS 500/550  4.6 ლიტრი მოცულობის 8 ცილინდრიანი ძრავი 402 ცხენის ძალით. Audi S7 Sportback გაყიდვაში 2012 წლის გაზაფხულზე გამოვა, სავარაუდოა Audi RS7-ის არსებობა.

Audi S7 Sportback ყველაზე იაფი თავის სეგმენტში 80000 $

Porsche Panamera S/4S 2009-

Mercedes-Benz CLS  500/550  W218 2011-

წყარო: drive.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>