loading...

«

»

ოქტ 24

Samsung Galaxy Tab 7.7

კომპანია Samsung Electronics_მა წარმოადგინა Super AMOLED Plus ეკრანის მქონე ახალი პლანშეტური ტელეფონი Samsung Galaxy Tab 7.7, რომელიც აღჭურვილი იქნება ARM ტიპის ორბირთვიანი პროცესორით, თითოს სიხშირე 1,4 გიგაჰერცი. ასევე აღსანიშნავია, რომ მისი სისქე სულ რაღაც 7.9 მილიმეტრია, ხოლო წონა 335 გრამი

 

 

ახალი პლანშეტი გახლავთ ყველაზე პორტატული და Galaxy Tab სერიის სხვა მოდელებთან შედარებით, იგი თავისუფლად თავსდება კოსტუმის ჯიბეში ან ქალის პატარა ხელჩანთაში.

ელეგანტური კორპუსი, რომელიც პირველივე შეხედვისას იწვევს მოწონებას, დამზადებულია მეტალისგან, რაც უფრო დაცულს ხდის ტელეფონს.

Samsung Galaxy Tab 7.7_ს აქვს HSPA+ სტანდარტი, რაც უზრუნველყოფს მესამე თაობის ქსელებში მონაცემთა სიჩქარის გაზრდას 21 მეგაბიტ/წამამდე, ხოლო Wi-Fi Channel Bonding ფუნქციის მეშვეობით მას შეუძლია გაორმაგებული სიჩქარით იმუშაოს Wi-Fi ქსელებში.

არ შეიძლება, რომ ორი სიტყვით არ შევეხოთ ახალი პლანშეტის პროცესორს, იგი გახლავთ ARM ტიპის Cortex-A9 ორბირთვიანი პროცესორი 1,4 გიგაჰერცი სიხშირით. მისი მეშვეობით მოწყობილობას შეუძლია ნებისმიერი “სიმძიმის” ვებ გვერდის უპრობლემოდ ჩატვირთვა და დათვარიელება, ძლიერი გრაფიკული თამაშების უპრობლემოდ გაშვება და 1080p HD ვიდეოების შეფერხების გარეშე გახსნა. ხოლო 5100 mAh სიმძლავრის აკუმულატორს შეუძლია 10 საათი განუწყვეტლივ ვიდეო ფაილის გაშვება.

Android OS, v3.2 (Honeycomb) – ესაა ანდროიდის ახალი ვერსია, რომელიც ადაპტირებულია 7 დუმიანი დისპლეის მქონე მოწყობილობებისთვის, მასში დამატებულია ბევრი ახალი ფუნქცია… ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ახალ ვერსიას აქვს მხარდაჭერა რომ პატარა ეკრანის მქონე ტელეფონებისთვის შექმნილი აპლიკაციები გაადიდოს მთელს ეკრანზე, რაც წინა ვერსიებში პრობლემად რჩებოდა…

16/32/64 GB – სამი ვერსია აღნიშნული მოდელისა, რომლებიც განსხვავდებიან შიდა მეხსიერებით (გამომდინარე რეგიონიდან). ასევე შესაძლებელი იქნება მეხსიერების გაზრდა 32 გიგაბაიტით, microSD ბარათის მეშვეობით. ხოლო ოპერატიული მეხსიერება შეადგენს 1 გიგაბაიტს, რომელიც უპრობლემოდ უმკლავდება ბერი დავალებების ერთდროულად გაშვებას.

რაც შეეხება სხვა ტექნიკურ მახასიათებლებს:

  • 800 x 1280 პიქსელის მქონე სენსორული დისპლეი
  • აქსელერომეტრი
  • მულტი-სენსორული ტექსტის აკრეფა
  • Bluetooth v3.0 A2DP ფუნქციით
  • Wi-Fi 802.11 a/b/g/n hotspot ფუნქციით
  • 3.15 MP კამერა LED განათებით (2 MP დამატებითი კამერა)
  • 720p ვიდეო გადაღება
  • Mali-400MP გრაფიკული ბარათი
  • TV-out
  • Adobe Flash 10.3 მხარდაჭერა
  • A-GPS სანავიგაციო სისტემა
  • და სხვა მრავალი საფირმო პროგრამა, რომელიც ტელეფონის ფუნქციონალურობას ერთი-ათად ზრდის…
ბოლოსთვის უნდა აღინიშნოს, რომ ახალი პლანშეტი საკმაოდ მძლავრ მულტიმედიურ საშუალებად იქცა და მისი გამოყენების არეალი ძალიან დიდია, მისით დაინტერესდებიან როგორც საქმიანი ადამიანები, ასევე თინეიჯერები… პრეზენტაციაზე ყველაზე კრიტიკული ექპერტების მოწონებაც კი დაიმსახურა.

იხილეთ ვიდეო:

 

წყარო: mobi.ge