loading...

«

»

ოქტ 28

ჩოგ­ბურ­თის სექსხ­მო­ვა­ნე­ბა

მკი­ვა­ნა­თა შო­რის ერთ-ერ­თი გა­მორ­ჩე­უ­ლია ვიქ­ტო­რია აზა­რენ­კა
მკი­ვა­ნა­თა შო­რის ერთ-ერ­თი გა­მორ­ჩე­უ­ლია ვიქ­ტო­რია აზა­რენ­კა

მთელი ეს წამოკივლებები იმდენად უხამსია, რომ არ იცი, სად დაიმალო. როდესაც ტურნირი ტელევიზიით გადაიცემა, იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს შემთხვევით პორნოარხზე გადართე.

…რამე მოუხერხეთ ამ ჰარპიებს. მაგალითად, პირზე ააკარით პლასტირი, რომ ისე აღარ ყვიროდნენ, როგორც ეს პორნოფილმებშია.

მსგავსი უკმაყოფილებები ხშირად ისმის იმათი მხრიდან, ვინც ქალთა ჩოგბურთს ადევნებს თვალყურს. ქალთა საჩოგბურთო ასოციაციას (WTA) ჩოგბურთელების წინააღმდეგ გალაშქრება და მათთვის ერთგვარი შეზღუდვების დაწესებაც განუზრახავს – რა ვქნათ, მაყურებელთა საყვედურს საყვედურზე ვისმენთო.

WTA-ის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლის, სტე­ი­სი ელეს­ტე­რის გან­ცხა­დე­ბით, დე­ცი­ბა­ლე­ბის დაკ­ლე­ბის პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში ასო­ცი­ა­ცია ერ­თ­გ­ვარ აღ­მ­ზ­რ­დე­ლო­ბით სა­მუ­შა­ოს ჩა­ა­ტა­რებს ახალ­გაზ­რ­და სპორ­ტ­ს­მე­ნებ­თან. პირ­ველ ყოვ­ლი­სა, ასე­თი გაკ­ვე­თი­ლე­ბის ჩა­ტა­რე­ბა გა­ნუზ­რა­ხავთ აშშ-ში, ნიკ ბო­ლე­ტე­რის აკა­დე­მი­ა­ში. საქ­მე ის არის, რომ ბო­ლე­ტე­რის აკა­დე­მი­ას არა­ერ­თი მკი­ვა­ნა ჩოგ­ბურ­თე­ლი აღუზ­რ­დია. მათ შო­რის მა­რია შა­რა­პო­ვაც, რო­მე­ლიც კი­ვი­ლით სხვე­ბის­გან აშ­კა­რად გა­მო­ირ­ჩე­ვა. თუმ­ცა, რო­გორც თა­ვად ბო­ლე­ტე­რი ამ­ტ­კი­ცებს, არც მას და არც მის მწვრთნე­ლებს შეგ­ნე­ბუ­ლად არას­დ­როს არ წა­უ­ხა­ლი­სე­ბი­ათ შე­გირ­დე­ბი, კი­ვი­ლით აეკ­ლოთ კორ­ტე­ბი.

ელეს­ტე­რის თქმით, ასე­თი წა­მო­კივ­ლე­ბე­ბი ჩოგ­ბურ­თ­ში ყო­ველ­თ­ვის იყო, მაგ­რამ მა­შინ ამას ყუ­რადღე­ბას არა­ვინ აქ­ცევ­და. დღეს კი თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ებ­მა – კორ­ტებ­ზე მრავ­ლად და­მონ­ტა­ჟე­ბულ­მა მიკ­რო­ფო­ნებ­მა მე­ტად და­ა­ახ­ლო­ვა ტე­ლე­მა­ყუ­რე­ბე­ლი კორ­ტ­ზე გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­თან.

“კა­ცე­ბიც აძ­ლე­ვენ თავს უფ­ლე­ბას იყ­ვი­რონ კორ­ტებ­ზე, მაგ­რამ ქა­ლე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში ეს ყვე­ლა­ფე­რი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ჟღერს”, – ამ­ბობს ასო­ცი­ა­ცი­ის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი.

მო­წი­ნა­ვე მკი­ვა­ნა­თა შო­რი­საა ბე­ლო­რუ­სი ვიქ­ტო­რია აზა­რენ­კა. უიმ­ბ­ლ­დო­ნის სა­ჩოგ­ბურ­თო ტურ­ნირ­ზე აპა­რა­ტუ­რამ აზა­რენ­კას მი­ერ გა­მო­ცე­მუ­ლი ხმა 95 დე­ცი­ბა­ლად და­ა­ფიქ­სი­რა, ხან­გ­რ­ძ­ლი­ვო­ბამ კი ნა­ხე­ვა­რი წა­მი შე­ად­გი­ნა. მას შემ­დეგ, რაც აზა­რენ­კას გულ­შე­მატ­კი­ვარ­თა შო­რის მიმ­ბაძ­ვე­ლე­ბიც გა­მო­უჩ­ნ­დ­ნენ, ჩოგ­ბურ­თელს თა­ვის მარ­თ­ლე­ბამ მო­უ­წია: “ათი წლი­დან ასე ვთა­მა­შობ. კი­ვი­ლი ბურ­თ­ზე ძლი­ე­რად დარ­ტყ­მა­ში მეხ­მა­რე­ბა და არაფ­რის შეც­ვ­ლა არ შე­მიძ­ლია”.

და მა­ინც, ლონ­დო­ნურ კორ­ტებ­ზე რე­კორ­დ­ს­მე­ნად შა­რა­პო­ვაა მიჩ­ნე­უ­ლი. ბრი­ტა­ნუ­ლი მას­მე­დი­ის მტკი­ცე­ბით, 2004 წლის უიმ­ბ­ლ­დო­ნის გა­მარ­ჯ­ვე­ბულს 2009 წელს კი­ვი­ლი 105 დე­ცი­ბა­ლად შე­უ­ფა­სეს (აკუს­ტი­კუ­რად ეს იგი­ვეა, რომ ფან­ჯ­რებ­თან მო­ტო­ციკ­ლი აგიგ­რუ­ხუ­ნონ).

იმა­საც ამ­ბო­ბენ, მას შემ­დეგ, რაც მო­ნი­კა სე­ლეშ­მა კა­რი­ე­რა და­ას­რუ­ლა, კორ­ტებ­ზე მსგავ­სი “უღირ­სი” ქცე­ვის გან­სა­ხი­ე­რე­ბად რუ­სი ჩოგ­ბურ­თე­ლი იქ­ცაო.

ჩოგ­ბურ­თ­ში ცხო­ვე­ლუ­რი ხმე­ბის გა­მომ­ცე­მი ქალ­ბა­ტო­ნე­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ აგო­რე­ბუ­ლი კამ­პა­ნი­ის მხარ­დამ­ჭერ­თა შო­რი­საა მსოფ­ლი­ოს პირ­ვე­ლი ჩო­გა­ნი, და­ნი­ე­ლი კა­რო­ლინ ვოზ­ნი­აც­კი, რო­მე­ლიც ზო­გი­ერთ კო­ლე­გას “ერ­თ­გ­ვა­რი უპი­რა­ტე­სო­ბის მო­სა­პო­ვებ­ლად გან­ზ­რახ კი­ვილ­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს”.

“რო­დე­საც სპორ­ტ­ს­მე­ნე­ბი კი­ვი­ან, მა­თი მე­ტო­ქე­ე­ბი მო­წო­დე­ბი­სას თუ ჩოგ­ნით ბურ­თის მო­გე­რი­ე­ბი­სას გა­მო­ცე­მულ ხმას ვე­ღარ აფიქ­სი­რე­ბენ. არა­და, ვარ­ჯი­შის დროს მათ მსგავსს ვე­რა­ფერს შე­ნიშ­ნავთ. შე­ჯიბ­რე­ბი­სას კი შეგ­ნე­ბუ­ლად გა­მოს­ცე­მენ ასეთ ხმებს”.

რო­გორც ამ­ბო­ბენ, დე­ცი­ბა­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა – ერ­თა­დერ­თი სფე­როა, სა­დაც ქა­ლი ჩოგ­ბურ­თე­ლე­ბი ვა­ჟებს ჩრდი­ლა­ვენ: კუნ­თე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა­სა და ენერ­გი­ას ძლი­ე­რი ხმის იოგე­ბით ინაზღა­უ­რე­ბენ. ამ მხრივ კა­ცე­ბი უფ­რო თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ა­ნო.

 

წყარო: 24saati.ge

Share Button

2 comments

  1. avatar
    tamashebi.com.ge

    avatarსაინტერესოა :D

  2. avatar
    tamashebi.com.ge

    avatarასეთი სიტყვა პირველად გავიგე :D სექსხმოვანება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>