loading...

«

»

ოქტ 28

BMW Car-to-X: ავტომობილთა “ურთიერთობის” ტექნოლოგია

კომპანიამ BMW მომავლისკენ გადადგა ნაბიჯი, რომელშიც ავტომობილები ერთმანეთთან კომუნიკაციას ახერხებენ, რათა მძღოლს სამუშაო გაუადვილონ. ახალი ტექნოლოგია, რომელსაც Car-to-X ეწოდა, ტარების უსაფრთხოების გასაზრელადაა განკუთვნილი.

მაგალითად, მძღოლი რომელმაც მარცხენა ციმციმა ჩართო ინტენსიური მოძრაობისას, ხელსაწყოთა დაფაზე გამაფრთხილებელ ციმციმა ინდიკატორებს მანამ დაინახავს, სანამ მარცხენა მხარე უსაფრთხო მანევრის შესრულების შესაძლებლობას არ მისცემს მას. ეს ფასდაუდებელი იქნება ისეთ სიტუაციებში, როდესაც ხედვა შეზღუდულია, მაგალითად, მკვეთრი მოსახვევისას გზაზე ან მანქანის ე.წ. “მკვდარ ზონაში” ყოფნისას. აგრეთვე ტექნოლოგია Car-to-X გამოყენებული იქნება მთავარ გზაზე გასვლისას მეორეხარისხოვნიდან, ან პარკირების ადგილიდან გამოსვლისას.

ამას გარდა, BMW ფუნქციონირების მსგავსი პრინციპის მქონე ტექნოლოგიის ვერსიის შემუშავებას გეგმავს, რომელიც მძღოლებს საფრთხეების, არახელსაყრელი მეტეოროლოგიური პირობებისა და წინ მიმავალი ავტომობილების მოულოდნელი დამუხურჭების შესახებ გააფრთხილებს. მაგალითად, ავტომობილი, რომელიც გზის სახიფათო მონაკვეთს გადის ავტომატურად ატყობინებს ასეთივე სისტემის მქონე მეორე მანქანას, რომელიც ამ ადგილს უახლოვდება. ასევე, მჭიდროდ გადაადგილებისას ავტომობილს შეუძლია მის უკან მომავალს ურჩიოს სიჩქარის შემცირება ან გაჩერება, რაც მრავალ სიტუაციაში მძღოლებს შეჯახებას აარიდებს თავიდან.

Car-to-X კავშირისთვის ფიჭურ ქსელებს ან WLAN-ტექნოლოგიას იყენებს. უკანასკნელი ხელსაყრელია რეალურ დროში ავტომობილების ურთიერთობისთვის და ნაკლებ შეფერხებებს უზრუნველყოფს.

ახალი გამოგონების მუშაობაში გარკვევაში ვიდეორგოლი დაგეხმარებათ.

წყარო: BMW