loading...

«

»

ნოე 13

კაკალს შეუძლია თავიდან აგაცილოთ კიბო და გულის დაავადებები

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ კაკალს საოცრებების ჩადენის უნარი აქვს. ამერიკელი მეცნიერები ირწმუნებიან, რომ ყოველდღიურად რამდენიმე კაკლის ჭამით, შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ ონკოლოგიურისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების წინააღმდეგ პროფილაქტიკას იტარებთ.

კაკალი მდიდარია E ვიტამინით და გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ ამ ვიტამინის შემცველობა ორგანიზმში, მისი გამოყენებიდან რვა საათის შემდეგ, ორმაგდება. მკვლევარებმა ანალიზი ჩაუტარეს 16 ქალსა და მამაკაცს და დაადგინეს, რომ ბერძნული კაკლის გამოყენება 16,5 პროცენტით ამცირებს სისხლში ქოლესტერინის რაოდენობას, რომელსაც შეუძლია გულსა და სისხლძარღვებში პრობლემების შექმნა.

“ჩვენმა გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ ამ ანტიოქსიდანტებს ნამდვილად შეუძლიათ დაავადებების წინააღმდეგ დაცვითი ეფექტის შექმნა”, – თქვა ელა ჰადადმა კალიფორნიის უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებულ ჟურნალში, სახელწოდებით Nუტრიტიონ. ამასთან, არა მხოლოდ ბერძნული კაკალია სასარგებლო. ბერძნული კაკალი გვეხმარება ქოლესტერინის დონის დაწევაში, ამავე დროს, ნუში კალციუმის შესანიშნავ წყაროდ გვევლინება, ხოლო ბრაზილიური კაკალი სელენის მაღალი შემცველობით გამოირჩევა. 

თქვენს ყოველდღიურ რაციონს თუ დაუმატებთ რამდენიმე ცალ კაკალს, ამით თავიდან აიცილებთ სისხლძარღვების გაჭედვას და გაიუმჯობესებთ სისხლის შემადგენლობას.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

 

წყარო: sana.ge