loading...

«

»

ნოე 24

იუპიტერის ყინულოვან თანამგზავრში თხევადი წყლის კოლოსალური მარაგი იმალება

სხვა პლანეტებზე სიცოცხლის შესაძლო არსებობის პირობებს შორის აღნიშნულია თხევადი წყლის არსებობა და საკუთარი ვარსკვლავიდან ოპტიმალური დისტანცია. მზის სისტემის გარეთ სიცოცხლის ძიებასთან ერთად მეცნიერები იმ ციური სხეულების კვლევასაც განაგრძობენ, რომლებიც ჩვენთან «ახლოს» არიან. NASA-ს მეცნიერთა ჯგუფმა დაადგინა, რომ იუპიტერის თანამგზავრი ევროპა ყინულის სქელი ფენის ქვეშ თხევადი წყლის ტბებს მალავს, რომელთაგან ერთ-ერთი ტევადობით ამერიკული უზარმაზარი ტბების ქსელს აღემატება, ხოლო ყინულის ქვევით დიდ სიღრმეზეა ოკეანე, რომელიც დედამიწაზე არსებულ ყველა ოკეანეზე უფრო დიდია. აგრეთვე, მონაცემთა დამუშავების პროცესში, რომელიც დედამიწაზე ზონდმა გალილეომ გადმოგზავნა, მეცნიერებმა გაარკვიეს, რატომაა ციური სხეულის ზედაპირი ქაოტური ფორმის, ანუ უწისრიგოდ ენაცვლებიან ერთმანეთს მთოვანი წარმონაქმნები, ნაპრალები და მდელოები.

ევროპის ზედაპირზე ქაოტური რელიეფის განვითარების მიმდევრობა დედამიწაზე გეოთერმული აქტივობის რეგიონებში ყინულების წარმოქმნის მექანიზმის მსგავსია: ვულკანის ენერგია ყინულის ნაწილს ადნობს, რომელიც შემდგომ ყინულის ქვეშ ტბის სახით გროვდება. ყინულის დარჩენილი ნაწილი მარილით და სხვა ნაერთებით ჯერდება, რითიც ვულკანსა და ტბის ზემოთ არსებულ ყინულის ფარს «ჭუჭყიანი» ყინულის თოშისა და უფრო «სუფთა» აისბერგების ხალიჩად აქცევს.

ზედაპირისკენ მოძრავი სუფთა ყინულის თოში ზედაპირზე არსებულ ჭუჭყიან შრეებს ერევა, დნება და ყინულის სისქის ლინზისებრ ტბად იქცევა. ტბის წყლის წნევა დროთა განმავლობაში იმდენად მატულობს, რომ ყინულის ზედა ფენები იპობა. ცალკეულ თოშებს შორის ნაპრალები დამარილებული წყლით ივსება და თანდათანობით იყინება. შედეგად, შედარებით სწორი ყინულოვანი ფენა დაბლობებისა და მყარი ყინულის მაღალი თოშების ქაოტურ ნარევად იქცევა.

ქაოტური რელიეფის და ტბების წარმოქმნის მსგავსი მექანიზმები ამ დროისათვის ტერა მაკულას (Thera Macula) რეგიონში მოქმედებს და სრულიად დასრულდა კონამარას (Konamara) რეგიონში. მრავალი ქაოტური სტრუქტურა, რომლებიც იუპიტერის თანამგზავრის ზედაპირზეა მიმობნეული მიუთითებს იმაზე, რომ პროცესებს მუდმივი ხასიათი აქვს.

წყარო: nasa.gov & aqualung.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>