loading...

«

»

ნოე 25

„ალგორითმის“ ქარხნის დირექტორი: “ქართული “Ipad”-ის საცდელმა მოდელმა გაამართლა

თბილისის კომპიუტერების ქარხანამ ქართული “ტაბლეტის” საცდელი მოდელი გამოუშვა.
ქარხნის წარმოების დირექტორის, ზურაბ მუნჯიშვილის თქმით, ტესტის გავლის შედეგად “აი პედის” ქართულმა კონკურენტმა გაამართლა და მომავალი წლის თებერვლისთვის უკვე გაყიდვაშიც გამოჩნდება.
თუმცა Apple-ის პროდუქციის რეალიზატორ კომპანია „I phone +”–ში ქართულ ტაბლეტს კონკურენტად არ აღიარებენ.
კომპანიის წარმომადგენლის მამუკა მარღიაშვილის განცხადებით, „ინტელისა“ და სხვა კომპანიების პლანშეტები იმდენად უხარისხოა, რომ მომხმარებელი არჩევანს აუცილებლად „ეფლის“ პროდუქციაზე გააკეთებს. მისი თქმით, როგორი იაფიც უნდა იყოს „ალგორითმის“ პლანშეტი, „ეფლის“ „აიპედს“ ის მომხმარებელს ვერ წაართმევს.
შეგახსენებთ, რომ “ტაბლეტების” გარდა, “ალგორითმი” პირველკლასელებისთვის “ნეთბუქებსაც” უშვებს. მუნჯიშვილის თქმით, კომპანიის მიზეზით მათი დაზიანების შემთხვევები 1%–ს არ აღემატება.
“ეს ჩვენთვის ძალიან კარგი შედეგია. რაც შეეხება მომხმარებლებს, თავდაპირველად კომპიუტერები მათი მიზეზით უფრო ხშირად ფუჭდებოდა. ახლა კი, ასეთი შემთხვევების რიცხვიც შემცირდა,” – ამბობს მუნჯიშვილი. მისი თქმით, კომპანია საქართველოს მასშტაბით, 4 ახალ სერვის ცენტრს წლის ბოლომდე გახსნის. ახალი ობიექტები ბათუმში, ზუგდიდში, ახალქალაქსა და ახალციხეში განთავსდება. რაც შეეხება კახეთს, ამ რეგიონზე კომპანია მომავალ წელს იზრუნებს.
ზურაბ მუნჯიშვილის ინფორმაციით, სერვის ცენტრები მხოლოდ “ნეტბუქების” მომხმარებელზე იქნება გათვლილი და მათ ყველანაირ მომსახურებას გაუწევს. 

 

წყარო: navigator.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>