loading...

«

»

ნოე 30

ხელოვნური სისხლი

რამდენ ხანია ცდილობენ სისხლის ხელოვნური შემცვლელებისდამზადებას. ტექნოლოგია კარგია, გარკვეულ სიტუაციებში ძალიან შველის, მაგრამ ცოცხალი სისხლის გარეშე ექიმები ფონს ვერ გადიან.

ფოტოზე გამოსახულია ისტორიაში პირველი ხელოვნური ერითროციტები მიკროსკოპში. ფრანგმა მკვლევარებმა მოხალისეს ცოტა ძვლის ტვინი აუღეს და ღეროვანი უჯრედების ერითროციტებად გარდაქმნას შეუწყვეს ხელი. გამოზრდილი კულტურა თაგვებს შეუყვანეს და გამოარკვიეს, რომ იგი აბსოლუტურად მსგავსია ჩვეულებრივი ნატურალური ერითროციტებისა.

ეს ექსპერიმენტი მორიგ მრავლისმეტყველ აღმოჩენად დარჩებოდა “თაგვებზე”, მეცნიერებს მორიგი ნაბიჯი რომ არ გადაედგათ — მათ მიღებული ერითროციტები დანიშნეს და 10 მილიარდი ერთეული იმავე მოხალისეს ვენაში შეუყვანეს. უჩვეულო არაფერი მომხდარა — ხელოვნური ერითროციტები არაფრით გამოირჩეოდა ნორმალურისგან არც ფუნქციებით, არც სიცოცხლისუნარიანობით.

ეს ყველაფერი ჩვენის აზრით — სერიოზული განაცხადია ერითროციტების (და არა მარტო მათი) გამოზრდის ხელოვნური ტექნოლოგიის გამოჩენაზე, რითიც გადაწყდება დონორულ სისხლთან დაკავშირებული მრავალი პრობლემა, რადგანაც მისი ქმედუნარიანობა პირველად გვიჩვენეს ადამიანზე, და თანაც ასეთი წარმატებით.

 

წყარო: aqualung.ge

1 comment

  1. avatar

    avatarბარემ რობოტები შეგვრთეთ ცოლად
    :( :( :?:?:((((

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>