Facebook-ი გაუკონტროლებელი გახდა. სტრესმა, რომელსაც კომპანიის მართვა მანიჭებს, ჩემი ცხოვრება საერთოდ დაანგრია, მე ამას ბოლო უნდა მოვუღო, – განაცხადა Facebook-ის დამფუძნებელმა და მფლობელმა მარკ ცუკერბერგმა, პალო ალტოში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ცუკენბერგის განცხადებით, 2012 წლის 15 მარტიდან მოყოლებული, მომხმარებლები ვეღარ შეძლებენ სოციალურ ქსელში შესვლას. მომხმარებლებს ჯერჯერობით Facebook-ში შესვლის საშუალება ეძლევათ.
“2012 წლის 15 მარტს მთელი საიტი გაითიშება, – განაცხადა ავრატ ხუმარტიმ, კომპანიის ვიცეპრეზიდენტმა ტექნიკურ საკითხებში, – ამიტომ თუ თქვენ გინდათ თქვენი სურათების მომავალში ნახვა, გირჩევნიათ Facebook-დან აიღოთ ისინი. Facebook-ის გათიშვის შემდეგ, მათ უკან დაბრუნებას ვეღარ შეძლებთ.
ცუკერბერგის განცხადებით, გადაწყვეტილების მიღება ძნელი იყო, მაგრამ იგი არ ფიქრობს, რომ ხალხი ამის გამო ცუდად იქნება.
“პირადად მე ვთვლი, რომ Facebook-ის გაუქმების შემდეგ ხალხი გარეთ გამოვა და ვირტუალური მეგობრების მაგივრად ნამდვილ მეგობრებს გაიჩენს, ეს კი ყოველთვის კარგია”, – განაცხადა სოციალური ქსელის დამფუძნებელმა სატელეფონო საუბრისას.
ბევრი აკრიტიკებს ცუკენბერგს მისი გადაწყვეტილების გამო. მოცემულ მომენტში Facebook დასახელებულია ყველაზე მომგებიან ბიზნესად, რომელიც 7,9 მილიარდი დოლარითაა შეფასებული, ცუკერბერგი კი არ აპირებს თავისი გადაწყვეტილების შეცვლას. “მე არ მადარდებს ფული, – განაცხადა მან. – მე უბრალოდ მინდა ვიცხოვრო, ისე როგორც ვცხოვრობდი”.
www.geonews.ge
7 comments
Skip to comment form ↓
ხატია
დეკემბერი 14, 2011 at 23:42 (UTC 4) Link to this comment
გოგი
დეკემბერი 15, 2011 at 03:47 (UTC 4) Link to this comment
მატყუარაა , ცრუპენტელა და სადეზინფორმაციო საიტია http://weeklyworldnews.com/

ხატია
დეკემბერი 15, 2011 at 15:30 (UTC 4) Link to this comment
@ გოგი:
ანუ გოგი არ იხურება სხვა საიტები და ყველას საყვარელი საიტი ფეისბუკი? ხატია. roll:
ემა
დეკემბერი 16, 2011 at 14:25 (UTC 4) Link to this comment
გივი
დეკემბერი 18, 2011 at 21:21 (UTC 4) Link to this comment
ამარანტა
დეკემბერი 20, 2011 at 00:06 (UTC 4) Link to this comment
გოჩა
დეკემბერი 22, 2011 at 22:13 (UTC 4) Link to this comment