loading...

«

»

დეკ 24

გა­ნათ­ლე­ბა – 2012 წლის პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი

სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს 2012 წლის სტრა­ტე­გი­უ­ლი გეგ­მა გა­ნათ­ლე­ბის ყვე­ლა სფე­როს მო­ი­ცავს და ქვე­ყა­ნის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მა­ში მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ცვლი­ლე­ბებს შე­ი­ტანს.

ამ ეტაპ­ზე სა­მი­ნის­ტ­რო რე­ფორ­მებს 42 მი­მარ­თუ­ლე­ბით ახორ­ცი­ე­ლებს. 2012 წელს მიმ­დი­ნა­რე რე­ფორ­მებს კი­დევ ხუ­თი მი­მარ­თუ­ლე­ბა და­ე­მა­ტე­ბა.

წარ­მოდ­გე­ნი­ლი სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი­დან ერთ-ერ­თი სი­ახ­ლე 2012 წლის სა­ზაფხუ­ლო პროგ­რა­მე­ბია, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხ­მობს:

1. სტუ­დენ­ტუ­რი და­საქ­მე­ბის პროგ­რა­მას – სა­ზაფხუ­ლო არ­და­დე­გებ­ზე 25 000 სტუ­დენ­ტის და­საქ­მე­ბას სა­ზაფხუ­ლო სა­მუ­შა­ო­ებ­ზე, 2. სა­ქარ­თ­ვე­ლოს 15 ქა­ლა­ქის (რუს­თა­ვი, ქუ­თა­ი­სი, ფო­თი, ზეს­ტა­ფო­ნი, გო­რი, ხა­შუ­რი, ზუგ­დი­დი, ბა­თუ­მი, ტყი­ბუ­ლი, ონი, ჭი­ა­თუ­რა, ახალ­ქა­ლა­ქი, სამ­ტ­რე­დია, ოზურ­გე­თი, თე­ლა­ვი) მო­სახ­ლე­ო­ბის გა­დამ­ზად­დე­ბას ინ­გ­ლი­სურ­ში, კომ­პი­უ­ტერ­სა და პრო­ფე­სი­ულ ორი­ენ­ტა­ცი­ა­ში.

სი­ახ­ლეა იმ 7000 სტუ­დენ­ტის­თ­ვ­საც, რომ­ლე­ბიც არა­ავ­ტო­რი­ზე­ბუ­ლი უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში სწავ­ლო­ბენ, სა­მი­ნის­ტ­რო მათ ერ­თი­ან ეროვ­ნულ გა­მოც­დებს და­უ­ფი­ნან­სებს და გა­მოც­დე­ბის ჩა­ბა­რე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში დაგ­რო­ვილ კრე­დი­ტებს უღი­ა­რებს. ამ ცვლი­ლე­ბით სა­მი­ნის­ტ­რო არა­ავ­ტო­რი­ზე­ბუ­ლი უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლის სტუ­დენ­ტებს ჩა­რიცხ­ვის შემ­თხ­ვე­ვა­ში აძ­ლევს შანსს სწავ­ლა სა­ხელ­მ­წი­ფოს მი­ერ აღი­ა­რე­ბულ უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში გა­ნაგ­რ­ძონ.

მარ­ტივ­დე­ბა უცხო ქვეყ­ნი­დან ჩა­მო­სუ­ლი მოს­წავ­ლის ან სტუ­დენ­ტის სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მი­ღე­ბის წე­სი, 2012 წლი­დან ისი­ნი სა­სურ­ველ სას­წავ­ლე­ბელ­ში გა­ნაცხა­დის გა­კე­თე­ბი­დან 24 სა­ა­თის გან­მ­ვა­ლო­ბა­ში შეძ­ლე­ბენ სწავ­ლის დაწყე­ბას. სა­ჭი­რო დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის ნამ­დ­ვი­ლო­ბის და­დას­ტუ­რე­ბა კი პა­რა­ლე­ლურ რე­ჟიმ­ში მოხ­დე­ბა. ცვლი­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბამ­დე უცხო­ე­თი­დან სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბის მსურ­ველს ლო­დი­ნი რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში უწევ­და.

2012 წლი­დან უქ­მ­დე­ბა აბი­უ­ტუ­რი­ენ­ტ­თა მე­ო­რა­დი ჩა­რიცხ­ვე­ბი. შვი­დის ნაც­ვ­ლად, აბი­ტუ­რი­ენ­ტი თა­ვი­დან­ვე ოც სა­სურ­ველ ფა­კულ­ტეტს აირ­ჩევს. უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში ჩა­ბა­რე­ბის მსურ­ველს უფარ­თოვ­დე­ბა მის­თ­ვის სა­სურ­ვე­ლი ფა­კულ­ტე­ტის შერ­ჩე­ვის არე­ა­ლი, თუმ­ცა მი­სი ჩა­რიცხ­ვა მხო­ლოდ ერ­თხელ გა­კე­თე­ბუ­ლი არ­ჩე­ვა­ნის სა­ფუძ­ველ­ზე მოხ­დე­ბა. ამით გა­მოც­დე­ბის სა­ბო­ლოო შე­დე­გე­ბის გა­მოცხა­დე­ბა დაჩ­ქარ­დე­ბა და იგი ნაც­ვ­ლად ოქ­ტომ­ბ­რი­სა, 25 აგ­ვის­ტომ­დე გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი. ამ­დე­ნად, 2012 წე­ლი აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი­სა და მა­თი მშობ­ლე­ბის­თ­ვის ნაკ­ლე­ბად სტრე­სუ­ლი და უფ­რო კომ­ფორ­ტუ­ლი იქ­ნე­ბა. მო­მა­ვა­ლი წლი­დან ორ სპე­ცი­ა­ლო­ბა­ზე – სა­მე­დი­ცი­ნო ფა­კულ­ტე­ტის სამ­კურ­ნა­ლო, ფარ­მა­ცევ­ტულ და სტო­მა­ტო­ლო­გი­ურ მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ზე და იური­დი­ულ ფა­კულ­ტეტ­ზე კომ­პე­ტენ­ცი­ის მი­ნი­მა­ლუ­რი ზღვა­რი 10-10%-ით გა­იზ­რ­დე­ბა და 35% გახ­დე­ბა. ხო­ლო უცხო ენა­ში ზღვა­რი 30% გახ­დე­ბა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­მე­დი­ცი­ნო ფა­კულ­ტე­ტის ყვე­ლა და­ნარ­ჩენ მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ზე ზღვა­რი იგი­ვე რჩე­ბა.

უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებს შეზღუდ­ვე­ბი უწეს­დე­ბათ და ყვე­ლა მათ­გა­ნი ერ­თი­ან ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ზე მე­ოთხე სა­განს მხო­ლოდ მაპ­რო­ფი­რე­ბე­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბი­დან აირ­ჩევს. აქამ­დე მე­ოთხე სა­განს თა­ვად უმაღ­ლე­სი ირ­ჩევ­და და მი­უ­ხე­და­ვად მკაც­რი პო­ლი­ტი­კი­სა, არ­სე­ბობ­დ­ნენ უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი, სა­დაც სა­მე­დი­ცი­ნო ფა­კულ­ტეტ­ზე მე­ოთხე გა­მოც­დას აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი არა ქი­მია-ბი­ო­ლო­გი­ა­ში, არა­მედ ის­ტო­რი­ა­ში ან გე­ოგ­რა­ფი­ა­ში აბა­რებ­დ­ნენ.

ცვლი­ლე­ბა შე­დის კა­ნონ­ში მო­ბი­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. სტუ­დენ­ტ­თა მო­ბი­ლო­ბა იზღუ­დე­ბა იმ თვალ­საზ­რი­სით, რომ მა­გა­ლი­თად, ის­ტო­რი­ის ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტი სა­მე­დი­ცი­ნოს სტუ­დენ­ტი ვერ გახ­დე­ბა, ვიდ­რე ის ერ­თი­ან ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ზე მე­ოთხე გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ გა­მოც­დას შე­სა­ბა­მის სა­გან­ში არ ჩა­ა­ბა­რებს. სტუ­დენტს, რო­მე­ლიც მო­ბი­ლო­ბით იც­ვ­ლის ფა­კულ­ტეტს კრე­დი­ტე­ბი უნარ­ჩუნ­დე­ბა.

უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის ასე­ვე ამოქ­მედ­დე­ბა გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დი ენ­და­უ­მენ­ტის ფონ­დი, და­ფი­ნან­ს­დე­ბა სა­მა­გის­ტ­რო პროგ­რა­მე­ბი უცხო­ეთ­ში (DRF ), ბა­თუმ­ში გა­იხ­ს­ნე­ბა ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი, სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის­თ­ვის უცხო­ე­ლი პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლე­ბის ჩა­მო­საყ­ვა­ნად თი­თო­ე­უ­ლი უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის გა­მო­ი­ყო­ფა მი­ლი­ო­ნი­ა­ნი გრან­ტი.

გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის 2012 წლის გა­მოწ­ვე­ვე­ბის ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის ამაღ­ლე­ბაა. ამ მხრივ უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი რო­ლი ენი­ჭე­ბა ახალ ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მას. 2012 წელს ახა­ლი ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა VII-XII კლა­სებ­ში და­ი­ნერ­გე­ბა. ამა­ვე კლსე­ბის­თ­ვის შე­იქ­მ­ნე­ბა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც გრი­ფი­რე­ბის ახალ, გამ­კაც­რე­ბულ წესს გა­ივ­ლი­ან და რო­მელ­თა ფა­სი მაქ­სი­მუმ 10 ლა­რი იქ­ნე­ბა. ახა­ლი ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა პირ­ვე­ლი­დან მე­ექ­ვ­სე კლა­სის ჩათ­ვ­ლით სკო­ლებ­ში უკ­ვე და­ნერ­გი­ლია. ახა­ლი ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის შე­მო­ღე­ბით სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ცე­სი ერ­თი­ან სივ­რ­ცე­ში მო­ექ­ცე­ვა, სას­წავ­ლო გეგ­მა ხუ­თი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არ შე­იც­ვ­ლე­ბა. სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბი I-XII კლა­სის ჩათ­ვ­ლით სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებს სა­ხელ­მ­წი­ფოს­გან სა­ჩუქ­რად მი­ი­ღე­ბენ;

ახა­ლი ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა სკო­ლებ­ში ზუს­ტი და სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის, სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი­სა და ინ­გ­ლი­სუ­რი ენის გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლად სწავ­ლე­ბის და­ნერ­გ­ვაა. სკო­ლებ­ში გაძ­ლი­ერ­დე­ბა სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სწავ­ლე­ბა, გა­დამ­ზად­დე­ბი­ან პე­და­გო­გე­ბი, გა­იხ­ს­ნე­ბა 100 ახა­ლი “მო­მავ­ლის კლა­სი” და სკო­ლე­ბი აღი­ჭურ­ვე­ბა smart board-ებით, შე­იქ­მ­ნე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი პროგ­რა­მე­ბი და ყვე­ლა სა­გან­ში შე­მეც­ნე­ბი­თი კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი თა­მა­შე­ბი და­ი­ნერ­გე­ბა, 2012 წელ­საც 60 000-მდე პირ­ველ­კ­ლა­სე­ლი და მა­თი პე­და­გო­გე­ბი სა­ხელ­მ­წი­ფოს­გან სა­ჩუქ­რად სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში წარ­მო­ე­ბულ კომ­პი­უ­ტე­რებს მი­ი­ღე­ბენ; სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის სწავ­ლე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის მიზ­ნით ახა­ლი ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის მი­ხედ­ვით მეშ­ვი­დე კლას­ში ახა­ლი სა­გა­ნი სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი შე­მო­დის, რო­მე­ლიც სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო საგ­ნე­ბის სწავ­ლე­ბის დაწყე­ბას უფ­რო ეფექ­ტურს და სა­ხა­ლი­სოს გახ­დის, პროგ­რა­მა “აინ­შ­ტა­ი­ნის”-ს ფარ­გ­ლებ­ში 1800 სკო­ლა ახა­ლი სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბით აღი­ჭურ­ვე­ბა, გაგ­რ­ძელ­დე­ბა სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო მი­მარ­თუ­ლე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზაფხუ­ლო სკო­ლე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბაც.

რაც შე­ე­ხე­ბა ინ­გ­ლი­სუ­რი ენის სწავ­ლე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას, 2012 წლი­დან კი­დევ უფ­რო ფარ­თო მას­შ­ტა­ბებს მი­ი­ღებს პრო­ექ­ტი “ას­წავ­ლე და ის­წავ­ლე სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თან ერ­თად”, ამ პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში 2012 წელს 1500 ინ­გ­ლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი მო­ხა­ლი­სე მას­წავ­ლე­ბე­ლი ჩა­მო­ვა. გარ­და ამი­სა, ად­გი­ლობ­რი­ვი 300 ინ­გ­ლი­სუ­რი ენის მცოდ­ნე მო­ხა­ლი­სე ქვე­მო ქარ­თ­ლის, სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის და სხვა მა­ღალ­მ­თი­ა­ნი რე­გი­ო­ნე­ბის სკო­ლებ­ში ინ­გ­ლი­სუ­რი ენის მას­წავ­ლებ­ლად იმუ­შა­ვებს, 2012 წელს სკო­ლებ­ში გა­იხ­ს­ნე­ბა ინ­გ­ლი­სუ­რი ენის კა­ბი­ნე­ტე­ბი, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, დიდ ბრი­ტა­ნეთ­სა და მალ­ტა­ში ამოქ­მედ­დე­ბა ინ­გ­ლი­სუ­რი ენის სა­ზაფხუ­ლო სკო­ლე­ბი.

გა­ნათ­ლე­ბის 2012 წლის პრი­ო­რი­ტე­ტებ­ში კვლავ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ად­გილს იკა­ვებს მას­წავ­ლე­ბელ­თა კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის გაზ­რ­და, სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბა და ხელ­ფა­სე­ბის ზრდა. პე­და­გო­გის მი­ერ კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბა ხელ­ფა­სის გაზ­რ­დის პირ­და­პირ პრო­პორ­ცი­უ­ლია. ამ­ჟა­მად მას­წავ­ლებ­ლის სა­შუ­ა­ლო ხელ­ფა­სი 380 ლა­რია, სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბის გავ­ლის შემ­დეგ პე­და­გო­გის ხელ­ფა­სი 75 ლა­რით იზ­რ­დე­ბა. მენ­ტო­რო­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში კი მას­წავ­ლე­ბელს ხელ­ფას­ზე 180 ლა­რი­ა­ნი და­ნა­მა­ტი აქვს. გარ­და ამის, ყვე­ლა სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბულ მას­წავ­ლე­ბელს ინ­გ­ლი­სუ­რი­სა და კომ­პი­უ­ტე­რის გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, ხელ­ფას­ზე და­ნა­მა­ტი 125 ლა­რი ეძ­ლე­ვა, ხო­ლო სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბულ პე­და­გოგს, რო­მელ­მაც წარ­მა­ტე­ბით ჩა­ა­ბა­რა ინ­გ­ლი­სუ­რი­სა და კომ­პი­უ­ტე­რის ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი გა­მოც­და და სა­უ­კე­თე­სო 25%-ში მოხ­ვ­და, ხელ­ფა­სი 1000 ლა­რი აქვს. ქი­მი­ის, ფი­ზი­კი­სა და ბი­ო­ლო­გი­ის სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პე­და­გო­გე­ბი ლა­ბო­რა­ტო­რი­ის ტეს­ტის ჩა­ბა­რე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში ხელ­ფას­ზე და­ნა­მატს 75 ლარს მი­ი­ღე­ბენ.

მა­ღალ­მ­თი­ან რა­ი­ო­ნებ­ში პროგ­რა­მა “ას­წავ­ლე სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თ­ვის” მო­ნა­წი­ლე ყვე­ლა მას­წავ­ლე­ბე­ლი ხელ­ფას­ზე 500 ლა­რი­ან და­ნა­მატს იღებს, ხელ­ფას­ზე1000 ლა­რი­ა­ნი და­ნა­მა­ტი აქვს პროგ­რა­მა­ში “ქარ­თუ­ლი რო­გორც მე­ო­რე ენა” მო­ნა­წი­ლე ყვე­ლა მას­წავ­ლე­ბელს, ბი­ლინ­გ­ვურ სწავ­ლე­ბა­ში ჩარ­თუ­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბი და­მა­ტე­ბით 200 ლარს იღე­ბენ.

მას­წავ­ლებ­ლე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბის ხელ­შეწყო­ბის მიზ­ნით 2012 წელს აშენ­დე­ბა: მას­წავ­ლებ­ლის სახ­ლე­ბი ქუ­თა­ის­ში, ბა­თუმ­სა და ზუგ­დიდ­ში, სა­სერ­ტი­ფი­კა­ციო გა­მოც­დე­ბის­თ­ვის გა­დამ­ზად­დე­ბი­ან პე­და­გო­გე­ბი, გაძ­ლი­ერ­დე­ბა მენ­ტორ-მას­წავ­ლებ­ლე­ბის და მა­ძი­ებ­ლო­ბის პროგ­რა­მე­ბი, შე­იქ­მ­ნე­ბა მას­წავ­ლე­ბელ­თა ახა­ლი დამ­ხ­მა­რე მე­თო­დუ­რი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი, და­გეგ­მი­ლია მას­წავ­ლე­ბელ­თა გა­დამ­ზა­დე­ბა უცხო­ეთ­შიც (ცერ­ნი, ნო­ტინ­გ­ჰე­მი).

შრო­მის ბაზ­რის მოთხოვ­ნე­ბის სა­პა­სუ­ხოდ 2012 წელს სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მაც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის კი­დევ უფ­რო გაძ­ლი­ე­რე­ბა­სა და ხელ­შეწყო­ბას გეგ­მავს. 2012 წლი­დან პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა ვა­უ­ჩე­რულ და­ფი­ნა­სე­ბა­ზე გა­და­დის, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ პრო­ფე­სი­უ­ლი კო­ლე­ჯე­ბის სტუ­დენ­ტებს სა­მი­ნის­ტ­რო სწავ­ლას და­უ­ფი­ნან­სებს და თი­თო სტუ­დენტს ათას­ლა­რი­ან ვა­უ­ჩერს მის­ცემს, სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი სტუ­დენ­ტე­ბი 100%-იან და­ფი­ნან­სე­ბას მი­ი­ღე­ბენ. ცვლი­ლე­ბე­ბია უმაღ­ლეს მე­ოთხე და მე­ხუ­თე დო­ნის პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბა­შიც. ახა­ლი წე­სით, აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი უმაღ­ლეს პრო­ფე­სი­ულ სას­წავ­ლებ­ლებ­ში ისე­თი­ვე პრინ­ცი­პით მოხ­ვ­დე­ბი­ან, რო­გორც მა­გის­ტ­რა­ტუ­რა­ში, ისი­ნი ერ­თი­ან ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ზე ზო­გად უნა­რებს ჩა­ა­ბა­რე­ბენ და აგ­ვის­ტო­ში აირ­ჩე­ვენ სა­სურ­ველ სპე­ცი­ა­ლო­ბებს. სტუ­დენ­ტი წი­ნას­წარ არ აფიქ­სი­რებს, თუ სად აპი­რებს სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბას. სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნიტ­როს ასე­ვე და­გეგ­მი­ლი აქვს 4 ახა­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი კო­ლე­ჯის მშე­ნებ­ლო­ბა.

სა­ხელ­მ­წი­ფოს­თ­ვის ერთ-ერთ მთა­ვარ პრო­ი­რი­ტეტს ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ინ­ტეგ­რი­რე­ბა წარ­მო­ად­გენს, ამ მხრივ მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა ენობ­რი­ვი ბა­რი­ე­რია. სწო­რედ ამ სირ­თუ­ლის დაძ­ლე­ვის მიზ­ნით სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რომ აამოქ­მე­და პროგ­რა­მა “ქარ­თუ­ლი ენა მო­მა­ვა­ლი წარ­მა­ტე­ბის­თ­ვის”, რო­მე­ლიც უკ­ვე წარ­მა­ტე­ბით ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს და ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბით და­სახ­ლე­ბულ რე­გი­ო­ნებ­ში მო­ხა­ლი­სე ქარ­თუ­ლი ენის პე­და­გო­გე­ბის წარ­გ­ზავ­ნას გუ­ლის­ხ­მობს. 2012 წლი­დან ამ პრო­ექ­ტის კი­დევ უფ­რო გაძ­ლი­ე­რე­ბა იგეგ­მე­ბა, 500 მო­ხა­ლი­სე პე­და­გო­გის გა­იგ­ზავ­ნე­ბა არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვან სკო­ლებ­ში. სპე­ცი­ა­ლუ­რად ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის­თ­ვის უკ­ვე შექ­ნი­ლია ქარ­თუ­ლი ენის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო დამ­ხ­მა­რე აუდიო-ვი­დეო მა­სა­ლით, რო­მე­ლიც და­ყო­ფი­ლია დო­ნე­ე­ბის მი­ხედ­ვით, ამ ეტაპ­ზე გა­მო­ცე­მუ­ლია სა­მი დო­ნე, 2012 წელს სრუ­ლად თორ­მე­ტი­ვე დო­ნე და­ი­ბეჭ­დე­ბა. სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი და­უ­რიგ­დე­ბათ რო­გორც ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბით და­სახ­ლე­ბუ­ლი რე­გი­ო­ნე­ბის სკო­ლებს, ასე­ვე ქარ­თუ­ლი ენის სახ­ლებს. ქარ­თუ­ლი ენის სახ­ლე­ბის გახ­ს­ნა სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის, ქვე­მო ქარ­თ­ლი­სა და კა­ხე­თის იმ რა­ი­ო­ნებ­ში იგეგ­მე­ბა, სა­დაც ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბი ცხოვ­რო­ბენ. ამ სახ­ლებ­ში ქარ­თუ­ლის შეს­წავ­ლა ყვე­ლა ასა­კის მსურ­ველს შე­ეძ­ლე­ბა. ასე­ვე, გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა მოს­წავ­ლე­თა გაც­ვ­ლი­თი პროგ­რა­მე­ბი, გა­დამ­ზად­დე­ბი­ან არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლე­ბი, გაძ­ლი­ერ­დე­ბა მულ­ტი­ლინ­გ­ვუ­რი სწავ­ლე­ბა. მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მე­ლიც მულ­ტი­ლინ­გ­ვუ­რად ას­წავ­ლის ხელ­ფას­ზე ორას­ლა­რი­ან და­ნა­მატს მი­ი­ღებს.

გარ­და ამი­სა, ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს ექ­ნე­ბათ ქვო­ტე­ბი უმაღ­ლეს სა­გა­ნა­მან­თ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში და შე­ღა­ვა­თე­ბი ერ­თი­ან ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ზე. გაძ­ლი­ერ­დე­ბა ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მ­წი­ფო ად­მი­ნის­ტ­რი­რე­ბის სკო­ლა, სა­დაც არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლის დი­რექ­ტო­რე­ბი­სა და პე­და­გო­გე­ბის გა­დამ­ზა­დე­ბა და მათ­თ­ვის ქარ­თუ­ლი ენის სწავ­ლე­ბა მოხ­დე­ბა.

2012 წლის გა­მოწ­ვევ­ბ­ში მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ად­გი­ლი უკა­ვია სა­მი­ნის­ტ­როს ელექ­ტ­რო­ნუ­ლი სტრა­ტე­გი­ის – E-strategy გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას, რო­მე­ლიც სრუ­ლი­ად სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მას ელექ­ტ­რო­ნულ რე­ჟიმ­ზე გა­და­იყ­ვანს, შე­იქ­მ­ნე­ბა ელექ­ტ­რო­ნულ ბა­ზე­ბი: ePeople – ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბის მარ­თ­ვის სის­ტე­მა, eSchools – სკო­ლე­ბის სა­ინ­ფორ­მა­ციო სის­ტე­მა, eStudents – მოს­წავ­ლე­თა მარ­თ­ვის სა­ინ­ფორ­მა­ციო სის­ტე­მა, eROfficers მან­და­ტუ­რე­ბის სა­ინ­ფორ­მა­ციო სის­ტე­მა, eAssets – სკო­ლე­ბის ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რის მარ­თ­ვის სის­ტე­მა, eFinance – სკო­ლე­ბის ფი­ნან­სუ­რი მო­ნი­ტო­რინ­გის სის­ტე­მა, eGIS – გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო სის­ტე­მა, eLibrary – ელექ­ტ­რო­ნუ­ლი წიგ­ნე­ბის ბიბ­ლი­ო­თე­კა, eCatalog – სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის კა­ტა­ლო­გი.

ში­ნა­არ­სობ­რი­ვი ცვლი­ლე­ბე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად და­გეგ­მი­ლია ახა­ლი ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბიც, გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია სკო­ლე­ბის ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა, რა­საც და­მა­ტე­ბით 40 მი­ლი­ო­ნი ლა­რი მოხ­მარ­დე­ბა – აშენ­დე­ბა 10 ახა­ლი სკო­ლა, 4 ახა­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი სას­წავ­ლე­ბე­ლი (თბი­ლი­სი, ოზურ­გე­თი, ქო­ბუ­ლე­თი) და 3 ახა­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტ­რი (თე­ლა­ვი, ზუგ­დი­დი, ახალ­ცი­ხე), გა­იხ­ს­ნე­ბა სო­ნის პრო­ფე­სი­უ­ლი კო­ლე­ჯი, რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია ჩა­უ­ტარ­დე­ბა ხელ­ნა­წერ­თა ინ­ს­ტი­ტუტს. 2012 წელს სკო­ლე­ბის ახა­ლი ვა­უ­ჩე­რუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბის სის­ტე­მით აღ­მოფხ­ვ­რი­ლია და­ნაკ­ლი­სი­ა­ნი სკო­ლე­ბის პრობ­ლე­მა და სკო­ლე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა გაზ­რ­დი­ლია 40 მი­ლი­ო­ნი ლა­რით.

2012 წლის გა­მოწ­ვევ­ბ­ში ასე­ვე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია “უსაფ­რ­თხო სკო­ლის” ფარ­გ­ლებ­ში მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის გა­ფარ­თო­ე­ბა და ყვე­ლა რა­ი­ო­ნულ ცენ­ტ­რ­ში ამ სამ­სა­ხუ­რის ამოქ­მე­დე­ბა. სა­ქარ­თ­ვე­ლოს მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რი სკო­ლის მან­და­ტურ­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო ასო­ცი­ა­ცი­ა­ში გა­წევ­რი­ან­დე­ბა, მან­და­ტუ­რე­ბი და­მა­ტე­ბით 140 სკო­ლა­ში შევ­ლენ, გაგ­რ­ძელ­დე­ბა მა­თი გა­დამ­ზა­დე­ბაც.

გა­ე­როს კვლე­ვე­ბის თა­ნახ­მად სა­ქარ­თ­ვე­ლო მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთ წამ­ყ­ვან ად­გილს იკა­ვებს გა­ნათ­ლე­ბის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბის მხრივ. ეს შე­დე­გი სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მამ კომ­პ­ლექ­სუ­რი რე­ფორ­მე­ბის შე­დე­გად მი­აღ­წია, სა­დაც ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა ერთ-ერთ წამ­ყ­ვან პო­ზი­ცი­ებს იკა­ვებს. 2012 წელს და­გეგ­მი­ლია ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის კი­დევ უფ­რო გან­ვი­თა­რე­ბა – გა­იზ­რ­დე­ბა ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი სკო­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, შე­იქ­მ­ნე­ბა ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი ფი­ზი­კუ­რი გა­რე­მო, გა­დამ­ზად­დე­ბი­ან ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლე­ბი, და­იწყე­ბა ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის და­ნერ­გ­ვა პრო­ფე­სი­ულ სას­წავ­ლებ­ლებ­შიც, ასე­ვე და­გეგ­მი­ლია სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზე­ბა.

ზო­გა­დი და უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში გან­ხორ­ცი­ე­ბუ­ლი და და­გეგ­მი­ლი ცვი­ლი­ლე­ბე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად სა­მი­ნის­ტ­რო მეც­ნი­ე­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის­თ­ვის არა-ერთ პრო­ექტს ახორ­ცი­ე­ლებს. მო­მა­ვა­ლი წლის ბი­უ­ჯეტ­ში სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვე­ბის­თ­ვის 25 მი­ლი­ო­ნი ლა­რია გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი, მოხ­დე­ბა სა­მეც­ნი­ე­რო ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბა, ხელ­ნა­წერ­თა ინ­ს­ტი­ტუ­ტის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია, და­გეგ­მი­ლია ახალ­გაზ­რ­და მეც­ნი­ერ­თა ხელ­შეწყო­ბა და საზღ­ვარ­გა­რე­თის სა­მეც­ნი­რო კვლე­ვით ცენ­ტ­რებ­ში მა­თი მივ­ლი­ნე­ბა, სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვებ­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის გაღ­რ­მა­ვე­ბა, მოს­წავ­ლე­ებ­ში მეც­ნი­ე­რე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის მიზ­ნით ტარ­დე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სი “ლე­ო­ნარ­დო და ვინ­ჩი”.

2012 წლის სტრა­ტე­გი­უ­ლი გეგ­მის მთა­ვა­რი მი­ზა­ნია – ხა­რის­ხი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბა ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი იყოს ქვეყ­ნის ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქის­თ­ვის.

 

წყარო: 24saati.ge