loading...

«

»

დეკ 29

ფეხბურთი და ერთგულება

რაც უფრო დიდი და სახელოვანია გუნ­დი, მით მეტი გულშემატკივარი ჰყავს. ქომაგი თავისი დანაზოგით, უხეშად რომ ვთქვათ, კლუბს ფინანსურად აძლიე­რებს, გუნდი კი ყველანაირად ცდილობს, ადამიანს, რომელიც ბილეთის გარ­და, სტადიონზე უამრავ რამეში ხარჯავს ფულს, მაქსიმალურად კარგი პირობე­ბი შეუქმნას და შინ ნასიამოვნები გაუშვას.

ბევრი გულშემატკივარი ესწრება მატჩებს? თუ კი, შემოსავალიც დიდია და ასეთ შემთხვევაში კლუბი ფინანსური წარმატებისთვისაა “განწირული”.

მაგრამ მხოლოდ ფული რომ არაფერს ნიშნავს, ამ წერილითაც მიხვდებით: არაერთი კლუბი, რომელიც მუდმივად სავსე ტრიბუნების წინ თამაშობს, ჩემ­პიონობისთვის ვერ იბრძვის. ეგ კი არა, რამდენიმეს მთავარი მიზანი ელიტაში ადგილის შენარჩუნებაა.

საინტერესოა, რომელი კლუბების საშინაო მატჩებს ესწრებოდა ყველაზე მეტი მაყურებელი? სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით, ტაბულა ევროპის 15 საუ­კეთესო სტადიონის ჩამონათვალს გთავაზობთ.

1.კამპ ნოუ
(ბარსელონა)
საშუალო დასწრება 79.458

ბარსელონა ბოლო წლების მსოფლიოს საუკეთესო კლუბია, 2008-09 წლების სეზონიდან დაწყებული, უკვე 9 ტიტულს მოუყარა თავი და სულაც არაა გასაკ­ვირი, რომ კამპ ნოუ თითქმის ყოველთვის სავსეა.

2008 წელს ბარსელონას ხელმძღვანელობამ დაამტკიცა კამპ ნოუს რეკონ­სტრუქციის პროექტი: ტევადობა 106 ათასამდე გაიზრდება, დამონტაჟდება მოძრავი სახურავი, ტრიბუნებზე ასასვლელად გაკეთდება ლიფტები და ესკა­ლატორები, სტადიონის პრეს-ლოჟა კი თითქმის ორჯერ გაიზრდება.

2.სიგნალ იდუნა პარკი
(დორტმუნდის ბორუსია) – 78.802

მსოფლიოს 1974 წლის ჩემპიონატისთვის დორტმუნდში აგებული ვესტფა­ლენშტადიონი 90-იანი წლების მიწურულამდე პირვანდელ სახეს ინარჩუნებ­და, თუმცა ჩემპიონთა ლიგაში ბორუსიას ტრიუმფის შემდეგ – 1997 წელს – კლუბის მესვეურებმა არენას სახე შესამჩნევად უცვალეს.

დღეს გერმანიის ჩემპიონის საშინაო სარბიელი ევროპაში ერთ-ერთ საუკეთე­სოდ ითვლება, ჟურნალისტები კი მას გერმანული ფეხბურთის ოპერას უწო­დებენ.

3.ოლდ ტრაფორდი
(მანჩესტერ იუნაიტედი) – 74.978

მიუხედავად იმისა, რომ კლუბის მფლობელი გლეიზერების ოჯახი ყოველი სე­ზონის წინ აძვირებს აბონემენტის ფასს, ოლდ ტრაფორდი კვლავაც ბრიტანე­თის ლიდერია გულშემატკივართა დასწრების მხრივ.

წლის დასაწყისში გავრცელდა ხმები, რომ კლუბი სამხრეთ ტრიბუნის ტევა­დობის გაზრდას გეგმავს და საამისოდ 100 მილიონ გირვანქამდე თანხის და­ხარჯვას აპირებს, თუმცა მანჩესტერ იუნაიტედმა ეს ინფორმაცია არ დაადას­ტურა.

4.სანტიაგო ბერნაბეუ
(რეალი) – 71.533

რეალის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა 2000-2005 წლებ­ში სანტიაგო ბერნაბეუს 127 მილიონი ევრო დაახარჯა: გადიდდა აღმოსავლე­თი ტრიბუნა, საკონფერენციო დარბაზმა და ვიპ-ლოჟებმა ულტრათანამედრო­ვე სახე მიიღო, დამონტაჟდა ლიფტები და ესკალატორები, მთლიანად შეიცვა­ლა აუდიოსისტემა და გაიხსნა საკლუბო რესტორანი.

პერესი მოძრავი სახურავის დამატებასაც აპირებდა, მაგრამ ფინანსური კრიზი­სის გამო ამ პროექტზე დროებით უარი თქვა.

5.ალიანს არენა
(ბაიერნი) – 69.000

გაისად ალიანს არენა ჩემპიონთა ლიგის ფინალს უმასპინძლებს.

ის ფეხბურთის ისტორიაში პირველი სტადიონი-ქამელეონია: როცა ბაიერნი თამაშობს, არენა წითლადაა შეფერილი, მიუნხენ 1860-ის მატჩების დღეს ლურჯად ანათებს, ბუნდესნაკრების სტუმრობისას კი მთლიანად თეთრია.

2007 წელს მიუნხენ 1860-მა თავისი წილი 11 მილიონ ევროდ დაუთმო ბაი­ერნს. სხვათა შორის, პირველთა თითქმის მთლიანი ხელმძღვანელობა ქრთა­მის აღების გამო დააკავეს: პრეზიდენტ კარლ-ჰაინც ვილდმოზერს, მის ვაჟს და ორ თანაშემწეს ავსტრიული სამშენებლო ფირმისგან, საერთო ჯამში, 2.8 მილიონი ევროს მიღება დაუმტკიცდათ.

6.ველტინს არენა
(შალკე 04) – 61.364

გელზენკირხენის მთავარმა კლუბმა ახალი სტადიონი ძველის, პარკშტადიო­ნის გვერდით ააგო. შარშან ველტინს არენას სახურავი დიდთოვლობის გამო დაზიანდა: თითქმის 150 კვადრატული მეტრი შესაცვლელი გახდა.

დასწრების ზრდა კლუბზეც სათანადოდ აისახა: სეზონის წინ გუნდმა ლიგის თასი მოიგო, ახლახან გერმანიის თასი, ამავდროულად კი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშიც იასპარეზა.

2010 წელს აქვე გაიმართა ჰოკეიში მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის მატჩი გერ­მანიის და ამერიკის ნაკრებებს შორის. თამაშს 77.803 მაყურებელი დაესწრო, ეს კი ჰოკეისთვის მსოფლიო რეკორდია!

7.ემირეითსი
(ლონდონის არსენალი) – 60.018

90-იანი წლების დასაწყისში არსენალის სარბიელი ჰაიბერი ვეღარ აკმაყოფი­ლებდა დროის მოთხოვნებს – მხოლოდ 38 ათას გულშემატკივარს იტევდა. და რადგან სტადიონის გარშემო სახლები და რკინიგზა იყო, შენობა არც რე­კონსტრუქციას ექვემდებარებოდა.

თავდაპირველად არსენალს უემბლიზე დამკვიდრება სურდა, მაგრამ საბოლო­ოდ მშობლიურ რაიონს ისლინგტონს უერთგულა – ახალი სტადიონი, რომ­ლის ასაგებად კლუბმა 470 მილიონი გირვანქა დახარჯა, ჰაიბერიდან რამდენი­მე ასეულ მეტრშია.

სახელი? ემირეითს ეარლაინმა სამი წლის წინ 100 მილიონი ევრო გადაიხადა, კლუბთან 15-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და ინგლისური ფეხბურთის ის­ტორიაშიც შევიდა.

8.ჯუზეპე მეაცა
(მილანის ინტერი) – 59.018

ჯუზეპე მეაცა და სან სირო ერთი და იმავე სტადიონის სახელებია. თუ ინტე­რი თამაშობს, სტადიონი ჯუზეპე მეაცად მოიხსენიება, მილანის ასპარეზობი­სას კი ოქმებში სან სირო იწერება.

ინტერი ამ სარბიელზე იტალიის 7-გზის ჩემპიონის რანგში გადავიდა. ახლა შავ-ლურჯების აქტივში 18 სკუდეტოა!

სან სირო იტალიის საუკეთესო სტადიონად ითვლება, სადაც ხშირად თამა­შობს სკუადრა აძურა. მიუხედავად ამისა, დასწრების ასეთი მაჩვენებელი მა­ინც უკეთესის სურვილს ტოვებს.

უცნაურია, მაგრამ ფაქტია: ეს სტადიონი ერთადერთია იტალიიდან, რომე­ლიც ჩვენს სიაში მოხვდა. ჩანს, აპენინის ნახევარკუნძულზე ინფრასტრუქტუ­რის მხრივ დიდი პრობლემები აქვთ.

9.იმტექს არენა
(ჰამბურგი) – 54.185

სტადიონი ვოლკსპარკის ადგილზე 1998 წელს ააგეს: ძველი სარბიელი მთლია­ნად დაანგრიეს, ახალი კი 90 გრადუსით შეატრიალეს, რათა დღის სინათლე მაქსიმალურად გამოეყენებინათ.

თავდაპირველად სტადიონს აოლ არენა ეწოდა – კომპანიამ საამისოდ 15 მი­ლიონი ევრო გადაიხადა, მომდევნო სამი წელი მას ნორდბანკი ერქვა, შარშან კი იმტექს არენა დაერქვა.

სტადიონი უეფამ 5 ვარსკვლავით შეაფასა, შარშან კი ევროპის ლიგის პირველი ფინალიც ანდო. ჰამბურგს საშინაო ევროფინალამდე სულ ცოტა დააკლდა – ნა­ხევარფინალში ფულემთან დამარცხდა.

2008 წლის შემოდგომით სტადიონთან გულშემატკივართა სასაფლაო გაიხსნა, რომელიც 500 ადამიანზეა გათვლილი. ჯერჯერობით ის სანახევროდაც არაა ათვისებული, მისი შესასვლელი კი, თავადაც ხვდებით, საფეხბურთო კარია.

10.ველოდრომი
(მარსელი) – 51.254

ევროპის 1984 წლის ჩემპიონატის წინ, მორიგი რეკონსტრუქციის შემდეგ, სა­ფეხბურთო მინდვრის გარშემო ველოტრეკი მოშალეს, მაგრამ სტადიონს სახე­ლი მაინც შერჩა.

ველოდრომი მსოფლიოს 1938 წლის ჩემპიონატის წინ ააგეს, მეორე მსოფ­ლიო ომის დროს კი იქ ჯერ საფრანგეთის, შემდეგ გერმანიის, ბოლოს კი ამე­რიკის შეიარაღებული ძალების საბრძოლო ტექნიკა ინახებოდა.

2016 წელს საფრანგეთი ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს და გადაწყვეტი­ლია, რომ ტევადობა 60 ათასამდე გაიზრდება. რეკონსტრუქციის სავარაუდო ღირებულება 150 მილიონი ევროა.

მარსელის მუნიციპალიტეტს არაერთმა კომპანიამ შესთავაზა სტადიონის სახე­ლის გაყიდვა, თუმცა ქალაქის მესვეურებმა ყველა წინადადება უარყვეს.

11.სან სირო
(მილანი) – 50.644

ჩვენ სიაში ეს სტადიონი უკვე მეორედაა, თუმცა ამჯერად ქალაქის მეორე კლუბის, მილანის გულშემატკივართა წყალობით. რიგით მე-18 საჩემპიონო სე­ზონში სან სიროს საშუალოდ 50.644 ტიფოზი სტუმრობდა.

ინტერი მილანს ამ სტადიონზე 1947 წელს შეუერთდა, 1980 წლის გაზაფხულ­ზე კი, ლეგენდარული ჯუზეპე მეაცას გარდაცვალებიდან რამდენიმე თვეში, სარბიელის სახელიც გაუყო.

მსოფლიოს 1934 და 1938 წლების ჩემპიონმა, ჯუზეპე მეაცამ ინტერში 14 სე­ზონი გაატარა, მილანში კი მხოლოდ 2.

12.სელტიკ პარკი
(სელტიკი) – 48.500

2002 წელს BBC-ს რადიომ ბრიტანეთის ხუთი საუკეთესო სტადიონის გამო­სავლენად გულშემატკივრები გამოჰკითხა. სელტიკ პარკმა ხმათა 59,9% მიი­ღო!

კლუბმა ახალ სარბიელზე გადასვლა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც წინა არენის ქირის თანხა თითქმის ცხრაჯერ გაუძვირეს. სელტიკ პარკი აგურის ქარხნის ადგილზე ააგეს და ამიტომაა, რომ სამხრეთ ტრიბუნის ფასადი წითელი აგუ­რითაა აშენებული.

ამბობენ, რომ ერთ-ერთმა ჟურნალისტმა, რომელიც სელტიკის ახალ სტადი­ონზე გადასვლას გამოეხმაურა, მომხდარი ჯოჯოხეთიდან სამოთხეში გადას­ვლას შეადარა. ამიტომაც, ფანები სელტიკ პარკს სამოთხესაც უწოდებენ.

13.სენტ ჯეიმს პარკი
(ნიუკასლ იუნაიტედი) – 47.408

მანჩესტერ იუნაიტედის და არსენალის შემდეგ ნიუკასლ იუნაიტედს ინგლის­ში ყველაზე ერთგული ქომაგები ჰყავს – საშინაო მატჩებზე ტრიბუნების 91% შევსებულია!

გაისად ლონდონი ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს, სენტ ჯეიმს პარკი კი საფეხბურთო ტურნირის რამდენიმე მატჩს მიიღებს.

ნაგებობა ქალაქის ცენტრშია, კერძო სახლებითაა გარშემორტყმული, ხოლო რკინიგზის სადგურს ნახევარი კილომეტრი აშორებს – ამის გამო სენტ ჯეიმს პარკის რეკონსტრუქცია არ განიხილება. თუ ნიუკასლ იუნაიტედი სტადიონის გამოცვლას გადაწყვეტს, მას ახალ სარბიელზე გადასვლა მოუწევს.

14.რეინ ენერგი
(კიოლნი) – 47.329

მიუხედავად იმისა, რომ კიოლნმა ბუნდესლიგა ბოლოს 1978 წელს მოიგო და ათწლეულებია, რაც ტიტულებისთვის ვეღარ იბრძვის, გულშემატკივრები გუნდს არ ღალატობენ და ტრიბუნებსაც 94,5%-ით ავსებენ.

კიოლნის სტადიონი ერთ-ერთი ყველაზე იღბლიანია გერმანიის ნაკრების­თვის: რეინ ენერგიზე და მის წინამორბედ მიუნგერსდორფერზე ჩატარებუ­ლი 20 მატჩიდან ბუნდესგუნდმა მხოლოდ ერთი წააგო.

სარბიელმა მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის მატჩებს უმასპინძლა. იქვე იგეგმებოდა 1974 წლის მუნდიალის რამდენიმე შეხვედრის ჩატარება, მაგრამ რეკონსტრუქცია გაიწელა და მხოლოდ 1975 წელს დასრულდა.

15.კომერცბანკ არენა
(ფრანკფურტის აინტრახტი) – 46.807

ფრანკფურტთან ახლოს, ტყეში აგებული ბრწყინვალე სპორტული ნაგებობა მხოლოდ საფეხბურთო მატჩებს არ მასპინძლობს: აქვე იმართება კრივი, მძლე­ოსნობის ტურნირები, ველორბოლები, ასევე საჩოგბურთო შეჯიბრებები და ჰოკეის ეროვნული ლიგის მატჩები.

2006 წელს კომერცბანკმა 30 მილიონი ევრო გადაიხადა და 10 წლით შეიძინა სტადიონის სახელწოდება.

აინტრახტის გარდა კომერცბანკზე ამერიკული ფეხბურთის გუნდი, ფრან­კფურტ გელექსი თამაშობს.

მიუხედავად იმისა, რომ აინტრახტი ბუნდესლიგიდან გავარდა, დასწრების მხრივ კლუბმა იტალიის სერია ა-ს და ესპანეთის პრიმერადივიზიონის 18-18 კლუბი ჩამოიტოვა!რაც უფრო დიდი და სახელოვანია გუნ­დი, მით მეტი გულშემატკივარი ჰყავს. ქომაგი თავისი დანაზოგით, უხეშად რომ ვთქვათ, კლუბს ფინანსურად აძლიე­რებს, გუნდი კი ყველანაირად ცდილობს, ადამიანს, რომელიც ბილეთის გარ­და, სტადიონზე უამრავ რამეში ხარჯავს ფულს, მაქსიმალურად კარგი პირობე­ბი შეუქმნას და შინ ნასიამოვნები გაუშვას.

მიუხედავად იმისა, რომ აინტრახტი ბუნდესლიგიდან გავარდა, დასწრების მხრივ კლუბმა იტალიის სერია ა-ს და ესპანეთის პრიმერადივიზიონის 18-18 კლუბი ჩამოიტოვა!