loading...

«

»

იან 01

რა მოხდა 1 იანვარს

ძვ. წ. 154 : ძველ რომში წლიური კონსულატის დღე პირველ იანვარზე გადმოიტანეს.
ძვ. წ. 104 : რომაელმა კონსულმა გაიუს მარიუსმა ჩამოიყვანა რომში ნუმიდიის დატყვევებული მეფე იუგურტუ.
ძვ. წ. 45 : იულიუსის კალენდარი შევიდა ძალაში.
404 : გლადიატორთა ბოლო შეჯიბრი შედგა რომში.
630 : წინასწარმეტყველი მუჰამედი თავისი ჯარით მექასკენ დაიძრა, რომელსაც უბრძოლველად აიღებს.
1622 : პაპის კანცელარია იღებს გადაწყვეტილებას ახალ წლად პირველი იანვარი გამოცხადდეს.
1673 : რეგულარული საფოსტო სამსახური დაიწყო ნიუ-იორკსა და ბოსტონს შორის.
1801 : ირლანდიის აჯანყების ჩახშობა, პარლამენტის გაუქმება.
1804 : ჰაიტი საფრანგეთისგან დამოუკიდებლობას აცხადებს.
1853 : აბრაამ ლინკოლნმა ზანგების დამოუკიდებლობის მანიფესტი გამოსცა.
1886 : ინგლისმა დაიბყრო ბირმა.
1887 : დიდი ბრიტანეთის დედოფალი ვიქტორია ინდოეთის იმპერატორად ცხადდება.
1912 : ნანკინში ჩინეთის რესპუბლიკის გამოცხადება.
1925 : ნორვეგიის დედაქალაქს ქრისტიანიას დაერქვა ოსლო.
1935 : თურქეთში უქმდება ტიტულები და შემოდის გვარები.
1942 : ვაშინგტონში 26 სახელმწიფო ხელს აწერს გაერთიანებული ერების დეკლარაციას, რითაც ატლანტიკურ ქარტიაში მოყვანილ პრინციპებს შეუერთდნენ – ანტიჰიტლერული კოალიციის ერთერთ ძირითად დოკუმენტს.
1946 : იაპონიის იმპერატორი ჰიროჰიტო უარს ამბობს ღვთიურ სტატუსზე.
1948 : პირველი სამოქალაქო რეისი განხორციელდა ლონდონის ჰიზროუს აეროპორტიდან.
1948 : იტალიამ მიიღო კონსტიტუცია.
1956 : სუდანმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
1959 : ფიდელ კასტრომ ჩამოაგდო კუბის დიქტატორი ბატისტა.
1970 : იუნიქსის ეპოქის დასაბამი
1973 : დიდი ბრიტანეთი, ირლანდია და დანია შეუერთდნენ ევროკავშირს.
1983 : ARPANET-მა ძირითადი ოქმი NCP-ს მაგივრად TCP/IP გახადა, რამაც ინტერნეტის შექმნა განაპირობა.
1993 : ჩეხოსლოვაკია გაიყო ორ სახელმწიფოდ: ჩეხეთად და სლოვაკეთად.
1998 : ევროპის ცენტრალური ბანკი შეიქმნა.
1999 : რიგ ევროპულ ქვეყნებში საბანკო ანგარიშსწორებისათვის შემოღებულ იქნა ევრო.
2002 : მიმოქცევაში გაუშვეს ევროს ბანკნოტები.
2007 : კვიპროსი და მალტა ევროზონას შეუერთდნენ, რითაც ამ კლუბის წევრთა რაოდენობამ 15 შეადგინა.
2008 :
ჩინეთის პროვინცია შანდუნის ქალაქ ჟუჩენთან (რეგიონი სურათზე) აღმოაჩინეს დინოზავრების გაქვავებული ნარჩენების მსოფლიოში უდიდესი სამარხი.
სლოვაკეთი ევროზონის მე-16 წევრი ქვეყანა გახდა.
2009 :
ნორვეგიელი ჭადრაკის გროსმეისტერი მაგნუს კარლსენი ფიდეს 2010 წლის იანვრის რეიტინგის სიის ყველაზე ახალგაზრდა წევრი გახდა.
გაიხსნა საეა–ჩინეთის თავისუფალი სავაჭრო ზონა, მსოფლიოს უდიდესი თავისუფალი სავაჭრო ზონა მოსახლეობის მიხედვით.
2010 : ნორვეგიელი ჭადრაკის გროსმეისტერი მაგნუს კარლსენი ფიდეს 2010 წლის იანვრის რეიტინგის სიის ყველაზე ახალგაზრდა წევრი გახდა.
2011 :
აფეთქებამ კოპტური ეკლესიის წინ ალექსანდრიაში, ეგვიპტეში, 21 ადამიანი იმსხვერპლა და 70 დააშავა.
გერმანიამ, ინდოეთმა, კოლუმბიამ, პორტუგალიამ და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ ორი წლით დაიკავეს გაეროს უშიშროების საბჭოს არამუდმივი წევრის ადგილი.
ესტონეთი შეუერთდა ევროზონას და გახდა ბალტიისპირეთის პირველი სახელმწიფო, რომელმაც ევრო ოფიციალურ ვალუტად შემოიღო, კრონის სანაცვლოდ.ამ დღეს დაბადებულნი:1431 : როდრიგო ბორჯია – მომავალში რომის პაპი ალექსანდრე VI
1484 : ცვინგლი, ულრიხ – შვეიცარიელი საეკლესიო და პოლიტიკური მოღვაწე.
1823 : პეტეფი, შანდორ – უნგრელი პოეტი, რევოლუციონერ-დემოკრატი.
1826 :ალხაზიშვილი, იაკობ – ქართველი სამხედრო მოღვაწე
1863 : კუბერტენი, პიერ დე – ფრანგი საზოგადო მოღვაწე.
1873 : ასუელა, მარიანო – მექსიკელი მწერალი.
1883 : ჰატოიამა იტირო – იაპონიის პოლიტიკური მოღვაწე.
1887 : კანარისი, ვილჰელმ – გერმანელი ადმირალი
1888 : გიგინეიშვილი, ვალენტინ – ქართველი გეოფიზიკოსი
1912 : ფილბი, კიმ – ინგლისელი მზვერავი, რომელიც КГБ-ზე მუშაობდა.
1919 : სელინჯერი, ჯერომ – ამერიკელი მწერალი.
1930 : ვლადიმერ ასათიანი – სოციალისტური შრომის გმირი
1939 : მერსიე, მიშელ – ფრანგი მსახიობი.ამ დღეს გარდაცვლილები:379 : ბასილი დიდი – ქრიატიანული ეკლესიის მოღვაწე
1515 : ლუი XII (საფრანგეთი) – საფრანგეთის მეფე
1894 : ჰერცი, ჰაინრიხ რუდოლფ – გერმანელი ფიზიკოსი
1934 : ვასერმანი, იაკობ – გერმანელი მწერალი .დღესასწაულები:მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

გიორგი და საბა ხახულელები
წმინდა ბონიფანტე და მართალი აგლაიდა
ილია, პროვოსი და არისი
პოლიევქტო და ტიმოთე
ბონიფანტე მოწყალე
გრიგოლ ომირიტელი
აგრეთვე:
ჰაიტი: ეროვნული დღესასწაული.