loading...

«

»

იან 13

Sony–მ სმარტფონების ახალი ხაზი გახსნა

კომპანია Sony–მ CES–ის საერთაშორისო გამოფენაზე სმარტფონი Xperia S წარმოადგინა. ეს ტელეფონი კომპანიის ახალი ხაზის Xperia NX–ის პირველ მოწყობილობას წარმოადგენს.
Xperia S–ს აქვს ორბირთვიანი პროცესორი 1,5 გიგაჰერცი სიჩქარით, 4,3 დიუმიანი ეკრანი 1280/720 გარჩევადობით, ორი კამერა, როგორც წინა ასევე უკანა პანელზე, რომელთაგან უკანასკნელი სურათს 12 მეგაპიქსელი გარჩევადობით იღებს. სმარტფონს ასევე აქვს HDMI პორტი და მასზე შესაძლებელია თამაშების ჩამოტვირთვა PlayStation Store–ის ონლაინ მაღაზიიდან.
როგორც კომპანია იუწყება მოწყობილობა გაყიდვაში 2012 წლის პირველივე კვარტალში გამოვა. Xperia S ამჟამად გამართულია Android 2.3 პლატფორმაზე, თუმცა 2012 წლის მეორე კვარტალში მიიღებს განახლებას და Android 4–ის ოპერაციულ სისტემაზე გადავა.