loading...

«

»

იან 22

CES-ის კვალდაკვალ: Rydeen-ის უჩვეულო Android-მოწყობილობები ავტომობილებისთვის

გამოფენა CES უკვე დასრულებულია, მაგრამ ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ წერას მასზე წარმოდგენილი საინტერესო პროდუქტების შესახებ, რადგანაც აქამდე ყურადღება უფრო მთავარ და მნიშვნელოვან ანონსებს ეთმობოდა. ამასთან, მთელმა რიგმა ნაკლებად ცნობილმა კომპანიამ აგრეთვე წარადგინეს საკუთარი ყურადსაღები ნამუშევრები. ერთ-ერთი მათგანია კომპანია Rydeen, რომელმაც CES-ზე ავტომობილებისთვის განკუთვნილი ორი პროდუქტი წარმოადგინა Android-ის ბაზაზე.

საინფორმაციო-გასართობი 2 DIN ფორმატის სისტემა Android 2.2 Froyo-ს მართვით მუშაობს, აქვს საკმაოდ დიდი ეკრანი, ჩაშენებული FM-რადიო, მიკროფონი, აუდიოგამოსასვლელი, USB, SD და microSD, აგრეთვე DVD/CD. კომუნიკაციურ შესაძლებლობებს შორის — GPS, Bluetooth, W-Fi. სამწუხაროდ, სენსორული მართვა უკეთესიც შეიძლებოდა ყოფილიყო — ჟურნალისტს საკმაოდ გაუჭირდა ჩვეული მოქმედებების შესრულება.

საკმაოდ ეგზოტიკურად გამოიყურება მეორე პროდუქტი — უკანა ხედვის სარკე ჩაშენებული ეკრანით, რომელიც ხელმისაწვდომი სივრცის დაახლოებით მესამედს იკავებს და გამორთვისას ხედვას არ უშლის ხელს. სენსორული ეკრანი — საკმაოდ მოკრძალებული ზომებისაა და მოუხერხებლადაა განლაგებული მართვის მოხერხებულობის თვალსაზრისით, ამიტომ ვფიქრობთ, რომ არაერთი ავარიის მიზეზიც შეიძლება გახდეს. ეს მოწყობილობა აღჭურვილია GPS-ფუნქციონალით და მოდულით 3G.

აღსანიშნავია, რომ ორივე წარმოდგენილი Android-მოწყობილობა ჯერ არაა დასრულებული, ხოლო უკანა ხედვის უჩვეულო სარკე, შეიძლება მხოლოდ 2013 წელს გამოვიდეს, თანაც Rydeen-ს გეგმაში ინტერფეისის ოპტიმიზაცია აქვს, რათა მძღოლებისთვის უფრო მოსახერხებელი იყოს. შესაძლოა, ეს პროდუქტები პირველად საზოგადოების წინაშე ხარვეზებით წარსდგა, მაგრამ მნიშვნელოვანია თავად ის ფაქტი, რომ მწარმოებლები ავტომობილების სრულიად მოძველებული მულტიმედიური სისტემების ნაცვლად თანამედროვე მობილური მოწყობილობების ფუნქციონალით აღჭურვას ცდილობენ.

 

წყარო: engadget.com & aqualung.ge