loading...

«

»

იან 25

Sony Xperia S

2012 წლის იანვარში, კომპანია სონი ერიქსონმა დააანონსა ახალი ფლაგმანი სახელწოდებით Sony Xperia S, რომლის მონაცემები მართლაც რომ შთამბეჭდავია. მაგრამ მოდით თავიდან ვნახოთ მისი დიზაინი:

ახალი Xperia S დახვეწილი და ხარისხიანი მასალითაა დამზადებული, რაც პირველივე ნახვისას გვხვდება თვალში.

მაგრამ ყველა ადამიანისთვის ნებისმიერი ტელეფონის ვიზუალური მხარის შეფასება ინდივიდუალურია და აზრთა სხვადასხვაობას იწვევს, ამიტომ ამაზე ნუ შევჩერდებით და გადავიდეთ ტექნიკურ მახასიათებლებზე, რითაც Sony Xperia S_ს ნამდვილად შეუძლია რომ დაიკვეხნოს.

 

  • 720 x 1280 პიქსელის მქონე LED ეკრანი, რომელზეც ნებისმიერი კადრი შთამბეჭდავი და დაუვიწყარი იქნება.
  • 32 გიგაბაიტი შიდა მეხსიერება, რაც სავსებით საკმარისია თანამედროვე სმარტფონისთვის.
  • 1 GB ოპერატიული მეხსიერება, 1.5 GHz ორბირთვიანი პროცესორი და Adreno 220 GPU – ესაა ის ძირითადი კომპონენტები, რომელიც ნებისმიერი სირთულის დავალებას უპრობლემოდ გაუმკლავდება.
  • 12 MP ფოტო კამერა FULL HD ვიდეო გადაღების რეჟიმით (1.3 MP კამერა ვიდეოზარისთვის)
  • Android OS, v2.3 (განახლებადი 4.0 ვერსიამდე)
  • HDMI პორტი
  • 1750 mAh სიმძლავრის ელემენტი
  • და ყველა ის ფუნქცია რაც თანამედროვე ჯიბის კომპიუტერს უნდა ქონდეს, რომელთა ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანს.
Sony Xperia S გაყიდვაში 2012 წლის მარტში გამოვა, მისი ღირებულება ჯერ უცნობია, მაგრამ მწარმოებლის განცხადებით მისი შეძენა საზოგადოების ყველა ფენას შეეძლება…