loading...

«

»

თებ 03

„საშინაო სკოლა“ სილქტივის მომხმარებლებისთვის

1 თებერვლიდან პროექტ „საშინაო სკოლის“ ფარგლებში Silk TV-ს ყველა მომხმარებელს საშუალება ეძლევა უფასოდ მოისმინოს ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე მათემატიკის სასკოლო საგნების ვიდეოგაკვეთილები.
15-20 წუთიანი ვიდეოგაკვეთილები განთავსებულია სილქტივის მენიუში. მომხმარებელი ირჩევს სასურველ საგანს, კლასს და გაკვეთილს. მომხმარებელს ვიდეოგაკვეთილის ნახვა, მისი დაპაუზება და გადახვევა ნებისმიერ დროს შეეძლება.
საშინაო სკოლა – არის სოციალური შემეცნებითი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს მოსახლეობაში ინტერაქტიული ტელევიზიის საშუალებით გააღვივოს განათლების მიმართ ინტერესი, გახადოს სასწავლო პროცესი უფრო მიმზიდველი.
„საშინაო სკოლა“ სილქტივის ყველა მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია უფასოდ. სერვისის გასააქტიურებლად აუცილებელია მხოლოდ დეკოდერის გადატვირთვა. 2012 წლის ივლისამდე ვიდეოგაკვეთილებს ეტაპობრივად დაემატება 6 საგანი გეოგრაფია, ისტორია, ბიოლოგია, ფიზიკა, ქიმია, ინგლისური.