loading...

«

»

თებ 09

თამბაქო და საქართველო

არვიცი ამ თემაზე საუბარი რა სიტყვებით დავიწყო :( როცა ამ თემაზე ფიქრი დავიწყე ინტერნეტში მოვიძიე მონაცემები საქართველოში ჩატარებული სხვადასხვა გამოკვლევების რომლებიც არ მომეწონა და თქვენც გაგაცნობთ და თვითონ გადაწყვიტეთ, რაზე მეტყველებს საქართველოში ბოლო წლებში ჩატარებული სხვადასხვა კვლევების მიხედვით მწეველთა რიცხვები: თინეიჯერები და მცირეწლოვანები ფიქრობენ რომ მოწევა ჯანმრთელობისთვის პრობლემებს მხოლოდ სიბერის დროს იჩენს, საზოგადოებაში კი გავრცელებულია მცდარი აზრი, რომ თამბაქოს მოხმარება არის არა დაავადება, არამედ მავნე ჩვევა, ალბათ ამის ბრალია ასეთი სავალალო შედეგები , მაგრამ არამგონია ასე იყოს, ნებისმიერმა ადამიანმა იცის, რა შედეგები მოყვება თამბაქოს მოხმარებას, მაგრამ ამის მიუხედავად აგრძელებს ან არამწეველი იწყებს მოწევას და მოგვიანებით აცნობიერებს შეცდომას, მაგრამ ამაოდ უკვე გვიან არის. ფაქტია, რომ სიგარეტის ერთი ღერი შეიცავს ნიკოტინის, კუპრის და მხუთავი აირის გარდა ბევრ მავნე ნივთიერებას, მათ შორის რადიაქტიულ ელემენტებს. მოწევის შედეგად ისინი უკლებლივ ყველა ხვდება ორგანიზმში და თითოეული მოწეული ღერი იწვევს ორგანიზმის ინტოქსიკაციას. სიგარეტის მოწევა ზოგიერთ ადამიანში იწვევს   სიამოვნების განცდას. ეს ხდის მას მიმზიდველს დამწყები მწეველებისთვის. მოწევა აგრეთვე იწვევს გულის ცემის აჩქარებასა და წნევის მატებას, ხველებას და თავბრუსხვევას.თამბაქოს შემადგენელი ერთ-ერთი ელემენტია ნიკოტინი, რომელიც წარმოადგენს ნარკოტიკს. ნიკოტინი მიეკუთვნება ისეთ ნარკოტიკებს, რომელთა მოხმარების შემთხვევაში ვითარდება ძლიერი დამოკიდებულება, აი ამის გამო არის თავის დანებება რთული : თამბაქო საქართველოში XVII საუკუნის ბოლოს და XVIII საუკუნის დასაწყისში შემოიტანეს, როგორც საქართველოში ასევე მთელ მსოფლიოში თამბაქოს მავნებლობის შესახებ კაცობრიობამ მხოლოდ გასული საუკუნის 50-იან წლებში შეიტყო. მანამდე კი ექიმებსაც არ ეპარებოდათ ეჭვი, რომ თამბაქო სრულიად უვნებელი იყო, ამის დამტკიცების შემდეგ ზოგ ქვეყანაში დაიწყო თამბაქოსადმი აქტიური ბრძოლა , სამწუხაროთ საქართველოში მსგავსი რამ არ მომხდარა.ცივილიზებულ ქვეყნებში მწეველთა რაოდენობაც და ერთ სულ მოსახლეზე სიგარეტის მოხმარებაც უფრო და უფრო მცირდება. ალბათ ეს გამოწვეულია ქვეყნის მთავრობის მიერ თამბაქოსთან ბრძოლის გამო, მაგალითდ: სიგარეტის გაძვირებამ ნიუ იორკში მწეველთა რიცხვი ერთი წლის განმავლობაში ასი ათასით შეამცირა.ამ ბოლო დროს საქართველოშიც დაიწყო ბრძოლა თამბაქოს წინააღმდეგ აიკრძალა მოწევა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, დაწესდა ჯარიმები, ლაპარაკობენ თამბაქოს მწარმოებელთათვის გადასახადების მომატებაზე, რაც სიგარეტის ფასის ზრდას გამოიწვევს, იმედი მაქვს ეს მეთოდი გაამართლებს , ამ მეთოდმა თუ გაამართლა სხვაგან ჩვენთან რატო არ გაამაართლებს?
აი სტატისტიკაც
საქართველოში მოწევისგან ყოველწლიურად დაახლოებით 11 000 ადამიანი კვდება . ეს საერთო სიკვდილიანობის თითქმის 25 პროცენტია. ბოლო წლებში მოწევამ განსაკუთრებით 17 – 25 წლის გოგონებში იმატა.მოსახლეობის დაახლოებით 36 პროცენტი მწეველია. მათ შორის კაცები უფრო მეტნი არიან: 59 %. ეს მაჩვენებელი ევროპის ყველა ქვეყნის მწეველ მამაკაცებს აღემატება. თუმცა, ბოლო ათი წლის განმავლობაში საქართველოში მწეველი ქალების რიცხვი უფრო მკვეთრად გაიზარდა.წელიწადში საქართველოში დაახლოებით 542 მილიონ კოლოფ სიგარეტს მოიხმარენ. ბიუჯეტში კი ყოველწლიურად მილიონობით ლარი შედის ( 2008 წელს თამბაქოს გაყიდვიდან 150 მლნ ლარი შევიდა).
არ დავიწყებ საუბარს იმ დააავადებებზე რომელსაც თამბაქო იწვევს ამას შემდეგში შემოგთავაზებთ :
ახლა კი ნახეთ სტატისტიკური ინფორმაცია თამბაქოს მწეველთა (არამწეველთა) შესახებ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული 16 წლის და უფროსი ასაკის პირთა შორის. ამისათვის გადაწერეთ ქვემოთ მოცემული ფაილი:
გადაწერა

 

წყარო:  http://firepost.info/

1 comment

  1. avatar
    დიანა

    avatarძალიან კარგია კიდევ დადეთ ასეთი რაგაცეეებიიი *IN LOVE* *IN LOVE* *IN LOVE* =) =) =)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>