loading...

«

»

თებ 15

Swann-ის პასტა-კამერები: იგრძენი თავი საიდუმლო აგენტად!

გსურთ ცოტათი მაინც ჰგავდეთ ფილმის სუპერგმირს ჯეიმს ბონდს? მაშინ, სჯობს სერიოზულად იფიქროთ კომპანიის Swann ორი ახალი პასტიდან ერთ-ერთის შეძენაზე, რომლებითაც არა მარტო წერა, არამედ გარშემო მყოფთაგან შეუმჩნევლად AVI ფორმატის ვიდეოების, აგრეთვე ციფრული JPEG-ფოტოების გადაღებაც შეგიძლიათ.

თითოეული ინსტრუმენტის ზომაა 150 x 15 x 15 მმ იწონის 30 გრამს და აღჭურვილია მინიატურული ჩაშენებული ციფრული კამერით. ამასთან, მოდელი HD PenCam (კოდი SWVID-PEN720) შესაძლებლობას იძლევა HD-ვიდეოს გარჩევადობით 1280 x 720 პიქსელი ჩაიწეროთ და ციფრული ფოტოები გარჩევადობით 1600 x 1200 პიქსელი microSD სტანდარტის მეხსიერების კარტაზე ან microSDHC-ზე ტევადობით 16 გბაიტამდე. თავის მხრივ მოდელით PenCam 4G (კოდი SWVID-PEN4GB) გადაღებული ვიდეორგოლების გარჩევადობაა 640 x 480 პიქსელი და მზა ფოტოების გარჩევადობაა 1280 x 1024 პიქსელი, ისინი 4 გბაიტი ტევადობის შიდა ფლეშ-მეხსიერებაზე ინახება.

აღსანიშნავია, რომ ორივე მოწყობილობა თავსებადია პლატფორმებთან Mac და PC, აღჭურვილნი არიან ინტერფეისებით  USB 2.0 ფაილების გადასაგზავნად და კვების ელემენტის სახით ლითიუმ-იონურ ბატარეას იყენებენ.

HD PenCam და PenCam 4G-ის შეზენა USB-კაბელით კომპლექტში, აგრეთვე სამი «სათადარიგო» შავი მელნით, უკვე შესაძლებელია მწარმოებლის ოფიციალურ საიტზე $100 და $70 შესაბამისად.  

წყარო: Swann & aqualung.ge