loading...

«

»

მარ 02

MWC 2012: Samsung Galaxy S II წლის საუკეთესო სმარტფონად აღიარეს

გამოფენაზე MWC 2012 სამხრეთკორეული კომპანიის Samsung ფლაგმან სმარტფონს Samsung Galaxy S II პირველი ადგილი ხვდა წილად ნომინაციაში «საუკეთესო სმარტფონი», რის გამოც გადაეცა ჯილდო GSMA Best Smartphone.
მეტიც, კომპანიას Samsung «წლის საუკეთესო მწარმოებლის» (Device Manufacturer of the Year) წოდება მიენიჭა.
MWC 2012-ს ჟიურიმ მთელი მსოფლიოს მასშტაბით «Samsung Galaxy S II-ის ფენომენალური წარმატება» აღნიშნა, აგრეთვე ისიც, რომ სმარტფონმა «Android-ზე მომუშავე ყველა კონკურენტს აჯობა და ამასთან ჯანსაღი ეკოსისტემა წარმოგვიდგინა». მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს გამოფენაზე MWC 2011 კომპანია Apple არ იმყოფებოდა, «საუკეთესო მობილურ მოწყობილობად» სმარტფონი iPhone 4 აღიარეს. 
თუმცა, პლანშეტების კატეგორიაში კომპანიას Apple უწინდებურად ბადალი არ ჰყავს, რაც ნომინაციაში “საუკეთესო პლანშეტი” iPad 2-ის გამარჯვებამაც დაადასტურა, მას ჯილდოდ ერგო GSMA Best Mobile Tablet.
საწყისი დონის საუკეთესო ტელეფონის წოდებისთვის ბრძოლაში ნომინაციაში «Best Feature Phone or Entry Level Phone» გამარჯვება ფინური კომპანიის Nokia C3-00-ს ხვდა წილად.

წყარო:android.ge