loading...

«

»

მარ 04

Microsoft-ს სამი ექსპერიმენტული NUI-ტექნოლოგია

კომპანიამ Microsoft კომპიუტერული ინტერფეისების სფეროში სამი ექსპერიმენტული ნამუშევარი წარმოადგინა, რომლებიც ვიდეოკამერის დახმარებით მომხმარებლის კომპიუტერთან ურთიერთქედებაზეა დაფუძნებული. ანუ, საუბარია სხვადასხვაგვარი გადაწყვეტების ძიებაზე, რომლებიც შესაძლოა მომავალში ამა თუ იმ სახით მზა ნაკეთობებში იქნება გამოყენებული.

პირველი ტექნოლოგიაა 3D-კომპიუტერის პროტოტიპი, რომელზეც გამოყენებითი მეცნიერებების განყოფილება მუშაობს. ცნობილია, რომ ეს პროექტი მომავალში სამაგიდო კომპიუტერების უფრო ბუნებრივ მართვას უზრუნველყოფს. სისტემა Samsung-ის გამჭვირვალე OLED-ეკრანებსა და კონტროლერს Microsoft Kinect იყენებს მოცულობითი გარემოცვის შესაქმნელად, სადაც მომხმარებელს, როგორც ფანტასტიკურ ფილმებში საკუთარი ხელით, ვირტუალური ობიექტებისა და ინტერფეისის ელემენტების მართვა შეუძლია.

რა თქმა უნდა, ჯერჯერობით მომხმარებლის ხელისა და თითების მდებარეობის ზუსტი შეფასება ვერ ხერხდება, რომელიც მომავალში შეიძლება კომპენსირებული იყოს პროგრამული უზრუნველყოფით ან უფრო სრულყოფილი სენსორით Kinect. აღსანიშნავია, რომ მოძრაობის კონტროლერის დახმარებით ხდება დაკვირვება არა მარტო ხელის მდებარეობაზე, არამედ თავსა და თვალებზეც, რისი წყალობითაც მოცულობითი გარემოცვა თვალის მიმართულების კუთხეს მოერგება.

მართვის ასეთი უჩვეულო ხერხის მიუხედავად, გათვალისწინებულია შორეული წარსულის გენიალური გამოგონების — აპარატული კლავიატურის — გამოყენებაც, რომელიც გამჭვირვალე ეკრანის უკანაა განთავსებული, რაც მომხმარებელს ტექსტის აკრეფის შესაძლებლობას აძლევს რა თქმა უნდა, სასურველია ბრმად ბეჭდვის ტექნიკას ფლობდეთ, რადგან სხვა შემთხვევაში ეკრანზე არსებული გამოსახულება კლავიატურის კარგად დანახვაში შეგიშლით ხელს.

Microsoft-ის მეორე ნამუშევრის პირობითი სახელია Holoflector, რომელშიც Windows Phone და Kinect-ის შესაძლებლობებია გაერთიანებული ტექნოლოგიური სარკეების შესაქმნელად. პროექტში გამოყენებულია უზარმაზარი თხევადკრისტალური პანელი, რომლის ზემოდან დადებულია ნახევრადგამჭვირვალე სარკე, თუმცა, სასურველია, რომ ყველაფერი პირიქით იყოს.

დემონსტრაციაში Microsoft Research-ის მთავარი მკვლევარი ენდი უილსონი (Andy Wilson) გვიჩვენებს, რომ მოცულობითი გამოსახულება, რომელსაც Kinect-ის სენსორი იჭერს რეალურ ანარეკლს ედება. ტექნოლოგიას მცირე სიზუსტე და მნიშვნელოვანი დაყოვნება უშლის ხელს — Kinect-ის მიმდინარე ვერსიის ხარვეზები. ამგვარად, გვთავაზობენ სარკეში ვირტუალური გარემოცვის შექმნას ადამიანის რეალურ ანარეკლთან ურთიერთქმედებისთვის. იმ შემთხვევაში, თუ კი ამ ტექნოლოგიას მნიშვნელოვნად სრულყოფენ, ასეთი პროდუქტების გამოყენება სარეკლამო და გაყიდვების სფეროში იქნებოდა შესაძლებელი.

ტექნოლოგიაში აგრეთვე გათვალისწინებულია თანამედროვე სმარტფონებში Windows Phone სხვადასხვაგვარი მრიცხველების გამოყენების შესაძლებლობა მართვის სიზუსტის გასაუმჯობესებლად მაგალითად, დემონსტრაციაში ნაჩვენებია პინგ-პონგის სახის თამაში, სადაც სმარტფონი ბურთის მოსაგერიებელ უზარმაზარ სიბრტყედ გადაიქცევა. ეს ნამუშევარი მრავალი ასპექტით იმეორებს კონტროლერების Wii Remote და Sony Move მუშაობის პრინციპებს და აფართოებს Microsoft-ის მიერ განვითარებად ურთიერთქმედებას Kinect-სა და Windows Phone-ს შორის. ვიმედოვნებთ, რომ იგი შედარებით ახლო მომავალში გამოყენებას ჰპოვებს გასართობ სფეროში.

და ბოლოს, მესამე და ნაკლებად მიმზიდველი ტექნოლოგიაა Illumishare, რომელიც თითქოსდა მომავალში ფიზიკური ობიექტების დისტანცირებულ ურთიერთქმედებას ასახავს.

Illumishare მაგიდის ნათურის მსგავსი მოწყობილობაა, რომელიც შედგება მანათობელი მოწყობილობის, კამერისა და პროექტორისგან. ეს მოწყობილობა საერთო სამუშაო სივრცეს ქმნის ორი ან მეტი დისტანცირებული მომხმარებლისთვის და რამოდენიმე რეალურ გარემოცვას ერთ ვირტუალურ სივრცეში აერთიანებს. ამასთან, კომპიუტერის ეკრანი აუცილებელი არაა — მის მაგივრად გამოყენებულია მაგიდის თეთრი სიბრტყე.

სამწუხაროდ, რეალურ ობიექტებს შორის ურთიერთქმედება ვერ ხერდება: ისინი ადვილად ედება ერთმანეთს, ხოლო სხვისი ობიექტის გადადება შეუძლებელია ამას გარდა, ერთობლივ ხატვასაც კი დანახარჯი მოჰყვება ფირფიტის და მარკერების სახით და გამოსახულების ძალიან ცუდ ხარისხს იძლევა — გაცილებით მარტივია კომპიუტერზე ხატვა სტანდარტული საშუალებებით. ვფიქრობთ, ტექნოლოგიის გამოყენების გამართლებული სფეროს მოფიქრება შეუძლებელია, რომ აღარაფერი ვთქვათ მისი მუშაობისას შექმნილ მრავალ სირთულეზე.

წყარო: blogs.technet.com & aqualung.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>