loading...

«

»

მარ 09

ტელესკოპით Kepler ნაპოვნი პლანეტების პლანეტარიუმი

სანამ ტელესკოპი Kepler მზის სისტემის საზღვრებს მიღმა პლანეტების მოძიებითაა დაკავებული, მეცნიერებმა გარკვეული შუალედური შედეგების გამოქვეყნება გადაწყვიტეს. ამ მიზნით, დენიელ ფაბრიცკის (Daniel Fabrycky) ხელმძღვანელობით სპეციალისტებმა ამ მომენტისათვის აღმოჩენილ ყველა ეგზოპლანეტაზე არსებული მონაცემები შეკრიბეს და ეს ყველაფერი პლანეტარიუმის მსგავსად წარმოადგინეს.

ვიდეოზე ეგზოპლანეტობის 885 კანდიდატია აღნიშნული, რომლებიც საერთო ჯამში 361 პლანეტურ სისტემაში შედიან. პლანეტების ზომები და მათი ორბიტების დიამეტრი რეალური პარამეტრების შესაბამის მასშტაბშია მითითებული.

ორპლანეტიან სისტემაში, გარე ორბიტაზე მბრუნავი ყვითლადაა შეფერილი (ასეთი სისტემების საერთო რაოდენობა — 242); სამპლანეტიანში — მწვანედ (85 სისტემა); ოთხპლანეტიანში — ლურჯად (25); ხუთპლანეტიანში — მუქი-ლურჯი (8); ექვსპლანეტიანში — გარე პლანეტა იისფერია (ამ მომენტისათვის ერთადერთი სისტემაა აღმოჩენილი, რომელიც ექვსი პლანეტისგან შედგება — Kepler-11).

 

წყარო: Universe Today & aqualung.ge