loading...

«

»

მარ 13

Nokia Lumia 800

წარმოგიდგენთ ნოკიას ახალ მოდელს, სახელწოდებით Lumia 800, იგივე Nokia Sea Ray. იგი გაყიდვაში 2011 წლის დეკემბრის დასაწყისში გამოჩნდა და პირველივე დღეებში დიდი პოპულარობა ჰპოვა. მისი გამორჩეული დიზაინი და ტექნიკური მახასიათებლები გულგრილს ვერ დატოვებს ყველაზე მკაცრ კრიტიკოსსაც კი.

Nokia Lumia 800 მუშაობს ოპერაციულ სისტემა Windows Phone 7.5 Mango_ზე და აღჭურვილია 1.4 GHz Scorpion ტიპის პროცესორით და Adreno 205 გრაფიკული ამაჩქარებლით, რაც მის შეუფერხებლად მუშაობას უწყობს ხელს. სმარტფონს შეუძლია FULL HD ფილმების შეუფერხებლად გაშვება.

გადავიდეთ ტექნიკურ მახასიათებლებზე. ახალ Lumia_ს აქვს 480 x 800 პიქსელის მქონე ნაკაწრებისგან დაცული AMOLED ტიპის მულტი-სენსორული დისპლეი 16 მლნ. ფერთა გადმოცემით. 8 MP კამერა Carl Zeiss ოპტიკით, რომელიც ძალიან კარგი ხარისხის ფოტოებს და HD ვიდეოს იღებს, ამას ხელს უწყობს მძლავრი ორმაგი ლედ განათებაც.

რაც შეეხება მეხსიერებას, მას აქვს ინტეგრირებული 16 GB, ხოლო დამატებითი ბარათის მხარდაჭერა არ გააჩნია. ამ ფაქტის მინუსად ჩათვლა რამდენად სამართლიანია თავად გადაწყვიტეთ, ვინაიდან არსებული 16 GB მომხმარებელთა უმრავლესობისთვის სავსებით საკმარისია.

გასათვალისწინებელია, რომ Nokia Lumia 800_სს, ისევე როგორც სხვა დანარჩენ ახალ მოდელებს, აქვთ მხოლოდ MicroSIM ბარათების მხარდაჭერა. ხოლო 1450 mAh სიმძლავრის მქონე ელემენტი უზრუნველყოფს მის ხანგრძლივ მუშაობას, მუსიკის განუწყვეტელი მოსმენის რეჟიმში (ყურსასმენებში) 55 საათია მისი რესურსი დატენვის გარეშე.

კომუნიკაციებიდან რათქმაუნდა აქვს მესამე თაობის სტანდარტი HSDPA, ასევე უკაბელო ინტერნეტი Wi-FI, Bluetooth ტექნოლოგია v2.1, GPS ნავიგაცია.

გთავაზობთ სადემონსტრაციო ვიდეოს:

 

უფრო დეტალურად კი ტელეფონი შეგიძლიათ იხილოთ მობის მაღაზიათა ქსელში.

 

წყარო: mobi.ge