loading...

«

»

მარ 21

Sony Xperia sola – ჯადოსნური სმარტფონი

ტექნოლოგია “floating touch”, რომლის წყალობითაც ვებ-საიტებზე ნავიგაციისთვის საჭირო არაა ეკრანთან შეხება, პროგრამების და ფუნქციების მყისიერი გაშვება ტექნოლოგიის NFC და Xperia SmartTags დახმარებით, ეკრანი Reality Display ტექნოლოგიით Mobile Bravia engine და კამერა “Fastest capture”-ის ფუნქციით გაძლიერებული ორბირთვიანი პროცესორით

13 მარტი, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი – კომპანიამ Sony Mobile Communications ახალი მოდელის Xperia™ sola* გამოშვების შესახებ განაცხადა, რომელიც ოპერაციული სისტემის Android ბაზაზე მომუშავე სმარტფონების ხაზში Xperia შევა. მოდელს Xperia sola გასართობი ფუნქციების სრულფასოვანი მხარდაჭერა აქვს და მასში Sony-ს მთელი რიგი  თანამედროვე ტექნოლოგიებისაა გაერთიანებული, რომლებსაც განეკუთვნება ინოვაციური ფუნქცია floating touchTM, აგრეთვე Xperia SmartTags, რომელთა წყალობითაც შესაძლებელია სმარტფონის მყისიერად დარეგულირება და პროგრამების გაშვება. სმარტფონი Xperia sola მთელი მსოფლიოს მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი 2012 წლის მეორე კვარტალში იქნება და მისი კორპუსის შეფერილობა შავი, თეთრი და წითელი ფერის იქნება.

 

უკონტაქტო მართვა

უნიკალური უკონტაქტო ტექნოლოგია Sony floating touch, რომელიც პირვალს სწორედ სმარტფონში Xperia sola-ია წარმოდგენილი, ვებ-ბრაუზერში ნავიგაციის განხორციელების შესაძლებლობას იძლევა ეკრანზე თითით შეხების გარეშე, არამედ მისი ეკრანის ზემოთ თაგვის კურსორის მსგავსად გადანაცვლებით. საჭირო ლინკის მოძებნისას იგი ნათდება, ხოლო ეკრანზე შეხება მისი ჩატვირთვის შესაძლებლობას იძლევა. პროგრამული უზრუნველყოფის მომავალ განახლებებში და დეველოპერებთან აქტიური თანამშრომლობით, ტექნოლოგიას floating touch ახალი სამომხმარებლო ფუნქციები ექნება და მისი გამოყენება სხვა პროგრამებშიც იქნება შესაძლებელი.

კომპანიის  Sony Mobile Communications  Xperia-ს პროდუქტების მარკეტინგის განყოფილების ხელმძღვანელი  კალუმ მაკდუგლი (Calum MacDougall) აღნიშნავს: «სმარტფონი Xperia sola პლატფორმის Sony სიმძლავრითა და ფუნქციის floating touch განსაკუთრებული მაგიით გამოირჩევა, რომელიც მომხმარებელს ნამდვილად ახალ ტექნოლოგიებსა და ვებ-სერფინგისთვის საინტერესო ხერხს სთავაზობს. ხოლო Xperia SmartTags-ის მხარდაჭერა და გასართობ რესურსებთან წვდომა ქსელის Sony Entertainment Network ფარგლებში Xperia sola-ს იდეალურ მოდელად აქცევს მომხმარებელთათვის, რომლებსაც მოხერხებული და მაღალმწარმოებლური სმარტფონი სჭირდებათ საუკეთესო გასართობი ფუნქციებით».

 

SmartTags — ყოველდღიური ამოცანების გამარტივების ხერხი

ტექნოლოგიის NFC და ორი NFC-ნიშნულის Xperia SmartTags მხარდაჭერა, რომლებიც კომპლექტში Xperia sola შედის, ყოველდღიური ამოცანების შესრულების გამარტივების შესაძლებლობას იძლევა. ასე, ნიშნულთან SmartTag შეხება სმარტფონით Android ბაზაზე ააქტიურებს ადრე მიცემულ პროფილს. ნიშნულების SmartTags დარეგულირება შესაძლებელია ათამდე სხვადასხვა ბრძანების შესრულებაზე. თავდაპირველად, ერთ-ერთი ნიშნული დაპროგრამებულია სასტუმრო ოთახში გამოსაყენებლად – იგი რთავს Wi-Fi და უშვებს Google-ის პროგრამებს ახალი ამბებისა და ამინდის გასაცნობად. მეორე ნიშნული საძინებლისთვისაა განკუთვნილი – იგი მაღვიძარისა და უხმო რეჟიმის გააქტიურების შესაძლებლობას იძლევა. წინასწარ დაყენებული რეჟიმები ადვილად შეიძლება შეიცვალოს მომხმარებლის სურვილის შესაბამისად. სმარტფონი Xperia sola მხარს უჭერს NFC-მოწყობილობებთან შეკავშირებას, პროფილები ადვილად რეგულირდება, რაც დროის ეკონომიის და სმარტფონის გამოყენების გამარტივების შესაძლებლობას იძლევა.

გასართობი შესაძლებლობების ფართო სპექტრი

ტექნოლოგიის Mobile BRAVIA Engine წყალობით, მოდელის Xperia sola ეკრანი Reality Display გაზრდილი სიმკვეთრით გამოირჩევა, ხოლო ფუნქცია xLOUD და მოცულობითი ხმის მხარდაჭერა მუსიკის ხარისხიან დაკვრას უზრუნველყოფენ. სმარტფონის მაღალი მწარმოებლობა ორბირთვიანი პროცესორის გამოყენებითაა უზრუნველყოფილი ტაქტური სიხშირით 1 გჰც. მოდელი Xperia sola აგრეთვე აღჭურვილია გადაღების მაღალი სიჩქარის მქონე კამერით: მზა სურათი მოლოდონის რეჟიმიდან პრაქტიკულად წამში შეიძლება იქნას მიღებული.

Xperia sola-ს ძირითადი მახასიათებლები

  • ტექნოლოგია floating touch , რომელიც ვებ-ბრაუზერთან მუშაობას ამარტივებს
  • ტექნოლოგიის NFC და ნიშნულების Xperia SmartTags მხარდაჭერა პროგრამების სწრაფად ჩასატვირთად და ინფორმაციის მარტივად გაცვლისთვის
  • 3,7-დუიმიანი ეკრანი Reality Display ტექნოლოგიით Mobile BRAVIA Engine, რომელიც გამოსახულების კრისტალურ სიმკვეთრეს უზრუნველყოფს
  • ორბირთვიანი პროცესორი STE U8500 ტაქტური სიხშირით 1 გჰც, რომელიც პროგრამების სწრაფი მუშაობის გარანტიას იძლევა
  • ფუნქცია xLOUD და მოცულობითი ხმის მხარდაჭერა იდეალურ სიმკვეთრესა და ოპტიმალურ ჟღერადობას უზრუნველყოფენ
  • ოპერაციული სისტემა Android 2.3 განახლებით Android 4.0-მდე 2012 წლის ზაფხულის განმავლობაში

* მოდელიXperia sola იტალიის ბაზარზე წარმოდგენილი იქნება სახელით “Sony Xperia sole”, ხოლო ჩინეთში “Sony Xperia MT27i”

მოწყობილობის კორპუსის ზომებია 116 x 59 x 9,9 მმ, წონა 107 გრ, აქვს 5 მეგაპიქსელიანი კამერა და პანორამული გადაღების ფუნქცია Sweep Panorama™ რეჟიმებში 2D და 3D ციფრული 16-ჯერადი ზუმით, ავტოფოკუსით, სახეების ამოცნობის ფუნქციით, ვიდეომინათება/ფოტოვსპიშკა, მაღალი გარჩევადობის (720p)  ვიდეოს ჩაწერით, წითელი თვალების ეფექტის მოცილების შესაძლებლობით, გამოსახულებებისა და ვიდეოს ინტერნეტში ატვირთვის შესაძლებლობა, ღიმილის ამოცნობის ფუნქციით. აქვს აგრეთვე სტერეოგარნიტურა Bluetooth™ (A2DP), Clear bass (დაბალი სიხშირეების გაძლიერება),Clear stereo (სტერეობაზის გაფართოება), მუსიკალური ფლეერი, PlayNow™, SensMe™, მუსიკის ამოცნობის შესაძლებლობა TrackID™, ფუნქცია xLoud™, Google play™ (ex Android Market), ნიშნულების გაკეთების შესაძლებლობა, ძიება Google™, ხმოვანი ძიება Google Voice™, რუქები Google Maps™ for Mobile ქუჩების გამოსახულებით და სიგანის მინიშნების ფუნქციით Latitude™, შტრიხ-კოდების სკანერი NeoReader™, ორიენტაციის და მასშტაბის არჩევის შესაძლებლობა, ვებ-ბრაუზერი (WebKit™), აქვს აკუმულატორი 1320 მილიამპერი საათში (ჩაშენებული, სტანდარტული), 1265 მილიამპერი საათში (მინიმალური), რომელიც უზრუნველყოფს:  GSM-ში საუბრის დრო: 6 საათამდე, მოლოდინის რეჟიმში GSM-ში 470 საათამდე, საუბრის დრო UMTS-ში 5 საათამდე, მოლოდინის რეჟიმში UMTS-ში 475 საათამდე, მუსიკის დაკვრა 40 საათამდე, ვიდეოს ყურება 6 საათამდე.

 

წყარო: android.ge