loading...

«

»

მარ 26

Microsoft სათამაშო შლემს აპატენტებს

მობილური მოწყობილობები, რომლებსაც დღეს ვიცნობთ, მუდმივად არ იარსებებენ. მწარმოებლები ახალ ფორმებსა და შესაძლებლობებს ეძებენ. ასე, სხვადასხვა ინფორმაციით, კომპანია Google ამჟამად ანონსისთვის დამატებითი რეალობის სათვალეების მსგავს რაღაცას ამზადებს. ინფორმაცია იმის შესახებ, რა კუთხით წარმოადგენენ მოწყობილობას, ჯერჯერობით უცნობია, ეს საერთო დანიშნულების გაჯეტი იქნება, როგორც სმარტფონი ან პლანშეტური კომპიუტერი. მსგავს მოწყობილობებზე, ალბათ  Microsoft-იც ამზადებს, თუმცა ისინი უმთავრესად სათამაშო სისტემებისთვისაა განკუთვნილი.

გამომცემლობის Patent Bolt ჟურნალისტებმა კომპანიის Microsoft პატენტი აღმოაჩინეს, რომელშიც დისპლეებით აღჭურვილი სათვალეები და შლემია აღწერილი. სათვალეები მობილურ მოწყობილობას (სმარტფონს) უერთდება, მაშინ როდესაც შლემი სიგნალის წყაროს სახით უფრო მძლავრ სისტემებს იყენებს, სავარაუდოდ, კომპიუტერებს ან სათამაშო კონსოლებს. პრობლემა ის გახლავთ, რომ ეს დისპლეები თვალთან ძალიან ახლოსაა, და გუგა მათ გამოსახულებაზე ფოკუსირებას ვერ ახერხებს.

Microsoft ამ პრობლემის გადაჭრას ლაზერული პროექტორების დახმარებით ვარაუდობს, რომლებიც გამოსახულებას იმგვარად ქმნიან, რომ იგი რამდენადმე დაშორებული გეჩვენება, ვიდრე სინამდვილეშია. ეს ტექნოლოგია არა მარტო ვიდეოს ან სამგანზომილებიანი გრაფიკის გამოსატანად გამოიყენება, ანუ ვირტუალური რეალობისა. პატენტში ისიცაა ნათქვამი, რომ გამოსახულება შეიძლება გამჭვირვალე ან ნაწილობრივ გამჭვირვალე იყოს, რაც დამატებითი რეალობისთვის ხსნის კარს. იმის გათვალისწინებით, რომ ეს ნამუშევარი უმთავრესად თამაშებზეა ორიენტირებული, ეს ალბათ მთელს სათამაშო ინდუსტრიას შეცვლის. თუმცა, სისტემის დანერგვის ვადები დაუზუსტებელია.

წყარო:slashgear.com & aqualung.ge