მარ 30

თევზის და კარტოფილის კატლეტი

თევზის და კარტოფილის კატლეტი

შემადგენლობა:

350 გ. თეთრი თევზის ფილე;

მსხვილი კარტოფილი 3 ც.

200 მლ. რძე;

1 ჩ/კ ლიმონის წვენი;

1 ჩ/კ მდოგვი;

რამდენიმე ღერი ოხრახუში;

თეთრი პურის ნაჭერი;

1,5 ჭიქა საფანელი;

გამდნარი კარაქი შესაწვავად;

დაფქული შავი პილპილი, მარილი გემოვნებით.

მომზადება:

კარტოფილი გათალეთ, მოათავსეთ ბლენდერში და მიღებული მასა გაწურეთ მარლაში.

აადუღეთ რძე, დაამატეთ ცოტა მარილი, კარტოფილი და მოხარშეთ 15 წთ. ღია-თავსახურიან ქვაბში.

სანამ კარტოფილი იხარშება, ბლენდერში დაჭერით ფილე და ოხრახუში, დაამატეთ ლიმონის წვენი და მდოგვი, ათქვიფეთ, გადაიტანეთ ჯამზე.

დაამატეთ მზა კარტოფილის პიურე, მარილი, პილპილი და კარგად აურიეთ.

მიღებული მასისგან გააკეთეთ 8 მრგვალი კატლეტი, ამოავლეთ საფანელში და შეწვით გაცხელებულ კარაქში 5 წთ. ორივე მხრიდან.

 

სპაგეტი ლიმონით

სპაგეტი ლიმონით

შემადგენლობა:

400გ. სპაგეტი,

2 ლიმონის წვენი;

ერთი დიდი კონა ოხრახუში;

4 კბილი ნიორი;

ზეითუნის ზეთი 5 ს/კ;

100გ. ახლადგახეხილი პარმეზანი;

შავი პილპილი;

მომზადება:

ლიმონი გაფრცქვენით, კანის ნახევარი დაჭერით, გამოწურეთ წვენი. ნიორი გაასუფთავეთ და წვრილად დაჭერით, ოხრახუშის ფოთლები და ღერო გააცალკევეთ.

დიდი ზომის ტაფაზე დაასხით ზეთი, დააწყვეთ ნიორი, ლიმონის დაჭრილი კანი და ოხრახუშის ფოთლები.

ტაფა დადგით ძალიან დაბალ ცეცხლზე.

მოამზადეთ 5 წთ, შემდეგ დაამატეთ ლიმონის წვენი, მარილი და პილპილი.

მოამზადეთ კიდევ 10 წთ, ზეთი არ აადუღოთ.

სპაგეტი მოხარშეთ მარილიან მდუღარე წყალში ინსტრუქციის მიხედვით, გადაწურეთ თუშფალანგზე, გადაიტანეთ ტაფაზე.

მოაყარეთ გახეხილი ყველი, აურიეთ, გაანაწილეთ თეფშებზე, მოაყარეთ დაჭრილი ლიმონის კანი, მაშინვე მიიტანეთ სუფრასთან.

 

ტკბილი ფლავი

ტკბილი ფლავი

ექვსი ულუფა

შემადგენლობა:

1,5 ჭიქა ბრინჯი;

საშუალო ზომის სტაფილო 2 ც;

გარგარის ჩირი 150გ.

ქიშმიში 100გ.

კარაქი 100გ.

მარილი გემოვნებით.

მომზადება:

ქიშმიში, ჩირი და ბრინჯი გარეცხეთ, დაალბეთ ცალ-ცალკე 1 სთ.

სტაფილო გაასუფთავეთ და დაჭერით ჩხირებად.

კარაქი გაადნეთ ღრმა ქვაბში, ჩააწყვეთ სტაფილო და მიიყვანეთ ნახევრად მზა მდგომარეობაში 4-5წთ-ში.

ჩირი და ქიშმიში გადაწურეთ საწურზე. ჩირი დაჭერით და დაამატეთ სტაფილოს, შემდეგ მოაყარეთ ქიშმიში, ოდნავ მარილი.

ბრინჯი გადაწურეთ და დაამატეთ ქვაბში.

დაასხით ადუღებული წყალი, ბრინჯი უნდა დაიფაროს 2 სმ-ზე, მოამზადეთ საშუალო ცეცხლზე 10 წთ.

ზედაპირიდან წყლის ჩაშრობის შემდეგ, დააფარეთ მჭიდროდ ფართო თეფში, შემდეგ თავსახური, დაუწიეთ ცეცხლს დაბალზე და მოამზადეთ 40 წთ.

არ მოურიოთ.

 

საცივი

საცივი

 

მასალა:

ინდაური ან ქათამი;

ნიგოზი – 500 გ;

ხახვი – 4-5 თავი;

ზაფრანა – 2 ჩაის კოვზი;

უცხო სუნელი – 4 ჩაის კოვზი;

ხმელი ქინძი – 2 ჩაის კოვზი;

მიხაკი – 3-4 ცალი;

დარიჩინი – 1 ჩაის კოვზი;

ნიორი – 4 კბილი;

ძმარი – 1 სუფრის კოვზი;

ნახარშის წვენი – 10 ჩაის ჭიქა;

მარილი, წიწაკა – გემოვნებით.

მოზადება:

გასუფთავებული, გარეცხილი ფრინველი ჩადეთ ქვაბში, დაასხით წყალი, დადგით ცეცხლზე და ნახევრად მოხარშეთ.

ამოიღეთ  თუნუქის ფურცელზე და შედგით ღუმელში შესაწვავად.

ბულიონს მოხადოეთ ცხიმი და მასში მოშუშეთ ხორცსაკეპ მანქანაში გატარებული ხახვი. შუშვის დროს დაამატეთ ბულიონიდან მოხდილი ცხიმი, თან ურიეთ, რომ არ დაიწვას.როცა ოდნავ შევარდისფერდება, ჩაასხით ბულიონში.

ნიგოზი გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში ორჯერ. ყვითელი ყვავილი (ზაფრანა) კარგად დანაყეთ მარილთან ერთად, მასთან ერთად დანაყეთ ნიორიც, აურიეთ ნიგოზში და ხელით დასრისეთ, სანამ საკმაო რაოდენობის ზეთს არ გამოხდით.

ნიგოზთან ერთად ცალკე დანაყეთ უცხო სუნელი, დარიჩინი, მიხაკი, ქინძის მარცვლები, წიწაკა.

ყველაფერი ეს გახსენით თბილ ბულიონში, კარგად მოურიეთ, გაატარეთ საცერში და დადგით ნელ ცეცხლზე მოსახარშად.

ორი კვერცხის გული აურიეთ  1 სუფრის კოვზ ძმარში და როცა საცივი თითქმის მზად იქნება, ნელა ჩაასხით, თან ურიეთ, რომ არ აიჭრას.

ადუღებამდე ჩააწყეთ  ნაჭრებად დაჭრილი შემწვარი ინდაური ან ქათამი და წამოდუღებისთანავე გადმოდგით ცეცხლიდან.

როცა საცივი მზად იქნება, გადაიღეთ სპეციალურ ჭურჭელში და სუფრასთან მიტანის წინ მოასხით ნიგვზიდან გამოხდილი ზეთი.

 

ნამცხვარი „შარლოტა“ მსხლით

ნამცხვარი „შარლოტა“ მსხლით

შემადგენლობა:

ცომისთვის:

3 კვერცხი;

1 ჭ.შაქარი;

200 მლ. ნატურალური იოგურტი;

1 პაკეტი საფუარი:

1ს/კ ფქვილი;

პატარა ზომის მსხლები;

ცოტა კარაქი ფორმაზე წასასმელად;

2 ს/კ შაქარი.

მომზადება:

ცომის ყველა ინგრედიენტი შეურიეთ ბრენდერში.

ფორმას წაუსვით ცხიმი და მოაყარეთ 2 ს/კ შაქარი, დააწყვეთ ოთხად გაჭრილი მსხლის ნაჭრები, მოასხით ცომი და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე გახურებულ აერღუმელში დაახლოებით ნახევარი საათი.

ფორმა გადმოაბრუნეთ თეფშზე და გადაიღეთ ცხელი ნამცხვარი.

 

ღორის ხორცის მწვადი

ღორის ხორცის მწვადი

შემადგენლობა:

1კგ რბილი ხორცი;

1 თავი ხახვი;

2 ჩ/კ მარილი;

1,5 ჩ/კ შავი პილპილი.

მომზადება:

დაჭერით ხორცი 60-70გ-იან ნაჭრებად, ხახვი ნახევარრგოლებად. მოაყარეთ მარილი, პილპილი, და კარგად აურიეთ ხორცი და ხახვი.

დატოვეთ 5 სთ. ცივ ადგილას.

ხორცი წამოაცვით შამფურზე მცირე დაშორებით და შეწვით მაყალზე 15-20 წთ, შამფური გამუდმებით ატრიალეთ.

ხორცის მზადყოფნა შეამოწმეთ დანის დასმით.

 

კალმახი გრილზე

კალმახი გრილზე

შემადგენლობა:

4 ც. კალმახი;

4 ჩ/კ ზეითუნის ზეთი;

1ჩ.კ. სვანური მარილი;

მარილი, პილპილი.

მომზადება:

თევზი გაასუფთავეთ, არ გაჭრათ, გარედან წაუსვით მარილი და პილპილი, შიგნიდან კი სვანური მარილი, დატოვეთ 30 წთ.

შემდეგ გადაუსვით ზეითუნის ზეთი, მოათავსეთ გრილის  ცხაურზე და მოამზადეთ დაბალ ცეცხლზე 15 წთ, დროდადრო აკურატულად გადააბრუნეთ.

სუფრასთან მიიტანეთ ახალ მწვანილთან და ბოსტნეულთან ერთად.

 

წყარო: lady.ge

Share Button
avatar

ავტორი

ჩემი ბოლო სიახლეების სანახავად დააჭირეთ აქ!

ავტორი: Gordo ტეგები: , , , , , , , , , , ,
FavoriteLoadingფავორიტებში დამატება

***  3votes

2 კომენტარების ფოსტზე “რამდოდენიმე კულინარიული რეცეპტი”

  1. 1. oto!!!!!:

    avatarda erti dge rom gamomrches?

  2. 2. ონლაინ ბლექჯეკი:

    avatarგამოჩენილი სახეს. Ever ადრე ძალაუნებურად გამოქვეყნების ხალხის საიტი შეძენის დეტალები? ნამდვილად სახალხო ორიგინალური გამოცემა ნიჭი აქვთ გავლენა თქვენ.

გამოხატე შენი აზრი

Current ye@r *