loading...

«

»

აპრ 04

სტივენ ჰოკინგი: შექმნა თუ არა სამყარო ღმერთმა?


გამარჯობა. ჩემი სახელია სტივენ ჰოკინგი. ფიზიკოსი, კოსმოლოგი და რაღაც კუთხით მეოცნებეც ვარ. მიუხედავად იმისა, რომ ვერ ვმოძრაობ და ლაპარაკში კომპიუტერი მეხმარება, გონებით თავისუფალი ვარ. თავისუფალი, რათა გამოვიკვლიო სამყაროს ყველაზე ღრმა საკითხები, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია კითხვა: არსებობს თუ არა ღმერთი, რომელმაც შექმნა სამყარო და დღემდე აკონტროლებს მას, დაწყებული ვარსკვლავებიდან და პლანეტებიდან დამთავრებული ჩვენით?

 

ამას წინათ გამოვაქვეყნე წიგნი, რომელიც სვამდა კითხვას, შექმნა თუ არა სამყარო ღმერთმა. ამან ერთგვარი ალიაქოთი გამოიწვია. ხალხი გაღიზიანდა იმის გამო, რომ მეცნიერმა რელიგიის საკითხებზე დაიწყო საუბარი. მე არანაირი სურვილი არ მაქვს, ვინმეს ვუთხრა, რისი სჯეროდეს. მაგრამ პირადად ჩემთვის, ღმერთის არსებობის საკითხი ნამდვილად ესადაგება მეცნიერებას. ბოლოს და ბოლოს, რთულია მოიფიქრო უფრო მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური საიდუმლო, ვიდრე ის, თუ ვინ ან რამ შექმნა სამყარო და აკონტროლებს მას.

დიდი ხნის წინ პასუხი ძირითადად ერთნაირი იყო: ღმერთებმა შექმნეს ყველაფერი. სამყარო საშიში რამ იყო, ამიტომ ისეთი სასტიკ ადამიანებსაც კი, როგორიც იყვნენ ვიკინგები, სწამდათ ზებუნებრივი არსებების, რათა აეხსნათ ბუნებრივი მოვლენები – ელვა და ქარიშხალი. ვიკინგებს მრავალი ღმერთი ჰყავდათ. მათგან თორი ჭექა-ქუხილის ღმერთი იყო, მისი კოლეგა ეგირი ზღვის აბობოქრებას იწვევდა, თუმცა ყველაზე მეტად სკოლის ეშინოდათ. სკოლი იწვევდა საშინელ ბუნებრივ მოვლენას, რომელსაც ამჟამად მზის დაბნელებას ვუწოდებთ. სკოლი მგელ-ღმერთი იყო და ცაში ცხოვრობდა. ზოგჯერ ის მზეს ჭამდა და ამ დროს შემაძრწუნებელი რამ ხდებოდა – დღე ღამედ იქცეოდა. წარმოიდგინეთ, როგორი რთული იყო მეცნიერული ახსნის არსებობის გარეშე იმის აღქმა, რომ მზე ქრებოდა. ვიკინგების საპასუხო ქმედება ამ მოვლენაზე იყო ერთიანი ყვირილი – ისინი ცდილობდნენ, მგელი შეეშინებინათ. ვიკინგებს სწამდათ, რომ მათი ქმედებებით შესაძლებელი იყო მზის დაბრუნება. ცხადია, ჩვენ ვიცით, რომ ისინი არაფერ შუაში იყვნენ და მზე, ადრე თუ გვიან, მაინც გამოჩნდებოდა. როგორც აღმოჩნდა, სამყარო სულაც არაა ისეთი ზებუნებრივი ან საშიში, როგორიც მანამდე ჩანდა. მაგრამ სიმართლის აღმოსაჩენად იმაზე დიდი სიმამაცეა საჭირო, ვიდრე ვიკინგებს ჰქონდათ.

ჩვენნაირ მოკვდავებს ნამდვილად შეუძლიათ, გაიგონ, როგორ მუშაობს სამყარო. ამას ვიკინგებამდე დიდი ხნით ადრე მიხვდნენ, ძველ საბერძნეთში. ქრისტეს შობამდე 300 წელს ფილოსოფოსი სახელად არისტარქე სამოსელი დაინტერესდა დაბნელებებით, განსაკუთრებით მთვარის დაბნელებით. ის საკმარისად გამბედავი იყო, რათა დაესვა კითხვა: იყვნენ თუ არა რეალურად ამ მოვლენების მიზეზი ღმერთები? არისტარქე ჭეშმარიტი მეცნიერი იყო. მან ცა დაკვირვებით შეისწავლა და გაბედულ დასკვნამდე მივიდა. ის მიხვდა, რომ დაბნელების მიზეზი დედამიწის ჩრდილი იყო, რომელიც მთვარეს ეფარებოდა და არა რაიმე ღვთიური მოვლენა. ამ აღმოჩენის შემდეგ მას შეეძლო, გამოეკვლია, რა ხდებოდა რეალურად მის ზემოთ.

 


არისტარქემ დახატა სქემები, რომლებიც აჩვენებდნენ მზეს, მთვარესა და დედამიწას შორის რეალურ დამოკიდებულებას. მათი მეშვეობით არისტარქე უფრო მნიშვნელოვან აღმოჩენებამდე მივიდა. მან დაასკვნა, რომ დედამიწა სულაც არ იყო სამყაროს ცენტრი, როგორც მაშინ ყველა ფიქრობდა, არამედ გარს უვლიდა მზეს. ამის გააზრება ყველანაირ დაბნელებას ხსნიდა – როცა მთვარე თავის ჩრდილს დედამიწას გადააფარებს, მიიღება მზის დაბნელება. ხოლო როცა დედამიწა მზესა და მთვარეს შორისაა და მთვარეს ფარავს, ხდება მთვარის დაბნელება.

არისტარქე კიდევ უფრო შორს წავიდა. მან წამოაყენა აზრი, რომ ვარსკვლავები სულაც არ იყვნენ ცის ჭუჭრუტანები, არამედ ჩვენი მზის მსგავსი ციური სხეულები, უბრალოდ ძალიან, ძალიან, ძალიან შორს მდებარეობდნენ. ეს იყო საოცრად განსაცვიფრებელი აღმოჩენა – სამყარო მექანიზმია, რომელიც იმართება გარკვეული პრინციპებით, ან კანონებით, რომელთა აღქმაც ადამიანის გონებისთვის შესაძლებელია.

მე მჯერა, რომ ამ კანონების აღმოჩენა კაცობრიობის უდიდესი მიღწევა იყო. ბუნების კანონები დაგვეხმარებიან იმის გარკვევაში, გვჭირდება თუ არა ღმერთის ცნება იმისთვის, რომ ავხსნათ სამყარო. საუკუნეების მანძილზე მიიჩნეოდა, რომ ჩემნაირი უნარდაკარგული ადამიანები ღმერთისგან დაწყევლილები იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ არ გამოვრიცხავ, „ზემოთ” ვიღაც იყოს ჩემზე განაწყენებული, მირჩევნია ვიფიქრო, რომ ყველაფერი შეიძლება აიხსნას სხვაგვარად – ბუნების კანონებით. რა არის კონკრეტულად ბუნების კანონები და რატომაა ასეთი ძლიერი? ამას ჩოგბურთის მაგალითზე აგიხსნით.

ჩოგბურთი იმართება ორი სახის წესებით: პირველი სახის წესები შექმნილია ადამიანთა მიერ და თამაშის წესები ეწოდება. ისინი აკონტროლებენ ისეთ დეტალებს, როგორიცაა მოედნის ზომა, ბადის სიმაღლე, რა შემთხვევაში ითვლება ბურთი გადაცდენილად და რა შემთხვევაში – არა. ეს წესები შეთანხმებისამებრ შეიძლება შეიცვალოს, თუკი ჩოგბურთის ფედერაცია ასე გადაწყვეტს. მაგრამ მეორე სახის წესები, რომლებიც თამაშში მოქმედებს, მუდმივი და უცვლელია. ისინი განსაზღვრავენ, რა მოუვა ბურთს, როცა მას სპორტსმენი ჩოგანს დაარტყამს, ჩოგნის მოქნევის კუთხე და ძალა ზუსტად განსაზღვრავს, რა მოხდება შემდეგში. ბუნების კანონები აღწერენ ობიექტების მოქმედების პრინციპს წარსულში, აწმყოსა და მომავალში. ჩოგბურთში ბურთი ყოველთვის ისეთ მოძრაობას ასრულებს, როგორსაც ბუნების კანონები გადაწყვეტენ. მაგრამ ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი ისაა, რომ ფიზიკის კანონები, გარდა იმისა, რომ არ იცვლებიან, ასევე არიან უნივერსალურნი. ისინი ესადაგებიან არამარტო ბურთის ტრაექტორიას, არამედ პლანეტების მოძრაობას და ნებისმიერ სხვა რამეს სამყაროში. ადამიანის მიერ შექმნილი კანონებისგან განსხვავებით, ბუნების კანონთა დარღვევა შეუძლებელია, სწორედ ამიტომ არიან ისინი ასეთი ძლევამოსილები.

თუკი ჩემსავით ეთანხმებით, რომ ფიზიკის კანონები ფიქსირებულია, მარტივად ჩნდება შემდეგი კითხვა: რა როლი აქვს ამ ყველაფერში ღმერთს? ეს არის ნაწილი იმ დიდი წინააღმდეგობისა, რომელიც მეცნიერებასა და რელიგიას შორის არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი აზრები ამჟამად საკამათო გახდა, ეს საკითხი რეალურად უძველეს კონფლიქტს წარმოადგენს.

1277 წელს რომის პაპი იოანე XXI ბუნების კანონებთან დაკავშირებულმა აზრებმა ისე შეაშინა, რომ ერესად გამოაცხადა. სამწუხაროდ, ამან მაინც ვერ შეცვალა გრავიტაციის მოქმედების პრინციპი: რამდენიმე თვის შემდეგ სასახლის ჭერი ჩამოიქცა და დიდი ნატეხი პაპს თავზე დაეცა. თუმცა ორგანიზებულმა რელიგიამ მალე იპოვა გამოსავალი: მომდევნო რამდენიმე საუკუნის განმავლობაში უბრალოდ აცხადებდნენ, რომ ბუნების კანონები ღმერთის შემოქმედებას წარმოადგენდა და თუკი ღმერთი მოინდომებდა, მათი დარღვევაც არ იყო პრობლემა. ამ შეხედულებას აძლიერებდა ის აზრი, რომ ჩვენი სრულყოფილი ლურჯი პლანეტა იყო ყველაფრის ცენტრი და ვარსკვლავები და პლანეტები მის გარშემო მოძრაობდნენ, რაც საათის მექანიზმივით ზუსტი დიზაინის შთაბეჭდილებას ტოვებდა. არისტარქეს იდეები ამ პერიოდისთვის დიდი ხნის მივიწყებული იყო. მაგრამ ადამიანები ბუნებრივად არიან ცნობისმოყვარეები და ისეთებმა, როგორიც იყო მაგალითად გალილეო გალილეი, გადაწყვიტეს, ამ ზუსტი მექანიზმისთვის კიდევ ერთხელ გადაეხედათ. ეს მოხდა 1609 წელს და მიღებულმა შედეგებმა ყველაფერი შეცვალა.

 


გალილეო თანამედროვე მეცნიერების დამაარსებლად ითვლება, ის ასევე გახლავთ ჩემი ერთ-ერთი გმირი. ჩემს მსგავსად ისიც ფიქრობდა, რომ თუკი სამყაროს უფრო ახლოდან დააკვირდები, დაინახავ, რა ხდება რეალურად. ის იმდენად იყო დარწმუნებული საკუთარ თავში, რომ მომართა ლინზები, რომლებსაც, ისტორიაში პირველად, შეეძლოთ ღამის ცის გადიდება 20-ჯერ. გალილეომ ლინზები ფრთხილად ჩააწყო ტელესკოპში და მისი სახლიდან, რომელიც ქალაქ პადუაში მდებარეობდა, ღამღამობით იუპიტერის გამოკვლევა დაიწყო. მალე მან გასაოცარი რამ აღმოაჩინა – პატარა სამი წერტილი, რომლებიც გიგანტური პლანეტის სიახლოვეს მდებარეობდნენ. დასაწყისში მეცნიერმა იფიქრა, რომ ეს წერტილები მკრთალი ვარსკვლავები იყვნენ, მაგრამ შემდეგი რამდენიმე ღამის განმავლობაში დაკვირვების შედეგად შენიშნა, რომ ისინი მოძრაობდნენ. შემდეგ მეოთხე წერტილიც გამოჩნდა. ზოგჯერ ერთ-ერთი მათგანი იუპიტერის მიღმა უჩინარდებოდა, მალე კი ისევ გამოჩნდებოდა ხოლმე. გალილეო მიხვდა, რომ ისინი იუპიტერის მთვარეები იყვნენ და დიდ პლანეტას გარს უვლიდნენ. ეს იმის მტკიცებულება გახლდათ, რომ მინიმუმ რამდენიმე ობიექტი დედამიწას არ უვლიდა გარშემო.

ახალი აღმოჩენით გამხნევებული გალილეო შეეცადა, დაემტკიცებინა, რომ სინამდვილეში დედამიწა მზის გარშემო მოძრაობს და არისტარქეს მოსაზრებები სავსებით მართებული იყო. გალილეოს იდეები ის სასხლეტი გახდა, რომელიც ადამიანთა აზროვნების რევოლუციის მიზეზად იქცა და ავტომატურად შეასუსტა რელიგიის გავლენა მეცნიერებაზე. მე-17 საუკუნეში ეკლესიასთან მწვავე კონფლიქტი დაიწყო. გალილეომ მოახერხა და თავიდან აიცილა სიკვდილით დასჯა თავის ე.წ. „ერესზე” უარის თქმით. მას მიესაჯა შინაპატიმრობა სიცოცხლის ბოლო 9 წლის განმავლობაში. როგორც ლეგენდა გვიამბობს, მიუხედავად იმისა, რომ მან უარი თქვა თავის ნაშრომზე, იმავდროულად ჩუმად ჩაიბუტბუტა: „ის მაინც მოძრაობს”.

შემდეგი 300 წლის განმავლობაში, რაც უფრო მეტ ბუნების კანონს აღმოაჩენდნენ ხოლმე, მეცნიერება მით მეტ მოვლენას ხსნიდა – დაწყებული ელვიდან, მიწისძვრიდან და ქარიშხლებიდან დამთავრებული ვარსკვლავების ნათების მიზეზით. ყოველი ახალი აღმოჩენა სულ უფრო მეტად ამცირებდა ღმერთის საჭიროებას მეცნიერებაში. ბოლოს და ბოლოს, თუკი გაქვს მეცნიერული ახსნა, რა იწვევს მზის დაბნელებას, ნაკლებად დაიჯერებ, რომ მისი მიზეზია მგელ-ღმერთი, რომელიც ცაში ცხოვრობს. მეცნიერება არ უარყოფს რელიგიას, უბრალოდ უფრო მარტივ ალტერნატივას გვთავაზობს. თუმცა რამდენიმე საიდუმლო ისევ ამოუხსნელი რჩება. მაგალითად, თუკი დედამიწა მოძრაობს, შესაძლებელია, ამის მიზეზი ღმერთი იყოს? საბოლოოდ, იყო თუ არა ღმერთი სამყაროს შემქმნელი და პირველსაწყისი?

1985 წელს მე ვესწრებოდი კონფერენციას კოსმოლოგიის თემებზე ვატიკანში, რომში. მეცნიერები შეიკრიბნენ, რათა რომის პაპ იოანე პავლე II-სთან ესაუბრათ. მისი თქმით, სამყაროს მოქმედების პრინციპის შესწავლაში ცუდი არაფერი იყო, მაგრამ არ უნდა გამოგვეკვლია მისი დასაბამი, რადგან ეს ღმერთის შემოქმედება იყო. მოხარული ვარ, განვაცხადო, რომ მე ერთ-ერთი ვიყავი, ვინც მისი რჩევა არ გაითვალისწინა, რადგან არ შემიძლია, ცნობისმოყვარეობა ასე მარტივად ჩავახშო. ჩემი აზრით, კოსმოლოგების ვალია, ეცადონ და ამოხსნან, როგორ გაჩნდა სამყარო. საბედნიეროდ, ეს არც ისე რთულია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. სამყაროს სირთულისა და მრავალფეროვნების მიუხედავად მის შესაქმნელად მხოლოდ 3 ინგრედიენტია საჭირო.

პირველი ინგრედიენტია მატერია – მასალა, რომელსაც გააჩნია წონა. მატერია ყველგანაა ჩვენს გარშემო – ჩვენს ფეხქვეშ მიწაში და ზემოთ კოსმოსში. მტვერი, ქვა, ყინული, სითხეები, მტვრის ვრცელი ღრუბლები, სპირალური გალაქტიკები, რომლებიც მილიარდობით მზეს შეიცავენ და წარმოუდგენლად დიდ არეზე არიან გადაჭიმულნი – წარმოადგენენ მატერიას.

მეორე ინგრედიენტი, რაც სამყაროს შექმნისას დაგჭირდებათ, არის ენერგია. მიუხედავად იმისა, საერთოდ გვიფიქრია თუ არა მასზე, ყველამ ვიცით, რა არის ენერგია. ეს ისაა, რასთანაც ყოველდღე გვაქვს შეხება. შეხედეთ მზეს და ენერგიას იგრძნობთ სახეზე, ენერგიას, რომელსაც გამოიმუშავებს 150 მილიონი კმ-ის მოშორებით მყოფი ვარსკვლავი. ენერგია აფართოებს სამყაროს და წარმართავს პროცესებს, რომელთა მეშვეობითაც სამყარო დაუსრულებლად იცვლება.

ახლა, როდესაც გვაქვს მატერია და ენერგია, გვჭირდება მესამე ინგრედიენტიც – სივრცე, თანაც დიდი რაოდენობით. სამყაროს შეიძლება ბევრი რამ უწოდო – შესანიშნავი, ლამაზი, მძვინვარე, მაგრამ არავითარ შემთხვევაში – პატარა. საითაც კი გავიხედავთ, ყველგან ვხედავთ სივრცეს, რომელიც გადაჭიმულია და ვრცელდება ყველა მიმართულებით.

მაშ, საიდან შეიძლებოდა ეს მატერია, ენერგია და სივრცე გაჩენილიყო? XX საუკუნემდე ამაზე წარმოდგენა არავის ჰქონდა. პასუხი ერთი ახალგაზრდა ადამიანის ფიქრებში გაჩნდა. ეს ადამიანი ალბათ ყველაზე ცნობილი მეცნიერია, რომელსაც კი ოდესმე უცხოვრია: ალბერტ აინშტაინი. სამწუხაროდ, არასდროს მქონია იმის შანსი, რომ მას პირადად შევხვედროდი, რადგან მისი გარდაცვალების მომენტში სულ რაღაც 13 წლის ვიყავი. აინშტაინმა რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი აღმოაჩინა – სამყაროს შესაქმნელად საჭირო ორი ინგრედიენტი, მასა და ენერგია, არსებითად ერთი და იგივე რამ იყო, ანუ მედლის ორი მხარე. მისი ცნობილი ფორმულა E=MC² გვეუბნება, რომ მასა შეიძლება აღვიქვათ, როგორც ენერგიის სახე და პირიქით.

ასე რომ სამყაროს შესაქმნელად 3 ინგრედიენტის ნაცვლად, შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ ორია საჭირო: ენერგია და სივრცე. კითხვა კი დაისმება შემდეგი ფორმით: საიდან გაჩნდა ეს ენერგია და სივრცე? პასუხი მხოლოდ ათწლეულების განმავლობაში მეცნიერთა მუხლჩაუხრელი შრომის შემდეგ გამოჩნდა. სივრცე და ენერგია სპონტანურად გაჩნდა იმ მოვლენის დროს, რომელსაც „დიდ აფეთქებას” ვეძახით. დიდი აფეთქების მომენტში ენერგიით სავსე სამყარომ დაიწყო არსებობა, მასთან ერთად კი სივრცემ. მალე მან სწრაფი გაფართოება დაიწყო. და მაინც, საიდან მოვიდა ეს ენერგია და სივრცე? როგორ მოხდა, რომ ენერგიით სავსე მთელი სამყარო, რომელიც შეიცავდა უზარმაზარ სივრცესაც, უბრალოდ არაფრისგან გაჩნდა? ზოგისთვის ეს ის მომენტია, სადაც ისევ საჭირო ხდება ღმერთის ჩარევა – ღმერთმა შექმნა ენერგიაც და სივრცეც, დიდი აფეთქება კი მისი შემოქმედების დასაწყისი გახლდათ. თუმცა მეცნიერება სხვა ვარიანტს გვთავაზობს.

ბავშვობა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ინგლისში გავატარე, სადაც გვასწავლიდნენ, რომ რაღაცას ტყუილუბრალოდ, არაფრის სანაცვლოდ ვერ მიიღებ. მაგრამ ახლა, როცა მთელი ცხოვრება დავუთმე მეცნიერებას, შემიძლია ვთქვა, რომ მთელი სამყარო სრულიად უსასყიდლოდ გადმოგვეცა.

 


დიდ აფეთქებასთან დაკავშირებული უდიდესი საკითხი იყო იმის ახსნა, თუ როგორ მოახერხა ენერგიისა და სივრცისგან შემდგარმა წარმოუდგენლად დიდმა სამყარომ არაფრისგან განხორციელება. ამის პასუხი იმალება სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე უცნაურ ფაქტში: ფიზიკის კანონები მოითხოვენ ისეთი რამის არსებობას, რომელსაც „უარყოფითი ენერგია” ეწოდება. ამ უცნაური, თუმცა მნიშვნელოვანი იდეის არსში რომ გაერკვეთ, წარმოგიდგენთ მარტივ ანალოგიას. წარმოიდგინეთ, ადამიანს სურს გორაკის აგება სრულიად ბრტყელ ტერიტორიაზე. ეს გორაკი სიმბოლურად სამყაროს წარმოადგენს. გორაკის შესაქმნელად ის თხრის ორმოს მიწაში და ამოღებულ მასას ზემოთ ყრის. თუმცა ცხადია, ის მხოლოდ გორაკს არ ქმნის. ამის პარალელურად ასევე იქმნება ხვრელი, ანუ გორაკის უარყოფითი ვერსია. ნივთიერება, რომელიც ადრე ორმოს ადგილას იყო, გარდაიქმნა ბორცვად. ასე რომ ყველაფერი დაბალანსებულია. სწორედ ესაა ის პრინციპი, რომელიც სამყაროს შექმნის საკითხის უკან იმალება.

როცა დიდმა აფეთქებამ წარმოშვა უზარმაზარი რაოდენობის დადებითი ენერგია, იმავდროულად გაჩნდა იგივე მოცულობის უარყოფითი ენერგია. ამ გზით პოზიტიური და ნეგატიური ერთმანეთს ყოველთვის აწონასწორებენ და ჯამში ქმნიან ნულს. ეს ბუნების კიდევ ერთი კანონია. ჩნდება კითხვა: სად არის დღესდღეობით ეს უარყოფითი ენერგია? ის გახლავთ სამყაროს რეცეპტის მესამე ინგრედიენტში – უარყოფითი ენერგია სივრცეში მდებარეობს. ეს შეიძლება უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ ბუნების იმ კანონების მიხედვით, რომლებიც გრავიტაციასა და მოძრაობას აკონტროლებენ, კანონების, რომლებიც მეცნიერებაში ყველაზე ძველია, სივრცე გახლავთ ნეგატიური ენერგიის თვალუწვდენელი საცავი. ეს საკმარისი გარანტიაა იმაში დასარწმუნებლად, რომ ყველაფრის ჯამი ნულს უდრის.

თუკი მათემატიკაში არც ისე ძლიერი ხართ, ნამდვილად რთულია ამის გაგება, მაგრამ ეს რეალობა გახლავთ. გრავიტაციული ძალებით ერთმანეთთან დაკავშირებული მილიარდობით და ტრილიონობით გალაქტიკის უსასრულო ქსელი მოქმედებს მასიური შესანახი მოწყობილობის მსგავსად. სამყარო თითქოს უზარმაზარი ბატარეაა, რომელიც უარყოფით ენერგიას შეიცავს.

ობიექტების დადებითი მხარე – მასა და ენერგია – ბორცვის მსგავსია. მისი შესაბამისი ხვრელი, იგივე ობიექტების უარყოფითი მხარე გაფანტულია მთელ კოსმოსში. როგორ უკავშირდება ეს ყველაფერი მნიშვნელოვან საკითხს, არსებობს თუ არა ღმერთი? საქმე იმაშია, რომ თუკი სამყაროს ორი მხარის ჯამი ნულს უდრის, მაშინ სულაც არაა საჭირო ღმერთის ცნების შემოტანა მისი შექმნის ასახსნელად. რადგანაც ჩვენ ვიცით, რომ სამყაროში დადებითი და უარყოფითი მხარეები ჯამში ნულს იძლევა, ისღა გვრჩება, გავარკვიოთ, რა ან ვინ იდგა მთლიანი პროცესის საწყის წერტილში. რამ შეიძლება გამოიწვიოს სამყაროს სპონტანური გაჩენა? ერთი შეხედვით, ეს პრობლემა თითქოს საგონებელში გვაგდებს, რადგან ეს არაა ისეთი რამ, რაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ხდება.

როცა ყავის მომზადება გსურთ, საამისოდ თითს არ გაატკაცუნებთ, რომ ის თავისით გაჩნდეს. ეს ხომ შეუძლებელია. ყავის მოსამზადებლად საჭიროა სხვადასხვა მასალა, როგორიცაა ყავის მარცვლები, წყალი, შესაძლოა რძეცა და შაქარიც. მაგრამ თუკი ღრმად გამოვიკვლევთ ყავის ჭიქას, ჩავალთ რძის ნაწილაკებში, გადავინაცვლებთ ატომურ დონეზე და შემდეგ სუბატომურზე, თვალწინ გადაგვეშლება სამყარო, სადაც რაღაცის შექმნა არაფრიდან სრულიად შესაძლებელია, ყოველ შემთხვევაში, დროის მოკლე პერიოდში მაინც. ეს იმის გამოა, რომ ასეთ პატარა მასშტაბებში ნაწილაკები, როგორიცაა პროტონები, მოქმედებენ ბუნების იმ კანონების მიხედვით, რომლებსაც კვანტურ მექანიკას ვუწოდებთ. მათ ნამდვილად შეუძლიათ, გაჩნდნენ შემთხვევით, იარსებონ ცოტა ხანს და შემდეგ გაქრნენ, რათა გაჩნდნენ სადღაც სხვაგან.

ჩვენ ვიცით, რომ სამყარო ოდესღაც ძალიან პატარა იყო, უფრო პატარა, ვიდრე პროტონია. ეს ნიშნავს, რომ სამყარო, მთელი თავისი თავბრუდამხვევი სიდიდითა და მრავალფეროვნებით, ნამდვილად შეიძლებოდა, არაფრისგან გაჩენილიყო, თანაც ისე, რომ ჩვენთვის ცნობილი ბუნების კანონები არ დარღვეულიყო. გაჩენის მომენტიდან გამოთავისუფლდა ენერგიის უზარმაზარი რაოდენობა და სივრცემ გაფართოება დაიწყო. ბალანსისთვის საჭირო იყო ადგილი, სადაც შეინახებოდა უარყოფითი ენერგია. თუმცა ცხადია, ისევ ჩნდება კრიტიკული კითხვა: შექმნა თუ არა ღმერთმა კვანტური კანონები, რომელთა ფარგლებშიც დიდი აფეთქება განხორციელდა?

გვჭირდება თუ არა ღმერთის ცნების შემოტანა, რათა ავხსნათ დიდი აფეთქების მოვლენა? ნამდვილად არ მსურს, ვინმეს რწმენა შეურაცხვყო, მაგრამ ვფიქრობ, რომ მეცნიერებას უფრო ძლიერი ახსნა აქვს, ვიდრე ღვთიური შემოქმედია. ეს ახსნა შესაძლებელი ხდება მიზეზშედეგობრიობის პრინციპის მეშვეობით. ყოველდღიური გამოცდილება გვარწმუნებს, რომ ყველაფერს, რაც ხდება, აქვს მიზეზი, რომელსაც შედეგამდე ჰქონდა ადგილი. ამიტომ ბუნებრივია, დავასკვნათ, რომ რაღაცამ, შესაძლოა ღმერთმა, გამოიწვია სამყაროს გაჩენა. მაგრამ როცა ვსაუბრობთ სამყაროზე, როგორც ერთ მთლიანობაზე, ასეთი მიდგომა აუცილებელი არაა. ნება მომეცით, აგიხსნათ.

წარმოიდგინეთ მდინარე, რომელიც მთის კალთიდან დაბლა მიედინება. რამ გამოიწვია მდინარის გაჩენა? შესაძლოა, ეს იყო წვიმა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მოდიოდა მთებში. მაგრამ წვიმა საიდანღა გაჩნდა? ამის საუკეთესო პასუხია მზე – მზემ, რომელიც ოკეანის თავზე კაშკაშებდა, ააორთქლა წყალი ცაში და შექმნა ღრუბლები. კარგი, ახლა გადავიდეთ მზეზე. რა არის მზის სიკაშკაშის მიზეზი? არსებობს პროცესი, სახელად ბირთვული სინთეზი, რომლის დროსაც წყალბადის ატომები ერთიანდებიან, რათა გაჩნდეს ჰელიუმი და ამ პროცესის დროს დიდი რაოდენობის ენერგია თავისუფლდება. წყალბადი საიდან მოვიდა? ამის პასუხია დიდი აფეთქება.

ბუნების კანონები გვეუბნებიან, რომ სამყაროს არამარტო შეუძლია, არსებობა დაიწყოს პროტონის მსგავს ზომაში, არამედ სავსებით შესაძლებელია, რომ დიდი აფეთქების მიზეზი არაფერი ყოფილიყო. ამის ახსნა აინშტაინის თეორიებში იმალება, თეორიებში, რომლებიც ხსნიან, როგორაა სამყაროში დრო და სივრცე ერთმანეთში გადაჭდობილი. დიდი აფეთქების მომენტში დროს საოცარი რამ დაემართა: მან არსებობა დაიწყო. ეს იდეა რომ გავითავისოთ, განვიხილოთ კოსმოსში არსებული შავი ხვრელები.

 


ტიპიური შავი ხვრელი არის ვარსკვლავი, რომელსაც იმხელა მასა აქვს, რომ საკუთარ თავში ჩამოიქცა. ის იმდენად მასიურია, რომ მისი გრავიტაციისგან სინათლეც ვერ ახერხებს თავის დაღწევას, ამიტომ შავი ხვრელი თითქმის სრულყოფილ შავ ფერს იღებს. მისი გრავიტაციული ველი იმდენად ძლიერია, რომ ამრუდებს და ბრეცს არამარტო სინათლეს, არამედ დროსაც. უკეთ გასაგებად წამოვიდგინოთ, რომ შავ ხვრელს უახლოვდება საათი. რაც უფრო მცირდება მანძილი ამ ორ ობიექტს შორის, მით მეტად ნელდება საათის მოქმედების პროცესი – დრო შენელებას იწყებს. ახლა წარმოიდგინეთ, რომ საათი შავ ხვრელში აღმოჩნდა. ცხადია, ამ შემთხვევაში მოგვიწევს ჩავთვალოთ, რომ ის წინააღმდეგობას გაუწევს უზარმაზარ გრავიტაციულ ძალებს. რაც საბოლოოდ მოხდება, არის საათის გაჩერება – ის აღარ იმუშავებს. მისი გაჩერების მიზეზი არა მექანიზმის მოშლა, არამედ თავად შავი ხვრელია. მასში დრო არ არსებობს. სწორედ ესაა ის, რაც სამყაროს საწყის მომენტში ხდებოდა.

სამყაროს დასაწყისში დროის როლის საკითხი არის ბოლო ეტაპი, რომელიც დიადი დამპროექტებლის საჭიროებას მთლიანად ანულებს და გვამცნობს, როგორ შექმნა სამყარომ საკუთარი თავი. როცა გადავდივართ უკან დროში და ვუახლოვდებით დიდ აფეთქებას, სამყარო სულ უფრო პატარავდება, სანამ წერტილად არ იქცევა. ამ წერტილში მოქცეულია მთელი სამყარო, სივრცე კი იმდენად პატარა მასშტაბისაა, რომ უსასრულოდ მცირე და უკიდურესად მჭიდრო შავ ხვრელს წარმოადგენს. დღევანდელი შავი ხვრელების მსგავსად, რომლებიც სივრცეში ტივტივებენ, ბუნების კანონები ამ შემთხვევაშიც რაღაც არაჩვეულებრივზე მიგვანიშნებენ. ისინი გვამცნობენ, რომ დრო აქაც შეჩერებული იყო. შესაბამისად, ვერ ვისაუბრებთ დიდ აფეთქებამდელ დროზე, რადგან მანამდე არაფერი არსებობდა. როგორც იქნა, აღმოვაჩინეთ ისეთი რამ, რასაც არ გააჩნია მიზეზი, რადგან დიდ აფეთქებამდე არ არსებობდა დრო, რომელშიც მიზეზი მოხდებოდა. ჩემთვის ეს იმას ნიშნავს, რომ შემოქმედის არსებობის ალბათობა ნულია, იმიტომ რომ არ არსებობს დრო, რომელშიც ის იმოქმედებდა. რადგანაც დრო თავად დიდი აფეთქების მომენტიდან დაიწყო, ეს ისეთი მოვლენა გახლდათ, რომელსაც არ ჰქონდა მიზეზი და არც შექმნილი იყო ვინმეს ან რამეს მიერ. მეცნიერებამ მოგვცა პასუხები, რომლებსაც შეუპოვრად ვეძებდით, რომლებსაც კაცობრიობის 3000 წლიანი მცდელობა დასჭირდა. ჩვენ აღმოვაჩინეთ, როგორ დაიწყეს სამყაროს მასასა და ენერგიაზე მოქმედმა ბუნების კანონებმა პროცესები, რომლებმაც საბოლოოდ ჩვენ შეგვქმნა, გაგვაჩინა ამ პლანეტაზე.

ასე რომ როცა მეკითხებიან, შექმნა თუ არა სამყარო ღმერთმა, მე ვპასუხობ, რომ ეს კითხვა აზრს მოკლებულია. დიდ აფეთქებამდე დრო არ არსებობდა, ამიტომ არც ღმერთისთვის იყო დრო, რომ სამყარო შეექმნა. ეს დაახლოებით იგივეა, ეძებო მიმართულებები დედამიწის კიდისკენ. დედამიწა სფეროა და მას კიდეები არ გააჩნია. ამიტომ მისი ძებნა უნაყოფო და ფუჭი მცდელობაა.

ჩვენ თავისუფლები ვართ იმის არჩევაში, რა დავიჯეროთ და ჩემი აზრით, ყველაზე მარტივი ახსნა ისაა, რომ ღმერთი არ არსებობს. არავის შეუქმნია სამყარო და არავინ წარმართავს ჩვენს ბედს. ეს მიბიძგებს უფრო შორსმჭვრეტელური დასკვნისკენ, რომ არც სამოთხე არსებობს და არც სიკვდილის შემდგომი ცხოვრება. ჩვენ მხოლოდ ერთი სიცოცხლე გვაქვს და უნდა დავაფასოთ ეს არაჩვეულებრივი სამყარო, რისთვისაც მე განსაკუთრებით მადლიერი ვარ.

მომზადებულია Discovery-ის დოკუმენტური ფილმის მიხედვით

წყარო: http://charliuss.wordpress.com

Share Button

45 comments

Skip to comment form

  1. avatar
    გიორგი

    avatarსაიდან ამოქექეთ ეს დეგენერატი? თურმე აფეთქებას შეუქმნია ეს სამყარო და აქ ღმერთი არაფერ შუაშია. ნეტავ როცა მოკვდება მერე რა ელის თუ ხვდება მაინც? აფეთქებული ტვინი აქვს მაგ სირს. ეს მეცნიერები ხო ვაბშე აზრზე არ არიან და სატანას ყვერებზე კოცნიან. ისტორიულ ფაქტებს უარყოფენ და რაღაცა ზღაპრებზე აგებენ რაღაც სისულელეებს.

  2. avatar
    ლალი

    avatarსაინტერესოა, ალბათ ფიზიკა რომ მესმოდეს, უფრო კარგად გავიგებდი

  3. avatar
    qeti

    avatarkai davushvat gmertma ar sheqmna samyaro da planetebi apetqebit shedegad gancden da adamianebi mainc rogor gavchndit?? mtvarisnawilaki da mzis nawilaki sheerttda da adamianebshi ciuri sxeulebia?? amaze rato arapers ambobs? uimee

  4. avatar
    მეთოფე

    avatar@ qeti:
    ქეთი ადამიანი ევოლუციის შედეგად რომ გაჩნდა ეს პირველად გესმის?
    საინტერესოა და ძალიან კარგად არის დასაბუთებული მოსაზრება

  5. avatar
    მიშკა

    avatarკარგი, დავუშვათ მასე მოხდა და სამყარო დიდი აფეთქებისგან შეიქმნა, მაგრამ იმაზე რატომ აღარ ფიქრობ ამ დიდი აფეთქებამდე რა არსებობდა? თუნდაც ის გაჩერებული დრო. მომენტში როდესაც არც მომავალი იყო და არც წარსული. არ დაფიქრებულხარ იმაზე თუ საიდან შეიქმნა ეს ყველაფერი?
    ის მაინც იცი რომ ყველა დიდი მეცნიერი ვინ ყველაზე მაღალ დონეს მიაღწია მეცნიერებაში, რომელთაც უნდოდათ რომ გაერკვიათ სამყაროს შექმნის წინაპირობები გაგიჟდნენ. ზოგმა თვითმკვლელობით დაასრულა თავისი სამეცნიერო და ცხოვრებისეული კარიერა, ზოგიც დღემდე ფსიქიატრიულშია და უმეტესმა ნაწილმა კი აღიარა უხილავი ძალის არსებობა, აღიარა ის რომ სამყარო თავისით არ შექმნილა და მის შექმნაში ვიღაცამ მიიღო მონაწილეობა.
    მე მაინცდამაინც არ გეუბნები იმას რომ ეს ღმერთმა შექმნა, იმ ღმერთმა რომელსაც ქართველი და რუსი ერი აღიარებს. შეიძლება ეს სხვა რომელიმე რელიგიის მიმდევარისთვის სხვანაირად იყოს აღქმული, მაგრამ არც ერთი რელიგია არაა ქრისტიანულზე ძველი და რეალური.
    მუსლიმი შეიქმნა უბრალო მოკვდავის მიერ რომელიც გარკვეული ასაკის პერიოდში ჩაუღრმავდა ფილოსოფია. ბუდიზმი კი დაფუძვნებულია დიდ ფსიქოლოგიურ და ფილოსოფიურ საფუძვლებზე. სხვა რელიგიებზე საუბარი აგარ მაქვს იმიტომ რომ ეს უკვე რელიგიები აღარაა, ისინი ფაქტიურად სექტებად არიან ჩამოყალიბებულნი. ხალხის მასად რომლებმაც რეალურად არ იციან რისთვის არსებობენ და რა უნდა აკეთონ ცხოვრებაში. ყველა ადამიანის აზრი დამოუკიდებელია და ვალდებულნიც ვართ რომ გარკვეულ წილად პატივი ვცეთ მათ რელიგიურ შეხედულებებს, მაგრამ ადამინისთვის ყველაზე დიდი საშინელებაა როდესაც ხარ ათეისთი და არ გჯერა არაფრის, უხილავი ძალის რომლის დამსახურებითაც “ადამიანი” დღეს დღეობით არსებობ და კმაყოფილი ხარ შენი ცხოვრებით.
    დაფიქრდით და მიხვდებითით რომ ყველაფერი ისე მარტივი არაა როგორც ხედავთ და გინდათ რომ დაინახოთ. თქვენ ხედავთ იმას რისი დანახვაც შეგიძლიათ და იმ ვიცრო სპექტრის იქით არ ცდილობთ, რომ ფარტო სპექტრითაც შეხედოთ “ქვეყანას”.

  6. avatar
    ოთო

    avatarსტატიას უაზრობას და ავტოსრ დეგენერატს უწოდებთ, მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანმა არაერთხელ ახსენა ჩემს შეხედულებებს არავის ვავხევო. ეს სხვისი აზრის უპატივცემულობაა. სხვა ასეთი დალაგებული მსჯელობა (თუნდაც, რომ არ ვეთანხმები) სხვა არ მომისმენია

  7. avatar
    Lisandro Abbiati

    avatarსტივენმა ცივი წყალი დალიოს ჯობია,მან თავისი კარიერა კრახით დაასრულა და ნობელის პრეემიის იმედი ნუღარ ექნება,ჯერ ისედაც ეჭვის ქვეშ იდგა ეს საკითხი და ბოლო მოვლენებმა წერტილი დაუსვა.

    “ღმერთის ნაწილაკი” აღმოჩენილია
    შვეიცარიისა და საფრანგეთის საზღვართან გალაგებულ მსოფლიოში უდიდეს ლაბორატორიაში უნიკალური აღმოჩენა გაკეთდა. მეცნიერები წლების განმავლობაში “ნადირობდნენ” ჰიგსის ბოზონზე, ერთადერთ ელემენტზე, რომელმაც სამყაროს შექმნის თეორია უნდა გაშიფროს. სამეცნიერო წრეებში მას “ღმერთის ნაწილაკსაც” უწოდებენ. ლაბორატორიაში მომუშავე ორი დამოუკიდებელი ჯგუფიდან ერთმა შეძლო ელემენტარული ნაწილაკის დაფიქსირება – მოუხელთებელი ბოზონის აღმოჩენა.

    ლაბორატორიაში მეცნიერები ელემენტარულ ნაწილაკებს არნახული სისწრაფით აჩქარებდნენ.

    “ვფიქრობ დღეს ჩვენ მივაღწიეთ წარმატებას. აღმოვაჩინეთ ახალი ელემენტარული ნაწილაკი – ბოზონი. ეს, სავარაუდოდ, ჰიგსის ბოზონია”, – განაცხადა ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ როლფ ჰოიერიმ

    პიტერ ჰიგსმა, რომელმაც ნახევარი საუკუნის წინ ბოზონი “იწინასწარმეტყველა”, მეცნიერებს გამარჯვება მიულოცა.

    “მინდა მივულოცო ყველას, ვინც ამ უდიდეს მიღწევაში მონაწილეობდა. ჩემთვის ეს წარმოუდგენელი მოვლენაა, იმიტომ რომ ეს აღმოჩენა მოხდა მაშინ, როდესაც მე ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ”, – განაცხადა პიტერ ჰიგსმა.

    თანამედროვეეობის ერთ-ერთმა უდიდესმა მეცნიერმა სტივენ ჰოგენმა განაცხადა, რომ ბაზონმა მას წაგება მოუტანა.

    “ერთი მხრივ, სამწუხაროა, რომ ასე მოხდა, რადგანაც ამ დრომდე ფიზიკის მთავარი აღმოჩენა კეთდებოდა ისეთი ექსპერიმენტების დროს, როდესაც ასეთ შედეგებს არც კი ელოდნენ. ამიტომაც მე დავენიძლავე გორდონ კეინტანს, მასაჩუსესის უნივერსიტეტიდან, რომ ჰიგსის ბიზონის აღმოჩენა შეუძლებელი იქნებოდა. როგორც ჩანს, მე წავაგე 100 დოლარი” – წერს სტივენ ჰოგენი.

    ეს აღმოჩენა, სავარაუდოდ, არა დასასრული, არამედ ახალი სამეცნიერო ეპოპეის დასაწყისი გახდება. მრავალი მეცნიერი მიიჩნევს, რომ ის მნიშვნელოვნად შეცვლის სამყაროს მოწყობის არსებულ აღქმას და თავისი მნიშვნელობით გაუტოლდება აინშტაინისა და ნიუტონის თეორიებს.

    შეიძლება ვინმემ თქვას მერე რა მოხდაო, 100 დოლარი წააგოო,მაგრამ ასე არარის,ისეთი მეცნიერისთვის როგორიცაა ჰოკინგი, სულ მცირე უზუსტობაც კი დიდ ზიანს აყენებს მის ავტორიტეტს სამეცნიერო სფეროში.

    ამ აღმოჩენით გამყარდა თეორია დამატებით განზომილებებზე,რაზედაც რამოდენიმე მეცნიერი მუშაობდა და მათ შორის ქართველი ფიზიკოსი გია დვალიც,მოდით გადავხედოთ ქრონოლოგიას თუ რა ხდებოდა და როგორი მოლოდინი იყო ამ ექსპერიმენტამდე

    გია დვალი
    ექსპერიმენტამდე სტატიები და ინფორმაციები
    ფიზიკა ‘რევოლუციის’ მოლოდინში

    http://ediscourse.wordpress.com/2008/12/16/%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%96%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90-%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%95%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%93/

    უკუეთუ არა ვიხილო… არასადა მრწმენეს
    http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?e=d-01000-00—off-0period–00-1–0-10-0—0—0prompt-10—4——-0-0l–11-ka-50—20-help—00-3-1-00-0-0-11-1-0utfZz-8-00&a=d&cl=CL2.24&d=HASH017d6f3867dfa7f00b62aa49.4

    „თუ გინდა, რომ იყოს ღმერთის ადგილი, ყოველთვის არის!“
    http://www.ptpress.ge/index.php?option=com_content&view=article&id=540:2010-09-09-08-01-19&catid=9:0109metsniereba&Itemid=8

    პარალელური სამყაროები
    http://www.youtube.com/watch?v=OxEwlSeCClQ

    შეძლებენ თუ არა ფიზიკოსები ბოლო დროს აღმოჩენილი უცნაური ფენომენის – სამყაროს დაჩქარებული გაფართოების ახსნას

    http://www.polity.ge/sciense/tech/1435-shedzleben-tua-ara-fizikosebi-bolo-dros-aghmochenili-ucnauri-fenomenis-samkaros-dachqarebuli-gafartorbis-amoxsnas.html

    გამომცემლობა “ინტელექტმა” 2003 წელს გამოსცა გივი ნიკობაძის ბროშურა სამყაროს ფარული განზომილებები. ანოტაციაში ავტორი წერს:
    ახალგაზრდა ფიზიკოსის გია დვალისა და მისი ამერიკელი კოლეგების ნაშრომი XXI საუკუნის მეცნიერულ სენსაციად იქცა. რეზონანსი იმდენად დიდია, რომ დაინტერესებულია არა მარტო სპეციალისტები, არამედ ფართო საზოგადოებაც. მაინც რამდენ განზომილებიანია ჩვენი სამყარო?

    http://analemma.ge/?p=336

    რავიტაცია იჟონება დამატებით განზომილებებში – გია დვალმა მიიღო ჰუმბოლტის პრემია
    http://www.myvideo.ge/?video_id=494656

    ამაჩქარებელი საშუალებას მოგვცემს, გავიგოთ, შეესაბამება თუ არა სინამდვილეს თეორიული მოსაზრებები მასების წარმოშობის თაობაზე? ან, როგორ წარმოიშობა მასები ფუნდამენტში? არსებობს თუ არა ამ მანძილებზე დამატებითი განზომილებები? ჩვენს სამყაროში ხომ სამი განზომილებაა. თითქოს, მეტი არ ჩანს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ დამატებითი განზომილებები არ არსებობს. მათი არსებობა თეორიულად მოტივირებულია. შესაბამისად, ეს ექსპერიმენტი საშუალებას მოგვცემს, ან დავინახოთ, ან შემოვსაზღვროთ ამ დამატებით განზომილებების არსებობას, მათ ზომას, გეომეტრიას.
    http://liberali.ge/node/2881

    გია დვალის აღმოჩენები
    http://lilianabedinadze-liliana.blogspot.com/2010/04/blog-post_4682.html

    ლექცია დამატებით განზომილებებზე
    Brian Greene – Лекция по Теории Суперструн (part two)
    http://www.youtube.com/watch?v=nfQQQ7O3skg
    ( სიმების თეორიის ავტორისგან )

    http://ucnauri.com/140945/%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%A0-%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%97%E1%83%94%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90/

    ექსპერიმენტის შემდეგ

    http://www.youtube.com/watch?v=m73xZeyBlkQ&feature=related

  8. avatar
    Lisandro Abbiati

    avatarდამატებითი განზომილებები რელიგიური მოტივებია და ამ აღმოჩენის შემდეგ მნიშვნელოვნად წავიწევთ წინ,ათეისტებს ისედაც ვერ ქონდათ სამე კარგად და ახლო მომავალში ბევრი რამ კიდევ უფრო გამოიკვეთება

    მომაკვდავი ათეიზმის ბედი
    СУДЬБА ВЫМИРАЮЩЕГО АТЕИЗМА И НЕ ТОЛЬКО
    http://mariabutina.ru/2012/06/sudba-vyimirayushhego-ateizma-i-ne-tolko/

  9. avatar
    Lisandro Abbiati

    avatarკაცი რომ დაფიქრდეს, სულ ორი, ასე ვთქვათ გამოკვეთილი რადიკალი მეცნიერი ყავთ ათეისტებს,დოვკინსი და ჰოკინგი, ერთმა მიიღო სერიოზული დარტყმა კარიერის მიწურულს ( გაასხა ) და მეორემ ( დოკინსმა ) ასევე შეარბილა ტონი

    Известный британский воинствующий атеист признал: он не может доказать, что Бога не существует
    Такое признание сделал ярый поборник дарвиновской эволюции, написавший книгу «Бог как иллюзия». Он сделал такое признание в ходе в оживленной дискуссии о происхождении Вселенной с архиепископом Кентерберийским.

    I can’t be sure God DOES NOT exist’: World’s most notorious atheist Richard Dawkins admits he is in fact agnostic

    http://www.dailymail.co.uk/news/article-2105834/Career-atheist-Richard-Dawkins-admits-fact-agnostic.html

    ვიდეო
    http://www.telegraph.co.uk/news/religion/9102740/Richard-Dawkins-I-cant-be-sure-God-does-not-exist.html

  10. avatar
    Lisandro Abbiati

    avatarRichard Dawkins – Agnostic
    http://theness.com/neurologicablog/index.php/richard-dawkins-agnostic/

    დოვკინსის ინტერვიუდან ორი ამონარიდი
    http://www.youtube.com/watch?v=jsINtoTBj48
    http://www.youtube.com/watch?v=l4W5t0s8YJk

  11. avatar
    თორნიკე

    avatarЛишь 15 % американских ученых считают, что наука и религия противоречат друг другу
    http://www.sedmitza.ru/news/2508419.html

    ახალი მასშტაბური კვლევების მიხედვით, მეცნიერების 85% -ი, მათ შორის ათეისტი მეცნიერებისა, ვერ ხედავს წინააღმდეგობას მეცნიერებასა და რელიგიას შორის, მეტიც, ათეისტი მეცნიერების დიდი უმრავლესობა უარყოფითად აფასებს დოვკინსის და მისი სამკაცინი ჯგუფის დესტრუქციულ მოქმედებებს. ყველაფერ ამაზე და სხვა საინტერესო საკითხებს სოციოლოგ Райс Элен Экланд-ის ინტერვიუში წაიკითხავთ.

    ამერიკელი მეცნიერების მხოლოდ 15% თვლის, რომ რელიგია და მეცნიერება ერთმანეთს ეწინააღმდეგება

    ხუთ წლიანი კვლევის შედეგად, რომელსაც ჰიუსტონის სოციოლოგი-რაის ელენ ეკლანდი უძღვებოდა, დადგინდა, რომ ამერიკელი მეცნიერების უმეტესობის აზრით, რელიგია და მეცნიერება ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება.

    სოციოლოგებმა აშშ-ს 21 უნივერსიტეტის 275 მეცნიერი გამოკითხეს. მათ შორის ბიოლოგიის, ფიზიკის, ქიმიის, სოციოლოგიის,ეკონომიკის, ფსიქოლოგიის და პოლიტოლოგიის სპეციალისტები. გამოკითხულების მხოლოდ 15% თვლის, რომ რელიგია და მეცნიერება მუდმივ წინააღმდეგობაშია ერთმანეთთან. ხოლო უმეტესობა დარწმუნებულია, რომ როგორც რწმენა, ასევე მეცნიერებაც-ეს არის „შემეცნების რეალური გზა“.

    სულ გამოიკითხა 1700 მეცნიერი, 275 მეცნიერთან მოხდა პირდაპირი შეხვედრა,ხოლო დანარჩენებთან სატელეფონო გასაუბრება.

    „საზოგადოება ქმნის აზრს, რომ სეკულარიზაციის განვითარებასთან ერთად რელიგიურობა იკლებს.მეცნიერება თითქოსდა ავიწროებს რელიგიას. ამ კვლევის შედეგით, რომელიც საკმაოდ პატივსაცემ მეცნიერებთან ჩატარდა და რომელთა უმეტესობაც თავს არისტოკრატულ, არარელიგიურ ადამიანად თვლის, ამ პრობლემას უფრო ფართოდ განიხილავს“-განაცხადა ამ კვლევის ხელმძღვანელმა.

    ამერიკელი მეცნიერებისგან აღებული მოცულობითი ინტერვიუები ცხადყოფენ: ისინი, რომლებიც ათავსებენ რელიგიას და მეცნიერებას, ხშირ შემთხვევაში დარწმუნებული არიან,რომ -„მეცნიერება ღმერთისგან მოდის“ და კიდევ იმაში, რომ „რელიგია და მეცნიერება ცხოვრების აღქმის რეალურ შანსს გვაძლევს“.

    ინტერვიუ სოციოლოგთან
    http://www.readthespirit.com/explore/701-science-vs-religion-interview-elaine-howard-ecklund.html

    3)

    სოციოლოგიის დეპარტამენტი
    Department of Sociology
    Elaine Howard Ecklund, Ph.D.
    http://sociology.rice.edu/Content.aspx?id=117

    4)

    სტატია ვაშინგტონ პოსტში
    http://www.washingtonpost.com/wp-dyn/content/article/2010/05/28/AR2010052801856.html

    http://www.oup.com/us/catalog/general/subject/ReligionTheology/SociologyofReligion/?view=usa&ci=9780195392982

    5)

    უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია
    http://www.cardus.ca/comment/article/2464/what-scientists-believe/

    6 )

    აუდიო ჩანაწერით
    Science vs. Religion: An Interview with Elaine Howard Ecklund
    http://www.cardus.ca/audio/2521/

    7 )

    Oxford University Press
    Reviews
    Science vs. Religion
    What Scientists Really Think
    Elaine Howard Ecklund
    http://www.oup.com/us/catalog/general/subject/ReligionTheology/SociologyofReligion/?view=usa&ci=9780195392982

    8 )

    Лекция в колледже Кальвин
    Lecture by Elaine Howard Ecklund at Calvin College, speaking on science, atheism, and people of faith.

    http://www.youtube.com/watch?v=L68W5jRBS7Q

    10 )

    JAMES A. BAKER III
    Institute for Public Policy
    R I C E U N I V E R S I T Y

    http://bakerinstitute.org/events/scientists-vs.-religions-what-scientists-really-think/

    2 )

    The Meaning of Being Human: A Discussion on Religion and Medicine
    Scholars discuss how new technologies could change what it means to be human. Part of the Religion and Public Life Lecture Series.

    http://bakerinstitute.org/events/the-meaning-of-being-human-a-discussion-on-religion-and-medicine/

    11)

    ინტერვიუ
    http://www.youtube.com/watch?v=x878pUIudHY

    12 )

    The Religious Beliefs of Scientists – a Sociological Analysis

    Research seminar given by Prof. Elaine Howard Ecklund

    Dr Elaine Howard Ecklund

    6 March 2012

    http://www.st-edmunds.cam.ac.uk/faraday/Multimedia.php?ItemID=Item_Multimedia_462&Flash=Medium&Mode=Add&Play=Video_stream&width=720&height=460

  12. avatar
    Tamashebi

    avatarსაინტერესო იყო ეს ადამიანი უნიჭიერესია

  13. avatar
    ეკა

    avatarდეტერმინიზმისა და მატერიალიზმის მოწამეთათვის რთულია უხილავის დაჯერება… მიჯაჭვულები არიან ამას და ვერ სცილდებიან, ეს ერთგვარი ეგოიზმია, კია არადა ეგოცენტრიზმი, ვერ სცდებიან საკუთარ ნაჭუჭს, არ შეუძლიათ წარმოიდგინონ ჩვენი სამყაროს იქით რა შეიძლება ყოფილიყო ოდესმე ან იყოს ახლაც

  14. avatar
    ლანა

    avatarუნიჭიერესი ადამიანია და ძალიან მაგარი სტატიაა,სამწუხაროა რომ უმეტესობას ისევ “ღვთიურ სიბნელეში” სურს ცხოვრება!

  15. avatar
    დათო

    avatarსაინტერესო ისაა ეს ტიპი თავგადაკლული რომ წერს სამყარო ” დიდი აფეთქების” შედეგად გაჩნდა და არა ღმერთის მიერო ჯერ პირველი კითხვაა რა აფეთქდა? 2. რამ გამოიწვია აფეთქება? და 3. თუ მიზეზ-შედეგობრიობას იყენებს არგუმენტად ამ ყველაფერს თავის მიზეზები უნდა ჰქონოდა. ეს არის ფაქტიურად მცდელობა რომ არ იწამოთ ღმერთი და იწამეთ რაღაც მითი ” დიდ აფეთქების შესახებ” – კაროჩე მაგარი სისულელეა. თუ აკრიტიკებს ღმერთის არსებობას და კითხვის ნიშნის ქვეშ სვავს ვითომ დიდი აეთქების თეორიას რატომ არ უნდა დაესვას კითხვა ეს ხომ მხოლოდ ვერსიაა და არა მტკიცებულება. თავის თავს თვითონვე ეწინააღმდეგება

  16. avatar
    ლევანი

    avatarჰოუკნგის მსჯელობაში არაფერია არც ალოგიკური და არც ამორალური.. აი, ზოგიერთების კომენტარებში კი სიბრიყვის მეტი არაფერი ჩანს. ვერ ხვდებით, რომ მთავარი, რასაც ჰოუკინგი ამტკიცებს, იმაში მდგომარეობს, რომ ბუნებისმეტყველების განვითარების დღევანდელი დონე საშუალებას გვაძლევს უარვყოთ ან არ გავითვალისწინოთ სამყაროს შემოქმედის იდეა. ფიზიკა აღარ საჭიროეებს ღმერთის არსებობის იდეას. ღმერთის აუცილებელი არსებობა დღეს გამართლებულია მხოლოდღა მორალური თვალსაზრისით: რომ ვერანაირი მეცნიერებით ვერ დამტკიცებ თუ რატომ უნდა გიყვარდეს მოყვასი შენი. აი ამ თვალსაზრისით შეიძლება დავუშვათ რომ არსებობს რაღაც შინაგანი კანონი ჩვენში, რომელსაც მეცნიერება ვერ ამოხსნის, მაგრამ რომელიც ნამდვილად არსებობს. და ეს, არ არის აუცილებელი, ცაში მცხოვრებ წვერიან მოხუცთან გავაიგივოთ. ეს არის მორალი, რომელსაც თუ გინდათ ღმერთიც დავარქვათ.. ღმერთი, როგორც მორალლი და არა ღმერთი, როგორც სამყაროს შემოქმედი.

  17. avatar
    ათეეისტი-რეალისტი

    avatarდაუნებო ღმერთი არ არსებობს გაიგეთ მაგ ჩაკირულ ტვინში, გონებადეგრადირებულებო და პინგვინებო რა საცოდავები ხართ ასეთი ტვინსუსტები რომ დაიბადეთ……. ფუი ფუი ფუიიიიიიიიიიიიი

  18. avatar
    ათეეისტი-რეალისტი

    avatarეჰ ღმერთმა გიშველოთ აჰაჰაჰაჰაჰაჰააააააა

  19. avatar
    ათეეისტი-რეალისტი

    avatarმეტანიებს მიხედეთ და მუხლებზე იფორთხეთ დაუნებო აჰაჰაჰაჰააააა მუხლებზე მოფორთხავე ყვერებო ჰუჰუუუუუუუუუუუ

  20. avatar
    ლიკა

    avatarღმერთი არა იხვი

  21. avatar
    ანი

    avatarკაით რა ხალხნო ღმერთი თუ არ არსებობს ვინ შეგვქმნა მა? თქვენ მართლა გჯერათ მაიმუნისაგან რო წამოიშვით ათასი სისულელის კიდე? კაით რა ეკლესიაში რისთვის მიდიან ადამინები თუ ღმერთი არ არსებობს რატომ ლოცულობენ ეს ხალხი ? აი რო მოკვდებით სამსჯავროზე რო წარსდგებით მერე თქვით რო ღმერთი არ არსებობსო კიდე )))

  22. avatar
    ხატია

    avatarაბა თქვენს გონებაში ჩაიხედეთ.თქვე მართლა უღმერთოებო.ან თქვენნაირი ხალხი საერთოდ არის ღმერთის ღირსი?!სამსჯავროზე ყველა სიტყვა უკან დაგრჩებათ.ღმერთისთვის რაიმე გულწრფელად გითხოვიათ ლოცვით და ვედრებით მაგრამ არ აგსრულებიათ?! ცოდვიანებო.თუ არ გწამთ გაჩუმდით და ნუ ამტკიცებთ მაგ სისულელეს!!!!განსაკუთრებით: 16. ლევანი:(14. ლანა:დაუნებო ღმერთი არ არსებობს გაიგეთ მაგ ჩაკირულ ტვინში, გონებადეგრადირებულებო და პინგვინებო რა საცოდავები ხართ ასეთი ტვინსუსტები რომ დაიბადეთ……. ფუი ფუი ფუიიიიიიიიიიიიი) თქვენს საყურაღებოდ.14. ლანა:შენ რაც დაწერე ზუსტად ის ხარ.

  23. avatar
    გიო

    avatarერთ რჩევას გეტყვით, წაიკითხეთ სამეცნიერო წიგნები, სტატიები ნაშრომები და აშ. და მერე წაიკითხეთ ეს სტატია. სწორედ ღმერთმა “შექმნა” დიდი აფეთქება და ამისმერე შექმნა ადამიანი. მე ცენრის მეცნიერებთან მქონდა შეხვედრა სწორედ მანდ და აღნიშნეს, რომ ჩვენი გამოკვლევები, ჰიპოტეზები არ ეწინაღმდეგება რელიგიურ ფაქტებს.
    ზოგიერთების კომენტარებში კი სიბრიყვის და დაუნიზმის მეტი არაფერი ჩანს

  24. avatar
    MaGistRiuS

    avatarადამიანი გეგმავდა ღმერთი იცინოდაო…
    ჩემი გაუნათლებელი გონებით და დამჭკნარი ტვინით მგონია რო…
    ღმერთი არ არსებობს, უი ბოდიში არა, არსებობს, ოღონდ ისეთი არა და იქ როგორიც ეს ადამიანს შეუძლია წარმოიდგინოს, ნუ დაგვავიწყდება რომ ჯერ სულ რაღაც იმ ეტაპზეა ადამიანის აზროვნული მხედველობა იმ დონეზეა განვითარებული, რომ დედამიწაზე არსებობს სახემწიფოებრივი საზღვრები, ეით აღუწერელი სიჩქარით მიმდინარეობს გარებოს დაბინძურება და რო აღარ ჩამოვყვე მოკლედ თვით განადგურების ტაიმერი ძალიან სწრაფად მიემართება ნულისკენ, ჰმ… და აქ ვინმე ბედავს და გამოთქვავს აზრს თუ როგორია სამყარო საიდანაა და რატო?
    მე გეტყვით სიმართლეს, ღმერთი მე ვარ, არ გჯერათ? აი დარდი, ნუთუ უნდა მადარდებდეს ჩემს სისულელეს თუ არ დაიჯერებენ, ეს არაფერს არ ცვლის გარდა იმისა რო ამტკიცებს ჩემი უკვალოდ გაქრობის შიშს, იმის წერას და ლაპარაკს თუ ვინ იცის მართლა როგორ იყო ყველაფერი ყურადღების მანით შეპყრობილნი, ნუტუ არ ჯობდა იმ თვითგანადგურებისკენ მიმავალი ტაიმერის უკუსვლის სიჩქარის შენელებაში მიეღოთ რაიმე მონაწილეობა

  25. avatar
    ათეისთი-რეალისტი

    avatar( 23. გიო ) შენ ხარ მაგარი დაუნი იმიტომ რომ ღმერთის არსებობის გჯერა შე მართლა დაუნო შენა , დებილი ხარ და კრეტინი უაზრო და შტერი . გონებასუსტო შენა

  26. avatar
    ათეისთი-რეალისტი

    avatarარამოაზროვნე მორწმუნე დაუნებო და ცხოველებზე ოდნავ უკეტესებო :))))

  27. avatar
    ათეისთი-რეალისტი

    avatarსუსტი ტვინის პატრონებო, ნეანდერტალელის დონეზე დარჩენილნო ვაი ჰომოსაპიენსებო .ეტყობა თქვენში ნეანდერტალელის გენები უფრო მეტია ვიდრე ჰომოსაპიენსის :))))))))) ჰომოდებილისტებო თქვენა.

  28. avatar
    ილია

    avatarყველაფერს მაგრად ამბობს, მაგრამ ბოლოს მაინც ცდება, იმდენად უნდა რო ღმერთის არ არსებობა დაამტკიცოს რო ბოლოს აბსურდამდე მიდის, მატერიაა არაფრისგან შეიქმნაო, კი ბატონო, მაგრამ ამ სამყაროში, სადაც ყველაფერი საბოლოოდ მატერიაა, არაფრისგან შექმნა უკვე ფიზიკის კანონების დარღვევას ნიშნავს, როგორ შეილება უბრალოდ ცოტატი მაინც მოაზროვნე ადამიანმა თქვას რომ არაფრისგან შეიქმნა თავისითო, თუ არაფრისგან შეიქმნა, ესეიგი დაირღვა ფიზიკის კანონები, თუ ეს კანონები დაირღვა ესეიგი ისეთისგან შეიქმნა რაც და ვინც არამატერიალური და არაფიზიკურია, ასეთი კი მხოლოდ ღმერთია, ერტმა სოფლის მოხუცმა რუსეთსჰი ღმერთის არარსებობის შესახებ დისკუსიასჰი ერთ ვითომ განატლებულს ასეთი შეკიტხვა დაუსვა: თქვენ რომ განახოთ ქალაქი, სადაც ყველაფერი საოცარი სიზუსტით და სილამაზით არი აშენებული, ულამაზესი შენობები და ბაღებია, და როცა იკითხავთ ეს ვინ გააკეთაო, პასუხად რომ მიიღოტ რო თავისით შეიქმნაო ხომ იტყვით რომ დაგცინიან ან უაზრო ადამიანთან გაქვთ საქმე? აი ამით დაუმთავრა ყველაფერი

  29. avatar
    ყიფშო

    avatarამდენ ურცმუნო ხალხს ნეტავ როგორ იტევს ეს ქვეყანა?

  30. avatar
    ირაკლი

    avatarსაინტერესო იყო. კარგი მსჯელობაა. ძალიან მომეწონა, თუმცა მინახავს ბევრი საინტერესო მსგავსი მსჯელობა და მსგავსად მეცნიერებაზე დაყრდნობით რომელიც საპირისპიროს ამტკიცებს, რო სამყარო ღმერთიდან წამოვიდაო, ან თუ ღმეთს ვერ ამტკიცებს იმას უარყოფს რომ აფეთქებით ვერ სექიმნებოდაო!

  31. avatar
    ანანო

    avatarკარგით დავუშვათ რომ ღმერთმა შექმნა ყველაფერი და თვითონ ღმერთი საიდანღაა?

  32. avatar

    avatarმიშკა მე მუსილმანი ვარ და შენი სიტყვები არ მომეწონა როდესაც თქვი ”მუსლიმი შეიქმნა უბრალომოკვდავის მიერ”. იმ ადამიანს მუჰამედი ერქვა, ის ადამიანი მუსულმანებისთვის ისეთივე ძვირფასია როგორ იესო ქრისტიანებისთვის.

  33. avatar
    ბესიკი

    avatar@ მეთოფე:
    და ეს ევოლუცია ეს კანონები ეს პროცესები და ყველა მიმდინარე ცვლილებები ვინ დააკანონა ამაზე შეგიცლიათ გამცეთ პასუხი??? ტუ უფალი არ აკონტროლებს და არ განაგებს ამ ყველაფერს ეს სასწაულები საიდან ხდეება??? ამბობთ ბუნების ძალისგანო და ვინ მიცა კაცო ამ ბუნებას ძალა?ეს აფეთქება საიდან მოხდა ესეც საინტერესოა ამის უკან ვერაფერს ამბობენ აქედან იწყებენ ყველაფერს და ალბათ ბაბუაჩემი რომ მაღაროში მუშაობდა იმისგანაა მომხდარი ეს აფეთქებაც… :) :) :) ეეჰ რაც გამოკვლეულია და მოცემული უფლისგან ის დაიჯერეთ თორემ გვიან იქნება მერე ნებით თუ უნებლიეთ რომ დაიჯერებთ და მიხვდებით თუ რა ზღაპრებს უჯერებდით აქამდე…:) :) );)

  34. avatar
    ბესიკი

    avatarგამაგიჯებს ეს ხალხი რა. როგორ გული მტკივა რომ ქართველები ვართ და საქართველოში სისხლით მოტანილ სარწმუნოებას რომ უარყოფენ ალბათ საფლავში ბრუნავენ თქვენი წინაპრები რომესეტი ურწმუნო შთამომავლობა ეზრდებათ…ღმერთმა გაგანათლოთ ჭეშმარიტი სინათლით და გონებით და ვიღაც თავის ნახევარსაუკუნოვანი კვლევების და ზღაპრების არ დაგეჯერებიოთ რომლებიც ცდილობენ რომ რამენაირად სახელი დაიმკვიდრონ ამ ქვეყანაზე თუნდაც ეს სიცოცხლის,ტყუილის, თუ ნებისმიერის ფასად დაუჯდეთ…სად ეძებთ ღმერთს ,სად ნუთუ სადმე შეხვდებით ას ,ვერსად ვერსად თქვენი გულების გარდა,ეძეეთ თქვენში ,თქვენს გულში აღმოაჩენთ მას სხვაგან ვერსად… უფალს თითოეულ სამყაროს ნაწილაკსათუ ნივთში მცენარესათუ სულიერში უნდა ვხედავდეთ და შევიცნობდეთ და მართლა დაუნივით არ უნდა გვქონდეს უაზროდ ჩაციკლული რომ აფეთქება ,აფეთქება…. ნეტავ რომელი წელი იყო მაშინ რომელი წელი ღნიშნეს და რა მასალისგან დამზადებული ნივთიერება ააფეთქეს??? ახალწელს აღნიშნავდენ ასიანი და მერე ჩაფიქრებული სურვილი რომ სამყარო არსებობდეს ნეტავო აუსრულდათ საინტერესოა… :) :) :) ღმერთო დაგვიფარე მსგავსი აზრებისაგან…

  35. avatar
    სალო

    avatarვისი სიტყვებია არ მახსოვს.. ეს ყველაფერი იგივეა ანბანი რომ გადაყარო და მთელი კაცობრიობის ისტორია თავისით დაიწეროს..
    დიდი აფეთქების თეორიის საკმაოდ კარგი არგუმენტები არსებობს ჩემი აზრით, ჰოკინგის მსჯელობა კი მართლაც იმის დიდი სურვილია რომ ღმერთის არარსებობდა და არასაჭიროობა დაიჯეროს.. თუმცა მხოლოდ სიტყვების თამაშს გავს..

  36. avatar
    თამაზი

    avatarთქვენ ვისაც არ გჯერათ ღმერთის ამ ვითომდა მეცნიერის თამადობით(რომელსაც ვიგაცა იყენებს მეტი დამაჯერებლობისატვის)კარგად გაერკვიეთ ჯერ ბიბლიაში(მღვდელთან ერთად განიხილეთ)და ჭეშმარიტ გზაზე დადგებით.

  37. avatar
    თამაზი

    avatarღმერთი არს ჩვენთან, აწ და მარადის,უკუნისი უკუნისამდე.ამინ
    ღმერთმა შეგვინდოს ჩვენი ცოდვები ყველას

  38. avatar
    შორე

    avatar@ qeti:
    როცა იმ აზრს დასაშვებად ჩათვლი,რომ პლანეტა შესაძლოა აფეთქებიდან შეიქმნა მერე იმ კითხვის დასმა თუ საიდან შეიქმნა ადამიანი ყოველგვარ ლოგიკას და აზროვნებას ძალიან არის მოშორებული :D

  39. avatar
    rati

    avatar@ ანანო: mokvdavebi vart da chven vicit ro yvelaperi odesme sheiqmna imitom rom ar gvinaxia iseti rame ro dasawyisi da dasasruli ar qonoda es iseti ramaa rac adamianis goneba ver chawvdeba aravin icis am qveynad eg da nu edzeb mag kitxvaze pasuxs

  40. avatar
    ლიკა

    avatarამდენი უტვინო და ურწმუნო ერთად როგორ შეიკრიბა… :( სირცხვილია ხალხო ამდენი უგუნურება. ნათქვამის სწორად გაგებაც არ შეგიდძლიათ.ამ კაცმა თავისი აზრიი დაწერაა თქვენ ეგეც არ შეგიძლიათ.

  41. avatar
    მარგო

    avatar@ ანი:
    ანი, შენ არ გინდა დაიჯერო რომ ევოლუციის შედეგად განვითარდა ადამიანი, მაგრამ ბრმად გწამს ის, რომ ღმერთმა ტალახიდან გამოძერწა კაცი, და მისი ნეკნიდან წარმოშვა ქალი.. რომელი უფრო ალოგიკურია? ლოგიკამდე ნუ დავიყვანთ.

  42. avatar
    მაკო

    avatarყველას აქვს საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება და ნუ ილანძღებით რა. მე მწამს უფლის და ვისაც არ წამს თქვენთვის შეინახეთ თქვენი აზრები 10 წელი რომ იწვალოთ ზოგიერთებმა თქვენი ტვინი ამ სტატიას ბოლომდე მაინც ვერ აწევს.. ათეისტ-რეალისტი ხარ თუ ვიღაცა მაგრად უბერავ.. ]:->

  43. avatar
    ბაჩო

    avatarღმერთის არსებობაზე რას იტყვით? ანუ თვითონ ღმერთი საიდან ?

  44. avatar
    შელო1997

    avatarეს კაცი ნამდვილად ჭკვიანია და მის ნააზრევს პატივს ვცემ. პირადად მე მჯერა ღმერთის. მისსავე ლოგიკას რო მივყვეთ საიდან შეიქმნა ის მცირე სივრცე. მოკლეთ ადამიანები იბადებიან ამ ქვეყნად იღებენ ინფორმაციას შემდეგ კი თვითონ წყვეტენ რა დაიჯერონ და რა არა. ისე ამ კაცს არ აგინოთ თავისი აზრი აქ თან თუ ეგრე თავგამოდებით იცავ ღმერთს მისი სახელის სიახლოვეს უზრდელობას ნუ დაწერ შენივე შეგნებიდან გამომდინარე :)

  45. avatar

    avatarშევადაროთ ორი განხზვავებული მოსაზრება:
    1. ღმერთი არასდროს არავის არ შეუქმნია ის ყოველთვის იყო.
    ის არის მიზეზი ყველაფრისა.
    2. როგორც ზემოაღნიშნული სტატიიდან ირკვევა სამყარო თავისთავად გაჩნდა ის არავის შეუქმნია. სამყარო მიზეზია ყველაფრისა რასაც ჩვენ ვხედავთ თუ ვერ ვხედავთ..

    მგონი დამეტანხმებით რომ ორივე შემთხვევაში რაღაცა თვისთავად გაჩნდა. სავარაუდოდ ესაა ახსნა ორი განსხვავებული მიმართულებეისა რომლებიც რიალურად ერთი და იმავეს ამბობენ ოღონდ განსხვავებულად.

    მორწმუნეებო გიფიქრიათ იმაზე როგორ აიტანთ მარადიულ ცხოვრებას სამოთხეში?? მილიარდობით წლებს რომელსაც არ ექნება დასასარული? ან იცოდით რამდენი დრო გავიდა ვიდრე დაიბადებოდით? ან საერთოდ თუ დაიბადებოდით?
    ვფიქრობ ასეთი ბრმა რწმენა უფრო ანგარებისკენაა მიმართული რადგან გსურთ სამუდამო ცხოვრება ამიტომ გგონიათ რომ იცავთ რელიგიურ პრინციპებს მაგრამ ამასაც არ აკეთებთ სწოეად რადგა ნგანიკითხავთ სხვებს ეს კი გეკრძალებათ:). ასე რომ თუ ასე გაარძელებთ სამოთხეში ცხოვრების შანსები გიმცირდებათ:)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>