loading...

«

»

აპრ 05

ყველაფერი Twitter-ის შესახებ

Twitter ეს არის ახალი სიტყვა სოციალურ ქსელებში. იგი მიკრო-ბლოგინგის ყველაზე ცნობილი სახეა, რომელსაც  მილიონობით ადამიანი მოიხმარს მსოფლიოში. მასში უამრავი ქართველიცაა გაწევრიანებული. თვითეთის მიზანია შენს ახლობლებს და იმ ადამიანებს, რომელებიც შენით არიან დაინტერესებულნი, შეატყობინო, თუ რითი ხარ დაკავებული ამა თუ იმ მომენტში. შენ არავის არ ესაუბრები, თუმცა ამავდროულდ უამრავი კონფერენციის თანამონაწილე ხარ. თვითერს უამრავი ცნობილი ხალხიც იყენებს, მაგალითად  ბარაკ ობამა (აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტი), ბრიტნი სპირსი (პოპ-ვარსკვლავი), შაკილ ონილი (კალათბურთელი) და სხვ. იმის უკეთ გასაგებად, თუ რა არის თვითერი, შეგიძლიათ იხილოთ მცირე ვიდეო მისი ახნის შესახებ (ინგლისურ ენაზე).

TWITTER

 

 

რა არის Twitter?

თვითერის მთავარი მიზანი არაა, რომ მხოლოდ უაზრო სტატუსები გამოფინო დაფაზე. მისი მიზანია (როგორც ყველა სოც. ქსელისა) შეიძინო და იპოვნო უამრავი მეგობარი და გქონდეს მათთან უწყვეტი კავშირი ინტერნეტის მეშვეობით. თვითერს მცირედი ჩეთის სახეც აქვს.

გაფართოება Firefox-სთვის

თვითერზე შეტყობინებების დატოვა შეგიძლიათ ბრაუზერ Firefox-ისთვის არსებული გაფართოებითაც (extension).

TWITTERFOX

მისი გამოყენება რათა თქმა უნდა უფასოა და გადმოწერა შეგიძლიათ აქედან.

გადმოწერე twitterfox

ვიდგეთი Opera-სათვის

OPERA WIDGET: TWITTER

 

თუ თქვენ Opera-ს ხმარობთ, მაშინ არც ამ შემთხვევაშია პრობლემა. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ვიდგეთი ოპერასათვის.

გადმოწერე თვითერის ვიდგეთი ოპერასათვის

პლაგინი WordPress-ისთვის

თუ თქვენ Self-Hosted ვორდპრესის მომხარებელი ხართ (ანუ ცალკეულ სერვერზე გიყენიათ ეს ძრავი), მაშინ არც თქვენ დამიტოვებიხართ უსაჩუქროდ. ვორდპრესი უამრავ პლაგინს გვთავაზობს:

Tweet This – პლაგინი, რომელიც თქვენს თვითერზე აგზავნის ამა თუ იმ პოსტის ბმულს (და ამით ატყობინებს საინტერესო/ახალი პოსტის შესახებ).

WP Twitip ID – კომენტარების დამატებისას ახალ ველს ამატებს, სადაც თქვენი თვითერ მისამართი უნდა ჩაწეროთ და კომენტარის დატოვების შემდეგ თქვენი ტექსტის გვერდით აისახება თქვენი თვითერ მისამართიც, სადაც შეეძლებათ სხვა მომხმარებლებს თქვენი მიკრობლოგის ნახვა.

Twitter for WordPress – პლაგინი, რომელიც უკანასკნელ შეტყობინებებს აჩვენებს თქვენს ბლოგზე და სხვა უამრავი ჩანართი, რომლის მოძიებაც თქვენვე შეგიძლიათ :)

Twouble with Twitters

და ბოლოს მინდა ერთი ასე თუ ისე სახალისო ვიდეო გაჩვენოთ თვითერის შესახებ.

ეს ანიმაცია გაკეთებულია Supernews-ის მიერ.

 

წყარო: Landish.ge

Share Button

1 comment

  1. avatar
    Tamashebi

    avatarმაგარია

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>