loading...

«

»

აპრ 06

ტექნოლოგიური სიახლეები

კომპანია NVIDIA-მ სულ ახლახანს წარმოადგინა Kepler არქიტექტურაზე დაფუძნებული თავისი პირველი ვიდეობარათი, რომელიც მწარმოებლის თქმით, არის ყველაზე სწრაფი ერთპროცესორიანი გადაწყვეტილება ბაზარზე. როგორც უკვე იცით, მას საფუძვლად უდევს GPU GK104 და დამზადებულია 28 ნმ ტექ-პროცესის მიხედვით.
294 მმ2 ფართობის მქონე კრისტალზე სპეციალისტებმა განათავსეს 3,54 მლრდ ტრანზისტორი, რაც წინა თაობის ფლაგმან მოდელზე ოდნავ მეტია. GK104-ის თავისებურებაში შედის ნაკადური პროცესორების მასივის მქონე უნიფიცირებული არქიტექტურა და DirectX 11-ის მხარდაჭერა, Shader Model 5.0-ის ჩათვლით. გარდა ამისა, ის აგრეთვე აღჭურვილია 256-ბიტიანი GDDR5 ინტერფეისით. ტექსტურული და რასტერული სამუშაოების ბლოკების რაოდენობა კი შეადგენს 128 და 4-ს შესაბამისად. ბირთვის ბაზური სიხშირე გახლავთ 1006 მჰც, მაგრამ ის შესაძლებელია ავტომატურად გაზრდილ იქნას 1058 მჰც-მდე, მეხსიერების – 1502 მჰც (6008 მჰზ ეფექტური), ხოლო მეხსიერება კი წარმოდგენილია 2 გბ-ს სახით. ბარათი აღჭურვილია ორი Dual Link DVI-ით, ასევე HDMI, DisplayPort გასასვლელით (შესაძლებელია ერთდროულად ოთხი მონიტორის დაკავშირება) და წყვილი SLI-ით. ადგილზეა PCI Express 3.0-ის მხარდაჭერაც. ახალი GPU-ს პროექტირებისას, დიდი ყურადღება დაეთმო მის ენერგო-ეფექტურობის გაზრდას და გასაკვირი არ არის, რომ ეს მაჩვენებელი სულ რაღაც 195 ვ-ია. დამატებითი კვების მიწოდება ხორციელდება ორი 6-პინიანი პორტის მეშვეობით. გაგრილების სისტემის ზომები კი იმგვარია, რომ კომპიუტერის კორპუსში პროდუქტი იკავებს გაფართოების ორ სლოტს. როგორც მოსალოდნელი იყო, რეკომენდებული ღირებულება 499 $-ია. 
კომპანია Antec-მა განაცხადა 1000 ვ-იანი, High Current Pro Platinum სერიის კვების ბლოკის გაყიდვების დაწყების შესახებ. შეგახსენებთ, რომ 80 PLUS Platinum სერტიფიკატის მქონე ასეთი სიმძლავრის პროდუქტი, მის ასორტიმენტში აქამდე არ ყოფილა. მქკ-ის დონე არ ეცემა 89%-ზე ქვემოთ – 20-100%-იან დატვირთვის პირობებში, ხოლო მწარმოებლის სიტყვებით, ეს მაქსიმალური მაჩვენებელი შეადგენს 94%-ს. ალბათ ზედმეტია იმის თქმა, რომ ასეთი PSU პირველ რიგში განკუთვნილია კომპიუტერულ ენთუზიასტებსა და ოვერქლოქინგის მოყვარულებისთვის. HCP-1000 Platinum-ის სქემა დამზადებულია იმგვარად, რომ +12 ვ ძაბვა გამოიტანება ოთხი ხაზის მეშვეობით, თითოეულზე 40 А-ს შესაძლებლობით. კომპანია აგრეთვე აღნიშნავს მხოლოდ იაპონური კონდენსატორებისა და 135 მმ-იანი ფენის გამოყენებას, რომლის ბრუნვის სისწრაფეც რეგულირდება უშუალოდ ბლოკის შიგნით არსებული ტემპერატურის მიხედვით. ნაწარმის მოდულურია და კომპლექტაციაში მოყვება შავი ფერის Stealth Wires კაბელები, რაც Antec-ის აზრით, კორპუსში მათ შედარებით ნაკლებად შესამჩნევ იერ-სახეს ანიჭებს. ჩრდილოეთ ამერიკაში გაყიდვები უკვე დაწყებულია 269,95 $-ის ფასად, ხოლო ევროპის ბაზრებზე პროდუქტი აპრილის დასაწყისში გამოჩნდება, მწარმოებლის 7-წლიან გარანტიასთან ერთად.
კომპანია Medion-მა გამოსაშვებად მოამზადა შარშანდელ პლანშეტ LifeTab P9514-ის შემცვლელი, სახელწოდებით LifeTab 9516. დიზაინის მხარე უცვლელი დარჩა, თუმცა მახასიათებლების კუთხით, შეინიშნება გარკვეული გაუმჯობესებები. ამჯერადაც, პროდუქტს საფუძვლად დაედო ერთკრისტალიანი სისტემა NVIDIA Tegra 2 და იმართება Android 3.2 Honeycomb-ის მეშვეობით, მაგრამ რამდენიმე თვის განმავლობაში გამოვა განახლება, რომლითაც მოხდება მისი ჩანაცვლება Android 4.0 Ice Cream Sandwich-ით. დიაგონალის ზომა შეადგენს 10,1 დუიმს, გაფართოება – 1280 х 800 პიქსელს. ოპერატიული და ფლეშ-მეხსიერების ოდენობა კი წაადაპტერი, რომელიც გასწევს Bluetooth 2.1-ის მაგივრობას. ასევე, მის აღჭურვილობაში მოხვდა 3G/UMTS და Wi-Fi 802.11b/g/n, GPS თანამგზავრული ნავიგაციის მიმღები და Micro HDMI პორტი. LifeTab P9514-თან შედარებით, ახალმა მოდელმა სულ ოდნავ მოიმატა წონაში (720-750 გ-ის წინააღმდეგ), მაგრამ შემცირდა სისქეში (13,1-13,2 მმ). ინფორმაციულ წყაროს ცნობებით, ავტონომიური მუშაობის ხანგრძლივობა – 10 სთ-ია. წარმოდგენილია 1 და 32 გბ-ის სახით შესაბამისად.

ავტორი: გიორგი ბერიძე

წყარო: navigator.ge