loading...

«

»

აპრ 18

რობოტიზებული ბეჭედი ურთიერთობისთვის

იაპონიის კეიოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა რობოტიზებული ბეჭდები წარმოადგინეს, თვლების ნაცვლად მათზე თვალებია მოთავსებული მოძრავი ქუთუთოებით და მოძრავი პირით. ავტორები ამბობენ, რომ ასეთი ბეჭდების კომპლექტის გაკეთებით, ადამიანი ხელის გულზე აყალიბებს ურთიერთობათა სფეროს, მათი აზრით, საბავშვო თამაში პრაქტიკული მიზნებისთვის შეიძლება გამოვიყენოთ.

ელექტრონულ თვალებში ქუთუთოების მოძრაობის სამართავად და სათამაშო პირის კონსტრუქციაში მარტივი ელექტრომაგნიტური ძრავებია განთავსებული, რომლებიც დისტანციურად იმართება, «სამკაულის» უკანა ნაწილში მიკროკონტროლერი და ბატარეაა მოთავსებული. ავტორები აღნიშნავენ, რომ ამ მომენტამდე ადამიანი რობოტებთან მცირე დისტანციით ურთიერთობდა, ისევე როგორც AIBO ან ადამიანის მსგავსი მანქანების შემთხვევაში, ახლა ადამიანი რობოტს თან ატარებს.

ბავშვები და ხანდახან უფროსებიც თითებით ზღაპრულ ცხოველებს, პატარა რობოტებს გამოსახავენ, პატარა რობოტები კი ასეთ თამაშს უფრო შემოქმედებითად და რეალისტურად აქცევენ. პერსპექტივაში პროექტის ავტორები მინი-რობოტებს რამოდენიმე პერსონაჟის ასორტიმენტში გააკეთებენ, თითოეულ მათგანს თავისი ხასიათი ექნება. ვარაუდობენ, რომ ბავშვები სწრაფად უპოვნიან ინტერაქტიულ სათამაშოს დანიშნულებას და მას ურთიერთობისთვისაც გამოიყენებენ.

წყარო: diginfo.tv & aqualung.ge

Share Button

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>