loading...

«

»

აპრ 18

Geminoid F – ყველაზე „ადამიანური” რობოტი


Geminoid F-ს მეორენაირად „ცოცხალ თოჯინასაც” უწოდებენ. აქამდე შექმნილი რობოტებიდან ის ყველაზე მეტად ჰგავს ადამიანს – შეუძლია 65 სხვადასხვა გამომეტყველების მიღება, ლაპარაკობს და მღერის კიდეც.

 

შესაძლოა, სულ რაღაც რამდენიმე თვე გვაშორებდეს იმ პერიოდამდე, როცა მომღერალთა ჯგუფებსა და ახალბედა მსახიობებს რობოტები ჩაანაცვლებენ. მრავალფუნქციურმა Geminoid F-მა ჰონგკონგში გამართული პრეზენტაციის შემდეგ ჩინეთის მოსახლეობაში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია.

ამ ქმნილებას შეუძლია გაღიმება, ასევე უცნაური და დამცინავი მიმიკების გამოხატვაც კი. ამ ყველაფერს რეზინის კანის ქვეშ განლაგებული მექანიკური სტიმულატორები უზრუნველყოფენ.

როგორც Geminoid F-ის შემქმნელი ჰიროში იშიგურო ამბობს, მისი მიზანია ისეთი რობოტის შექმნა, რომელიც ადამიანის მაქსიმალურად ზუსტი ასლი იქნება და მრავალს დააჯერებს, თითქოს მექანიკური მოწყობილობა კი არა, ცოცხალი ორგანიზმია.

Geminoid F ჰონგკონგში 10 აპრილს

 

ჰიროში იშიგურო რობოტების ცნობილი დიზაინერია და დასავლეთ იაპონიაში, ოსაკას უნივერსიტეტში მოღვაწეობს. მისი ანდროიდები ხშირად 1 მილიონ დოლარზე ძვირად ფასობენ. თუმცა Geminoid F შედარებით იაფია – მისი ღირებულება „სულ რაღაც” 110 000 ამერიკულ დოლარს შეადგენს. შემოსულ თანხას იშიგურო რობოტების ტექნოლოგიის დახვეწა-გაუმჯობესებას მოახმარს.

ქალის ფორმის Geminoid F-ს შეუძლია გაიღიმოს, წარბები აწიოს, პირი ამოძრავოს, თუმცა უფრო ხშირად გაოცების მსგავსი გამომეტყველება აქვს. მის ფუნქციებში ასევე შედის ლაპარაკი და სიმღერა – უკრავს წინასწარ ჩაწერილ სიმღერებს ან იმეორებს სხვა ადამიანთა ხმებს.

რობოტის მექანიზმი აღჭურვილია 12 მოტორიზებული სტიმულატორით, რომლებიც ენერგიას ჰაერის წნევით იღებენ. ამის მეშვეობით Geminoid F ადამიანთა სახის გამომეტყველებებს „აკოპირებს”.

პროფესორ იშიგუროს წარსულშიც დაუმზადებია ისეთი რობოტები, რომლებიც ადამიანს გვაგონებდნენ, ერთ-ერთი მათგანი საკუთარი გარეგნობის მიხედვითაც კი შექმნა.

პროფესორის თქმით, ერთ დღესაც რობოტები გაგვაცურებენ და ისინი ადამიანში აგვერევა.
„რა არის ადამიანი?” კითხულობს ის. „თუ შეიძლება, მომეცით განსაზღვრება და ჩვენ მის ასლს შევქმნით”.

 

წყარო: http://charliuss.wordpress.com

Share Button

6 comments

Skip to comment form

  1. avatar

    avatar :roll::roll::roll::roll::roll::roll:

  2. avatar
    მწვანე ბარათი

    avatar :)

  3. avatar
    მაკა

    avatarმაგარიაააააააააა ძაან

  4. avatar

    avatarეს იაპონელები და ცჰინელები ხან რას გამოიგონებენ და ხან რასსსსსსსსსსსსსსსსსსსსსhttp://icode.ge/wp-includes/images/smilies/icon_mrgreen.gif

  5. avatar

    avatar@ მაკა:
    მარტლაც კაიიიიიაააააააა

  6. avatar
    ივეტა

    avatarხმა ცაწერილიაა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>