loading...

«

»

აპრ 20

მომხმარებელი სათვალეების Project Glass აწყობას ცდილობს

უცნობია, როდის შესძლებს Google საკუთარი პროტოტიპის Project Glass კომერციულ ხორცშესხმამდე მიყვანას: ჯერჯერობით მხოლოდ სერგეი ბრინმა (Sergey Brin) წარმოადგინა ადრეული მოდელი საზოგადოებას. დამატებითი რეალობის საკითხების გულშემატკივარმა დეველოპერმა ვილიამ პაუელმა (William Powell) მოწყობილობის დამოუკიდებლად აწყობა გადაწყვიტა, რომელსაც ტექნიკურად იგივე ამოცანების შესრულება შეუძლია, თუმცა დიზაინი არც ისე მიმზიდველი აქვს.

Google Project Glass-ის წარმატებით შთაგონებულმა მან გააერთიანა სათვალეები Vuzix HD-ვებ-კამერა და მიკროფონი, აგრეთვე დაწერა პროგრამული უზრუნვლეყოფა Adobe Air-ში. მან გამოიყენა ბუნებრივი მეტყველების ამომცნობი dragon, რის წყალობითაც ხმოვანი მართვაა მხარდაჭერილი.

წარმოდგენილ ვიდეორგოლში ნაჩვენებია როგორ ითხოვს ვილიამ პაუელი დროის ჩვენებას, რთავს მუსიკას, აკეთებს ნიშნულს, იგებს ამინდს, ფოტოს იღებს და მას Google+-ში აქვეყნებს. გარკვეული ადგილმდებარეობის მქონე მომხმარებლისთვის ამინდის შესახებ ინფორმაციის მისაწოდებლად Yahoo გამოყენებული.

აქამდე პაუელი კომპანიის CEO Vision წამყვანი დეველოპერი იყო, რომელიც დამატებითი რეალობის ინტერფეისებს ქმნის და რომელშიც რეალურ დროში სახეების ამოცნობასა და თვალთვალს აერთიანებს, აღიქვავს გამოსახულებასა და ჟესტებს.

CEO Vision-ის დამატებითი რეალობის ტექნოლოგიები

ჰო მართლა, თავად კომპანიამ Vuzix, რომლის სათვალეებიც ამ ექსპერიმენტში მონაწილეობს, ჯერ კიდევ ერთი წლის წინათ წარმოადგინა დამატებითი რეალობის სათვალეების პროტოტიპი, ახლა კი NEC BIGLOBE-თან ერთად ამ სფეროში Google-ის უკან ჩამოტოვებას იმედოვნებს.

წყაროები: dvice.comwillpowell.co.ukaqualung.ge