loading...

«

»

მაი 04

Oppo მსოფლიოში ყველაზე თხელ სმარტფონს გამოუშვებს

ჯერ კიდევ იანვრის გამოფენაზე CES 2012 ჩინურმა კომპანიამ Huawei მსოფლიოში ყველაზე თხელი სმარტფონი – Ascend P1 S დააანონსა. მისი სისქე სულ რაღაც 6,68 მმ-ია. მაგრამ ძალიან მალე «ყველაზე თხელის» წოდება მას შეიძლება სხვა ჩინური კომპანიის აპარატმა წაართვას. Oppo-ს სმარტფონის სისქე 6,65 მმ იქნება, ანუ 0,03 მმ-ით თხელი Ascend P1 S-ზე.

ამ მომენტისათვის სიახლის ტექნიკური მახასიათებლების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება – ხელმისაწვდომია მხოლოდ მისი ფოტო. მსოფლიოში ყველაზე თხელ აპარატს სამი სენსორული ღილაკი და სამკონტაქტიანი ბუდე აქვს დოკ-სადგურის მისაერთებლად.

ჯერჯერობით დაუზუსტებელია როდის გამოვა იგი გაყიდვაში. არაა გამორიცხული ისიც, რომ ფოტოზე გამოსახული მოწყობილობა მხოლოდ პროტოტიპი იყოს.

წყარო: Engadget &  aqualung.ge