loading...

«

»

მაი 22

კითხვები

1) რამდენიმე ათწლეულის წინ ჟურნალ ნიუსვიკის გარეკანზე გამოსახული იყო მაგნიტოფონი, ერთი შენობა და წარწერა „იქსის ჩანაწერები“. ერთი წუთის შემდეგ აღადგინეთ წარწერაში ჩვენს მიერ გამოტოვებული სამი ასო და დაწერეთ თავდაპირველი ვარიანტი.
2) ბრიტანულმა პარლამენტმა მაღაზიათა ქსელი მარკს ენდ სპენსერი მოდიფიცირებული იქსების გამოყენებაში დააანაშაულა. იაპონიის მეტროებში თვითმკვლელობების შესამცირებლად პლატფორმებზე იქსები დაამონტაჟეს. დაგვისახელეთ იქსი.

3)კიპლინგის ნაწარმოების პერსონაჟები ლიროიდი, მალვენი და ორტერისი თავიანთ ქვედანაყოფში ყველაზე მოხერხებულები არიან და მუდამ მზად არიან თავგადასვლებისთვის. ნაწარმოების დასახელება ემთხვევა სხვა 1844 წლის პოპულარული ნაწარმოების სათაურს. დაწერეთ ეს სათაური.

4) ჰელოუინის თემაზე მიძღვნილ ერთ-ერთ სახუმარო კარიკატურაზე ბართან მყოფი იქსი ბარმენს აწვდის ტელეფონს და ეუბნება: „ჩემი ცოლი რეკავს, უპასუხე და უთხარი რომ არ გინახივარ“. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ იქსი.
5)ბეტმენის ასისტენტ ალფრედ პენივორტს ბრიტანული სამხედრო გამოცდილება ჰქონდა და ამასთან ერთად სამედიცინო დახმარებას უწევდა სუპერ-გმირს. დაასახელეთ ლიტერატურული პერსონაჟი, რომელსაც იგი ამგვარად ეფუძნება.
6) ალბუს დამბლდორის გამჭოლ მზერაზე საუბრისას როულინგი ახსენებს გვარს, რომლის გამოგონებასაც გასულ საუკუნეში ბევრი ალბათ ჯადოქრობად ჩათვლიდა. დაასახელეთ ეს გვარი.
7) როგორც ცნობილია, იასირ არაფატი მთელი ცხოვრება თავისზე ბევრად ძლიერ მოწინააღმდეგეებს ებრძვოდა და დაგებულ საფრთხეებს გაურბოდა. დაასახელეთ 1940 წელს გამოჩენილი პერსონაჟი, რომელსაც მან რამდენიმეჯერ თავი შეადარა.
8) ერთ-ერთ ბლოგზე ვკითხულობთ: მუზების მოსაზიდად და ლექსების დასაწერად X ხშირად სტუმრობდა Y-ს. ერთი წუთის შემდეგ დაასახელეთ იქსიც და იგრეკიც თუკი გეტყვით, რომ ისინი ერთმანეთის ანაგრამებს წარმოადგენენ.
9)რის შესახებ წერდა ცნობილი ამერიკელი მწერალი ჰენრი მილერი, რომ ეს არის დაკანონებული ხერხი სახალხოდ იყვირო ის, რაც ძალიან ინტიმურად ან ძალიან სულელურად ჟღერს ნორმალური საუბრისთვის?
10) გასული საუკუნის დასაწყისში დიასახლისები იყენებდნენ ჩაქუჩს და სატეხს („ზუბილას“), რადგან ჯერ არ იყო გამოგონებული სპეციალური ხელსაწყო ამის გასაკეთებლად. რის გაკეთებაზეა საუბარი?

Share Button

11 comments

Skip to comment form

  1. avatar
    დათა

    avatarმოაზროვნე.ნეტ-ზე გაცილებით საინტერესო კითხვებია :D:D:P :P :P :P :P :P

  2. avatar
    რაძი კაიფაფ

    avatar1) ნიქსონის
    2) სარკე?
    3) სამი მუშკეტერი
    4) უჩინმაჩინი
    5) დოქტორი ვატსონი
    6) რენტგენი
    7) ჯერი (ტომი ჯერიდან)
    8) ბოდლერი, ბორდელი
    9) სიმღერა
    10) კონსერვის გასახსნელად

  3. avatar
    nazikuna

    avatar@ რაძი კაიფაფ:
    ყოჩაღ! ყველა გამოიცანი :D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D

  4. avatar
    saba

    avatarაუ კითხვები ვერ ვიპოვე:D :twisted::twisted:

  5. avatar
    sad

    avatarრა მაგის პასუხია და ამაზონიდან როგორ გამოვწერო რამე?

  6. avatar
    ლაშა

    avatarწყარო: მოაზროვნე

    დამეზარა უბრალოდ პასუხების ჩამოწერა.

  7. avatar

    avatarზოგი კითხვა სასკოლო ჩემპიონატის კითხვებიდანაც იყო :)

  8. avatar
    Ani Makharadze

    avatar2.სარკე
    4.უჩინმაჩინი
    7.ჯერი
    8.საროსკიპოს ალბათ
    9.სიმღერა
    10.კონსერვის გასახსნელად

  9. avatar
    გიორგი

    avatarრემიქსი

  10. avatar

    avatar1) ნიქსონის
    2) სარკე?
    3) სამი მუშკეტერი
    4) უჩინმაჩინი
    5) დოქტორი ვატსონი
    6) რენტგენი

  11. avatar

    avatar 8O8O8O8O

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>