loading...

«

»

ივნ 08

The new iPad მიმოხილვა

2012 წლის მარტში Apple-მ წარმოგვიდგინა თავის ახალი, რევოლუციური The new iPad, სადაც  ისევე როგორც ყველა თავის ახალ მოდელში ჩადებულია ბევრი ინოვაცია, The new iPad მაღაზიებში 16 მარტიდანაა წარმოდგენილი. ამ მიმოხილვაში შევეცდებით ხაზი გაუსვათ ახალი iPad-ის განსხვავებებს წინა მოდელებთან შედარებით.

 

The new iPad არის 2 მოდიფიკაციის WiFi და WiFi + 4G, LTE მეოთხე თაობის ქსელის მხარდაჭერა iPad-ს AT&T და Verizon-ის სიხშირეებზე ექნება, ამერიკისა და კანადაში, სადაც მონაცემთა გაცვლის სიჩქარე 73 მბ/წმ – მდე მიაღწევს, ასევე აქვს CDMA2000 ტექნოლოგიის მხარდაჭერა Verizon ქსელისთვის –  3.1 მბ/წმ სიჩქარით,   ხოლო ჩვენი რეგიონისთვის HSDPA ტექნოლოგიის მხარდაჭერა – 21 მბ/წმ სიჩქარით თუ რათქმაუნდა მომსახურე ოპერატორს ექნება ამ სიჩქარის მოწოდების საშუალება.

 

მაგრამ ყველაზე დიდი ღირსება ამ მოწყობილობის მაინც არის  Retina დისპლეი, საუკეთესო iPad ების ისტორიაში. სადაც რეზოლუცია 2048 x 1536 წერტილია, რაც 4 ჯერ უფრო მეტია პიქსელების რაოდენობით iPad 2-თან შედარებით და 44 პროცენტით მეტია ფერების ინტენსივობა – იმავე 9.7 დიუმის მქონე ეკრანზე.

და მილიონი პიქსელით მეტი Full HD გაფართოების მქონე ეკრანებთან შედარებით.

 

ახალ iPad-ში მოცემულია iSight კამერა , რომელიც საშუალებას გვაძლევს გადავიღოთ 5 მეგაპიქსელიანი ფოტო და 1080p HD გაფართოების ვიდეო და მეორე, ე.წ. FaceTime კამერა VGA ხარისხით და 30 კადრი/წამში სიჩქარით, რასაც ვიდეო ზარებისთვის გამოვიყენებთ.

 

მეგაპიქსელზე მნიშვნელოვანი, რაც სურათის ხარისხს განსაღვრავს iSight კამერაში, არის  მაღალი ხარისხის ხუთი ელემენტისგან შემგარი ოპტიკა, პროცესორი, რომელიც  გამოსახულების სიგნალს ამუშავებს და რათქმაუნდა დახვეწილი პროგრამული უზრუნველყოფა.

ახალი iPad მუშაობს iOS 5.1 ვერსიაზე, რისთვისაც უკვე 200 000 – მდე სხვადასხვა ტიპის აპლიკაცია გამოსული და რაც წარმოუდგენლად გაზრდის თქვენი iPad-ის ფუნქციონალურობას.

ერთადერთი ნაკლი ახალ iPad  ის შეიძლება ჩაითვალოს, ის რომ არ მუშაობს ,,siri”, მაბრამ აქვს ე.წ. კარნახის ფუნქცია, რითაც შეგეძლებათ დაწეროთ ელ. ფოსტა, იმუშაოთ ინტერნეტში და აკრიფოთ ტექსტი ხმით კარნახის საშუალებით.

ეს არის, ის უპირატესობები რაზეც გვინდოდა ხაზი გაგვესვა ახალ  iPad-ზე,  მოწყობილობამ საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია ტაბლეტების მოყვარულთა რიგში – თავის Retina დისფლეით და წარმოუდგენლად მაღალი ინტრნეტის მიღების შესაძლებლობით, შეიძლება ითქვას, რომ ამ მხრივ ახალ iPad-ს კონკურენტი არ ყავს, ამ ტიპის მოწყობილობებს შორის. ახალი iPad ,,ელიტ ელექტრონიქსის” მაღაზიათა ქსელში მაისის თვეში იქნება წარმოდგენილი.

წყარო: ee.ge