loading...

«

»

ივნ 29

ახალი სენსორი ადამიანებს Wi-Fi-ით და Bluetooth-ით უთვალთვალებს

როგორც არ უნდა აძაგებდნენ სამართალდამცავი ორგანოები მოქალაქეებზე თვალთვალის მრავალრიცხოვან ტექნოლოგიებს, ისინი ყოველთვის როდია განკუთვილი პირად ცხოვრებაში შეჭრისთვის, ხანდახან ისინი სტატისტიკური მონაცემების კეთილსინდისიერად შეგროვებისა და მარკეტინგული კვლევების ჩასატარებლად გამოიყენებიან. ამ ამოცანის გადასაჭრელად ახალი ინსტრუმენტი წარმოადგინა ესპანურმა კომპანიამ Libelium.

Libelium-ის სენსორი Wi-Fi-სა და Bluetooth-ის უსადენო სიგნალებს აღმოაჩენენ, მონაცემები მულტიპროტოკოლიან “gateway”-ზე გადაეცემა, რომელიც აღნიშნულ ზონაში არსებული ადამიანების რაოდენობას ითვლის, რა თქმა უნდა, თუ მათ სმარტფონებზე ან ტელეფონებზე შესაბამისი რადიომოდულებია გააქტიურებული. Libelium-ის ტექნიკური დირექტორი დავიდ გასკონი (David Gascon) ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სისტმის მუშაობისთვის სამომხმარებლო მოწყობილობებზე არაა საჭირო რაიმე სახის პროგრამის დაყენება, საკმარისია უბრალოდ ჩართული Wi-Fi ან Bluetooth.

პირადი ცხოვრების დამცველთა უკმაყოფილების თავიდან ასაცილებლად, გასკონი აღნიშნავს, რომ სისტემა არ აგროვებს პერსონალურ მონაცემებს გამვლელებისგან, ასეთი მიზანი არცაა დასახული, სისტემის ამოცანაა მოცემულ ზონაში ადამიანთა რაოდენობის დადგენა. იმისათვის კი, რომ ერთი ადამიანი მეორისგან განასხვავოს, ის ინფორმაციაც საკმარისია, რომელიც მოწყობილობების მიერ ქსელში გადაეცემა: MAC-მისამართი, მოწყობილობის კლასი, აგრეთვე მწარმოებლის მარკა. პრაქტიკაში ეს სისტემა სტატიკური მონაცემების შესაგროვებლად შეიძლება გამოიყენონ საგზაო მოძრაობის გადატვირთულობისა და ადამიანთა რაოდენობის გასარკვევად, რომლებიც ქუჩაში გადაადგილდებიან ან, ვთქვათ, გარკვეული მაღაზიის ვიტრინასთან ჩერდებიან.

ProSite.Ge გთავაზობთ სავიზიტო საიტის დამზადებას თქვენი ბიზნესისთვის ყველაზე დაბალ ფასად.

 

წყარო: slashgear.com & aqualung.ge