loading...

«

»

ივნ 29

Like.ge-ის რეიტინგში BERA-ს Facebook გვერდი ლიდერობს

პოპულარული Facebook გვერდების სტატისტიკის ვებგვერდის Like.ge-ის რეიტინგის მიხედვით BERA-ს Facebook გვერდის პოპულარობა ბოლო სამი თვის განმავლობაში საკმაოდ გაიზარდა და 553,594 ლაიქით რეიტინგის ლიდერიც გახდა.
პოპულარული ხუთეულის მე-2 ადგილს ივნისის თვეში TBC Smart Club იკავებს, რომელსაც 354,693 ლაიქი აქვს.
TBC Smart Club-ს დაახლოებით 15 000 ლაიქით ჩამორჩება საქართველოს ბანკის Facebook გვერდი, რომელიც 338,753 ლაიქით მე-3 ადგილს იკავებს. პირველი ხუთეულის მე-4 ადგილზე კი 301,626 ლაიქით ბიძინა ივანიშვილის გვერდია, რომელსაც მე-5 პოზიციაზე 208,686 ლაიქით საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის Facebook გვერდი მოსდევს.

ბიზნეს საიტების დამზადება მცირე და საშუალო ბიზნესისათვის. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ-გვერდს  http://prosite.ge