loading...

«

»

სექ 23

ჯეინ ეარი – წიგნი რომელიც სანამ ცოცხალი ხარ უნდა წაიკითხო

ჯეინ ეარი“ (ინგლ. Jane Eyre) დაწერილია შარლოტ ბრონტეს (Charlotte Brontë) მიერ. პირველად გამოქვეყნდა 1847 წელსლონდონში. წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი ინგლისურ რომანს. თავიდან ბრონტემ მას ასე უწოდა: ჯეინ ეარი: ავტობიოგრაფია, რომელიც მან კურერ ბელის (Currer Bell) ფსევდონიმით გამოსცა. ეს ავტორისათვის უცაბედი წარმატება აღმოჩნდა. რომანის მეორე გამოცემა შარლოტმა ინგლისელ ნოველისტს, ვილიამ მეიკპის ტეკერეის (William Makepeace Thackeray) მიუძღვნა. ”ჯეინ ეარის” პერსონაჟ მისტერ როჩესტერის მსგავსად უილიამ თეკერეისაც ჰყავდა ჭკუიდან შეშლილი ცოლი, რომელმაც დიდხანს იცოცხლა, მაგრამ მორჩენით ვეღარ მორჩა. თეკერეის შარლოტა ბრონტე ყოველთვის თავის მასწავლებლად თვლიდა, იქნებ, რაღაც სიმპათიებიც ჰქონდა მის მიმართ. თუმცა, ბრონტე 1854 წელს ცოლად გაჰყვა მღვდელ არტურ ბელა ნიკოლსს, 1855 წელს კი გარდაიცვალა.

 

“ჯეინ ეარის” მხატვრულობა.

როდესაც წერილი შარლოტა ბრონტეს მივწერე, მე მაშინ ვთქვი, რომ “ჯეინ ეარის” მიმართ ძალზე სუბიექტური ვიქნებოდი. წიგნის წაკითხვის შემდეგ მივხვდი, რომ ჯეინი ისედაც ჩემი ერთ–ერთი საყვარელი წიგნი გახდებოდა.რამდენიმე მომენტი, განსაკუთრებულად მძაფრი და მძიმე იყო განსაცდელად. ჯეინის საუკეთესო მეგობრის, ელენისსიკვდილის წინა სიტყვები, როდესაც ჯეინთან ჩახუტებული ჩურჩულით ამბობს: “მე უსაზღვროდ ბედნიერი ვარ ახლა, ჯეინ; როდესაც ჩემს სიკვდილს შეიტყობ, ნუ აღელდები და ნურც იჯავრებ, სამწუხარო არაფერია. ჩვენ ყველანი სიკვდილის შვილები ვართ. ერთ მშვენიერ დღეს ყველანი დავიხოცებით. ავადმყოფობა კი, რომელიც მე შემხვდა, არც ისე მტკივნეულია… ახალგაზრდა ვკვდები და ამქვეყნიურ მრავალ ტანჯვა–წამებას ავიცილებ თავიდან…” როგორი მოსასმენია ეს სიტყვები ამ ასაკის გოგონასგან, ელენისნაირიები აღარ იბადებიან…

მეორე მომენტი, მისის რიდის ქალიშვილების, ელიზასა და ჯორჯიანას საუბარი იყო, საოცრად შემზარავი და განსაკუთრებით ელიზას უკანასკნელი სიტყვები: “ჯორჯიანა, ჯერ დედამიწის ზურგი არ დაუმძიმებია შენზე უფრო დიდების მოყვარულსა და მაცდურ პირუტყვს. შენ უფლება არ გქონდა გაჩენილიყავი ამ ქვეყნისათვის, შენ მხოლოდ ზედმეტი ბარგი ხარ… ესეც იცოდე: კაცობრიობაც რომ აღიგავოს დედამიწის პირისაგან და მთელ ქვეყნიერებაზე მხოლოდ მე და შენ, ორნი, გადავრჩეთ, მე შენ იმ ძველ სამყაროში მიგატოვებ და ახლისაკენ გავეშურები.”

იყო ზოგიერთი ისეთი მომენტიც, როდესაც პერსონაჟები, რაიმე მსგავს აღელვებულ სიტყვას წარმოსთქვამდნენ, საპასუხო ნათქვამი კი შეუფერებელი და უძლური იყო. გახსოვთ ალბათ, შარლოტას დის, ემილი ბრონტეს დიალოგები “ქარიშხლიანი უღელტეხილიდან”, იქ ყველა ისეთი ემოციური, შეშფოთებული, უხორცო და არარეალურები იყვნენ.
ჯეინ ეარი მაინც ახერხებდა ყოფილიყო მტკიცე და შეუვალი. მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე სასოწარეკვეთა და დანებდა ცხოვრებას. ბოლო წუთებში ის მაინც ახერხებდა სულიერი ძალა ეპოვა და წინ წასულიყო ან ისეთ სიტუაციაში აღმოჩენილიყო, სადაც ვიღაც დაეხმარებოდა და შეეშველებოდა.

ჯეი ეარი, ვფიქრობ, ბევრი ფემინისტისთვის სამაგალითო სახეა. შარლოტას ეპოქაში, ქალებს ხომ ისე უყურებდნენ, რომ ისინი მხოლოდ სამზარეულოთი და წმენდა–რეცხვით უნდა დაკავებულიყვნენ და წერა, მით უმეტეს, მათი საქმე არ იყო!

ჯეინ ეარი, ერთ–ერთი საუკეთესო ქალი პერსონაჟია, ამიტომ თუ ვინიცობაა და ჯერ თქვენს ბიბლიოთეკაში არ დაუმშვენებია ადგილი ამ წიგნს, ორშაბათიდან პროექტ “50 წიგნში” გამოვა ლამაზყდიანი, სასიამოვნოდ წასაკითხი და კარგი ნაბეჭდი ჯეინი.
ქალი მწერლის მოხვედრა პროექტში, ხომ ისედაც ძალზე სასიხარულოა!

შარლოტა ბრონტე (ინფორმაცია)

შარლოტა ბრონტე დაიბადა იორკშირის ერთ-ერთ სოფლის მღვდლის ოჯახში 1816 წელს. შარლოტას მამა პატრიკ ბრონტე წარმოშობით ირლანდიელი ღარიბი ფერმერის შვილი იყო.  ოჯახში მკაცრი, უხეში და კადნიერი ხასიათი ჰქონია. პატრიკ ბრონტეს ცოლი ადრე გარდაცვლია და ექვსი შვილი მარტო მის ანაბარად დარჩენილა. 1848-49 წლებში ისედაც ჯანგატეხილ შარლოტა ბრონტეს სამი უბედურება ზედიზედ დაატყდა თავს: ჭლექმა ერთმანეთის მიყოლებით ჩააწვინა საფლავში მისი საყვარელი დები _ ემილი, ანა და ერთადერთი ძმა _ პატრიკ ბრენუელი. სულითა და ხორცით დაავადებული შარლოტა ბრონტე უკანასკნელი ძალის დაძაბვით ამთავრებს რომანებს «შერლისა» და «ვილეტს». 1854 წელს იგი ცოლად მიჰყვება მღვდელ არტურ ბელა ნიკოლსს. ფეხმძიმობამ მისი ჯანმრთელობა კიდევ უფრო შეარყია. ამას ზედ ძლიერი გაციებაც დაერთო და 1855 წლის მარტში შარლოტა ბრონტე გარდაიცვალა.

 


პირადად მე ჯეინ ეარი წაკითხული მაქვს, არის მომენტები რომელზედაც გული ამიჩუყდა.. ძალიან კარგად არის გადმოცემული თითეული ნაბიჯი.

ჯეინ ეარი არაჩვეულებრივია..გირჩევთ წაიკითხოთ…

Share Button

18 comments

Skip to comment form

  1. avatar
    მწვანე ბარათი

    avatarსაინტერესო სახელმძღვანელოა

  2. avatar
    პარიზელი

    avatarაჰა ძალიან კარგი წიგნია :wink::wink:

  3. avatar

    avatarროგორ გადმოვწერო?

  4. avatar
    stefani

    avatarvinmem ar icit am kinos linki? ogond qartulad natargmni :?:? versad vnaxe da zalian mindaaa.

  5. avatar
    ბასტი

    avatarვგიჟდები ამ წიგნზეე, ჩემი აზრიტ წიგნი უფრო კაია ვიდრე ფილმიი, ვისაც არ წაგიკიტხავჩ გირჩევტ რომ წაიკითხიათ :)

  6. avatar
    მაკა

    avatarამ წიგნის წაკითხვის შემდეგ მე აღარაფერი წამიკითხია, რადგან გული ვერ დავუდე ვერცერთ წიგნს. ეს შედევრია კაცობრიობის ისტორიაში

  7. avatar
    მაკა

    avatar8 ზამთარია ვკითხულობ ყოველ ზამთარს. განსაკუთრებით თუ თოვლია მტელი დღე შემიძლია არ დავდო წიგნი. ფილმი არაფერია წიგნთან

  8. avatar
    ელენე

    avatarეხლე ვკითხულობ თითქმის დავამთავრე და ძალიან მომწონსს

  9. avatar
    ნინო

    avatarშარლოტა ბრონტემ თავის თავზე დაწერა ეგ წიგნი..

  10. avatar
    მანჩო

    avatarპირველად რომ წავიკითხე სულის სიღმემდე შემძრა.მთელი წიგნის კითხვის დროს ცრემლი არ შემშრობია.

  11. avatar

    avatarროგორ გადმოვწერო ამ წიგნის ელ.ვერსია? :(

  12. avatar
    თამუნა

    avatar@ stefani:
    კი არის ნატარგმნი მაგრამ ისეტი ვერსია რომელიც საერტოდდ ძალიან შორსაა წიგნდან .. რუსულადა კარგი ვერსია თუ გინდა მოგცემ ლინკს http://myhit.ge/index.php?FID=1&id=26934

  13. avatar
    zaza

    avatarგადმოწერა მინდა .და საიდან შეიძლება?

  14. avatar
    ამი

    avatarკარგი წიგნია.არის კარგი ფილმიც 12 სერიანი გადაღებული ამ წიგნის მიხედვით.

  15. avatar
    რამაზი

    avatarმეც პირველი ეგ მაქ წაკითხული ; )

  16. avatar
    მარიამი

    avatarინგლისურად ვკითხულობ და ძალიან კარგი წიგნია :) =)

  17. avatar
    გუკა

    avatarსუპერ წიგნია რომ ჩემი ტვინი მეტს აზროვნებს =)

  18. avatar
    gvanca

    avatar@ ამი:
    linki dade ra :)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>