loading...

«

»

სექ 24

სად ვეძებო ღმერთი?!

სად ვეძებო ღმერთი?!
გიწამეს.
გადიდეს.
ჩემი რწმნა კი დღემდე მატერიალიზმის საწყისებზე ლოცულობს.ჩემს ერთ ნახევარს სძულს მატერიალიზმი,მეორე ნახევარი კი ათეიზმის მტვერივით,მორწმუნე ინდივიდებიდ ჯიბრზე,შენს არარსებობას ამტკიცებს.
უცნაურია,როცა ცუდად ვარ მაშინ არსებობ,როცა კმაყოფილებით ვტკბები,მაშინ ჩემი არსებიდან გადიხარ,დგება წამი,როდესაც დაუფიქრებლად,თავდაჯერებულად ვიწყებ იმის მტკიცებას,თუ როგორ შექმა დედამიწა შემთხვევითობამ,ეს ბურთი,რომელიც მზადაა მანამდე მზიდოს,სანამ შენ არ მოისურვებ ჩემ გაქრობას.
ზეცას არ ვაცილებ თვალს ,როცა გიხსენებ.მე იქ მეგულები,შენ უფალო,ღრუბლებზე ფეხმორთხმით მჯდომი,უბრალო ტანისსამოსით და კეთილი,ტკივილნარევი მზერით.
ისიც არ ვიცი,ჯოჯოხეთი ხარ თუ სამოთხე,იქნებ არცერთი.არ მჯერა მე ჯოჯოხეთის არსებობის.თუ ასეთი მოწყალე ხარ შენ უფალო,მაშინ როგორ შეგიძლია შენი პირმშო,ცეცხლში დასაწვავად გაიმეტო?!
აი,უკვე მერამდენედ,ეჭვი მეპარება შენს არსებობაში.დავიჯერებ მაშინ,როცა ჩემი გული გიწამებს.გული არ იტყუება,რაგდგან შენ ხარ გული.ვისაც გული აქვს,იმას სჯერა შენი.და თუ ჩემს გულს ვიპოვი,არა სხეულში,არამედ ჩემს არსებაში,მაშინ მიპოვნიხარ ,შენ,უფალო.
შემომეძარცვე.
ისევ მაკლიხარ.
და ისევ გეძებ,ურწმუნოდ,უნდოდ.