loading...

«

»

ოქტ 20

როგორ მოვიქცეთ თუ ძაღლმა გვიკბინა

ძაღლიმაშინვე ექიმს მიმართეთ, რადგან შეიძლება ნაკბენი სასიკვდილო აღმოჩნდეს. ავიცენას განმარტებით, ცოფიანი ძაღლის ნაკბენს ამგვარად განასხვავებენ: პურის ნაჭერი დაასველეთ ჭრილობიდან გამოჟონილი სითხით და სხვა ძაღლებს გადაუგდეთ. თუ ისინი პირს არ დააკარებენ, ძაღლი ცოფიანი ყოფილა.

ჭრილობას 40 დღის განმავლობაში არ უნდა მისცეთ შეხორცების საშუალება, ნაკბენზე  კი დაიდეთ ნიორი, ძმარში აზელილი ქათმის სკორე, ჭარხალი. ამასთანავე, ავადმყოფს მიეცით სასაქმებელი. უხვად ასვით წყალი, რომელშიც რამდენჯერმე ჩადეთ გავარვარებული რკინა. საწამლავის ორგანიზმიდან გამოტანა შეიძლება მარილიანი პლასტირით ან მდოგვიანი საფენით.

გამოჯანმრთელებამდე ავადმყოფმა არ უნდა იბანაოს, მოერიდოს სიცივეს. გამოჯანმრთელების ნიშნები რომ შეინიშნება, შეიძლება ზომიერი აბაზანის მიღება. მკურნალობის დროს სასარგებლოა აბზინდის ნაყენის სმა.

ნაკბენზე კარგია მარილიანი მრავალძარღვას ფოთლების დაფენა. აგრეთვე ღვინიანი კომბოსტოს წვენის წასმა, ნაკბენზე დაიდეთ ნივრის, მარილიანი თევზის, ვაზის წალმის ნაცრის კომპრესები.

 

წყარო: ihow.ge

1 comment

  1. avatar
    ნიკა

    avatarგავითვალისწინებ

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>