დეკ 09

1909 წლის დასაწყისში, Horch-Werke-ს პირველი ქარხანასთან უთანხმოების შემდეგ, ავგუსტ ხორხმა(August Horch) სახელი შეუცვალ ათავის საავტომობილო ქარხანას და დაარქვა Audi Automobil-Werke. 1910 წლის შუისთვის ბაზარზე გამოვიდა მისი პირველი ავტომობილი, Audi. ეს ავტომობილი იყო აღჭურვილი 2.6 ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ძრავით, სიმძლავრით 22 ცხ.ძ.

1920 წელს Audi Automobil-Werke AG -მ წარმოადგინა ახალი სავაჭრო ნიშანი Audi. იმ დროისთვის მოდური საქმიანი სტილის შესაბამისად, ლუსიან ბერნხარდის მორთულმა მოხაზულობა შეიცვალა Audi-ს ემბლემა. 

ახლა უკვე ახალი ემბლემა( ოქროს ოვალური ასოები ლურჯ ფონზე) ამშვენებდა Audi-ს რადიატორებს. როცა 1965 წელს ომის შემდგომი პირველი Audi გამოვიდა ბაზარზე, მას ჰქონდა ეს სავაჭრო ნიშანი მარჯვენა წინა ”ფრთაზე” და ძარის უკანა მხარეს

Audi Automobil-Werke -ს

ლოგოტიპი, აღებული AG-ს

მოდელისგან 1920 წელს.

 

ავგუსტ ხორხი (August Horch) —

კომპანია Audi-ს დამფუძნებელი

 
მწარმოებლური სერია NSU-ს დაწყებისთანავე 1977 წელს დამატებით საფირმო ლოგოტიპის ხარისხით, იყო შემოსული წითელ-ყავისფერი ოვალი როგორც Audi-ს შრიფტის ნიშანი. 1982 წლიდან საფირმო ოვალმა დაამშვენა ასევე გვერდითი ავტომობილის ”ფრთების” ზედაპირები.

1994 წლის ოქტომბერში Audi-ს ოვალური ლოგოტიპი შეცვლილი იქნა ოთხი რგოლის კომბინაციი და შრიფტული ნიშნით, რომელიც უკვე შესრულებული იყო წითელი ფერით.

კომპანია Auto Union GmbH -ის შექმნის შემდგომ, ინგოლშტადტში 1949 წლის სექტემბერში დაიწყო წარმოება მოტოციკლების და ავტომობილების რომელიც განკუთვნილი იყო ბარგის პატარა პარტიების გადასაზიდად, 1950 წლის აგვისტოში დაიწყო წარმოება DKW-სი — პირველმა ომის შემდგომმა მსუბუქმა ავტომობილმა Auto Union.

 

1961 წლის ბოლომდე DKW-ს მსუბუქი ავტომობილები იწარმოებოდა Rheinmetall-B or sing AG -ს საწარმოო ადგილებში დუსელდორფში.
Audi Torpedo type E 1924 წლის გამოშვება და Audi Imperator 1929 წლის.

1970 წლების დასაწყისში დაიწყო Audi-ს დიდი ექსპორტი ამერიკის შეერთებულ შტატებში. თავიდან ექსპორტი იფარგლებოდა მხოლოდ Audi Super 90-ით (სედანი და უნივერსალი), და ასევე ახალი Audi 100-ით. 1973 წლიდან მათ შეუერთდა Audi 80, რომელიც თავისი ევროპული ვარიანტისგან განსხვავებით, გამოდიოდა უნივერსალის ძარით. მოგვიანებით Aud -მ აშშ-ს ბაზარზე მიიღო საკუთარი განსაზღვრა : Audi 4000 – Audi 80-სთვის, Audi 5000 д- Audi 100-სთვის.

თავისი ახალი დაბადებით Audi -ს მარკა უნდა უმადლოდეს ფერდინანდ პიხ-ს(Ferdinand Piech), ცნობილი ფერდინანდ პორშეს შვილიშვილს. ტალანტური კონსტრუქტორმა, პიხმა 1972 წელს უთავა Audi-ს პერსპექტიული გამოგონებების განყოფილებას. სწორედ მან დაიწყო მუშაობა Audi-ს ყველაწამყვანთვლიანი მსუბუქი ავტომობილების შექმნისათვის.

ფერდინანდ პიხი (Ferdinand Piech)

1974 წლიდან Audi-ში.

 
ამ მანქანებში მანქანის სიძლიერე გზის შემთხვევაში გადაეცემოდა ავტომობილის ორივე მხარეს წინა მხარეს და უკან- პროპორციით 50/50. მოუჭიდებლობის შემთხვევაში წინა ან უკანა თვლებისა მბრუნავი მომენტი ”გადახტებოდა” იმ თვლებისკენ რომელსაც საუკეთესო მოჭიდება ჰქონდა გზასთან. ასეთი სქემა საშუალებას იძლეოდა ბოლომდე გამოეყენებინა ძრავის პოტენციალი.

ცოტა ხნის შემდეგ პიხმა ენთუზიაზმით ხელი მიჰყო Audi-ს ავტომობილების წარმოებაში ალუმინის გამოყენებას. ასეთმა წინდახედულმა ტექნიკურმა ნოვაციებმა მოუტანეს მას სახელი.

ისედაც, ფერდინანდ პიხის ტალანდი არ შემოიფარგლებოდა ტექნიკით – არანაკლებ გაბედულ გადაწყვეტილებებს იღებდა იგი მარკეტინგის სფეროში. მაგალითისთვის, პიხმა შესძლო დაერწმუნებინა კოლეგები იმაში , რომ კომპანია Audi-ს ესაჭიროებოდა ბაზარზე პოზიციების შეცვლა.

1980 წლის მარტში Audi-ს სტენდი ჟენევის ავტო სალონზე იქცა ნამდვილ სენსაციად, იმის წყალობით რომ წარმოდგენილი იყო ყველაწამყვანთვლიანი სპორტული კუპე. პირველად მსუბუქი ავტომობილი წარმოდგენილი იყო წამყვანი თვლების კონცეფციით, რომელიც მანამდე გამოყენებული იყო მხოლოდ სატვირთო ავტომობილებში და ყველგანმავლებში.

 

 

ყველაზე პირველი Audi 100 იქცა ყველაზე ძვირ მოდელად და მისცა ტონი შემდგონი წინსვლისთვის პრემიუმ- სეგმენტში

ასეთი მსუბუქი ავტომობილის იდეა წარმოიშვა 1976-77 წლების ზამთარში, როცა ხდებოდა სამხედრო ყველგანმავალი VW Iltis-ის გამოცდა. ამ მანქანის შესანიშნავმა მოქმედებამ თოვლში და ყინულზე, დაბადა იდეა რომ VW Iltis-ს თვლების წაყვანის სისტემა გამოყენებული ყოფილიყო Audi 80-ში. იმავე წელს წარმოებული იყო საკვლევ-კონსტრუქტორული მუშაობები, რომლის რეზულტატიც იყო სპორტული Audi quattro-ს შექმნა.

 

1984 წლის Audi 90 განკუთვლინი იყო, მხოლოდ აშშ-ს ბაზრისთვის. ამ მოდელის ანალოგი იყო Audi 80.

ყველაწამყვანთვლიანი სისტემის Audi-მ მიიღო სახელწოდება quattro. ინგოლშტადტში მიხვდნენ , რომ quattro არ არის მხოლოდ ტექნიკური ტერმინი, არამედ დამოუკიდებელი ბრენდია, რომელიც შეიძლება ”ლოკომოტივად” გამოდგეს Audi-ს მარკის განვითარებაში. შემდგომში წარმოებაში ცალკე მიმართულებაც კი შეიქმნა –Quattro GmbH, რომელიც Audi-ს საფირმო სტილის წინწაწევას ემსახურებოდა: ტანსაცმელი, სივენირები, აქსესუარები.

1995 წელს Quattro GmbH -მ გაითავისა Audi-ს მოდელების ტუნინგი, ხოლო შემდგომ დაიწყო ავტომობილების სპორტული მოდიფიკაციების წარმოება. დღეს Audi-ს ყველაზე სწრაფი და ექსტრემალური ვერსიები იწყობა Quattro GmbH-ს ქარხანაში.

იმისათვის რომ მსოფლიოსთვის დაენახვებინათ ყველაწამყვანთვლიანი მანქანების უპირატესობა, Audi-მ დაიწყო რალიში მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობის მიღება.

Audi quattro-ს სპორტული დებიუტი შედგა 1981 წლის დასაწყისში ავსტრიაში იანვრის რბოლაში. Audi quattro-ს ყველა გამწევმა თვლებმა მოახდინა გადატრიალება მსოფლიო საერთაშორისო რალიში და რბოლებში. 1982 წლის დეკემბერში დაიწყო Audi 80 quattro-ს სერიული წარმოება ყველაწამყვანთვლიანი სისტემით.

 

Audi Sport Quattro-მ მოახდინა რევოლუცია რალიში, დაამტკიცა რა ყველაწამყვანთვლიანის ეფექტურობა.

თანდათან სისტემა quattro შემოთავაზებულ იქნა Audi-ს სხვა მოდელებზეც. გამარჯვებებმა ამ შეჯიბრში 1983-1984 წლებში საშუალება მისცა დაესრულებინათ quattro-ს სისტემის სერიულ ავტომობილებზე დაყენება, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, პოტენციურ მომხმარებლებში ჩამოაყალიბეს აზრი Audi-ზე როგორც გამაჯრვებულ-მარკაზე. ეს იყო პირველი ნაბიჯი ”სახალხო მანქანის” იმიჯისგან გათავისუფლებისკენ.

ფერდინანდ პიხმა გააკეთა თავბრუდამხვევი კარიერა Audi -ში: 1988 წელს იგი აირჩიეს Audi AG-ის მართვის წევრად, ხოლო 1993 წელს იგი გახდა Volkswagen AG-ის კონცერნის თავი, რომლის სათავეებშიც იდგა მისი პაპა. პიხი ხელმძღვანელობდა VW-ს 2002 წლამდე.
Audi Sport Quattro -ს სარბოლო წარმატებებმა განაპირობა საბაზრო წარმატება მოდელისა Audi 80 quattro, რომელმაც ასევე მიიღო საფირმო ყველაწამყვანთვლიანი სისტემა.

ჟენევის ავტო სალონზე 1990 წლის მარტში Audi AG-მა წარმოადგინა Audi duo, სერიული Audi 100 Avant quattro, რომელშიც ჩვეულებრივი ბენზინის ძრავის გარდა ასევე იდგა ელექტრო ძრავი განკუთვნილი უკანა თვლებისთვის. საჭიროების შემთხვევაში თვლების წაყვანა შეიძლებოდა გადართულიყო ბენზინის ძრავიდან ელექტროზე. ეს ჰიბრიდული ავტომობილი განკუთვნილი იყო კომუნალური საქმიანობისთვის.

1990 წლის დეკემბერში წარმოდგენილი იყო ახალი Audi 100 (შიდა მნიშვნელობით С4), რომელიც პირველად კონცერნის ისტორიაში შეთავაზებულ იქნა ასევე ექვსცილინდრიანი V- ტიპის ძრავით. მძლავრი (174ცხ.ძ) აგრეგატი 2.8 ლიტრიანი მოცულობით ყველაზე კომპაქტური და მსუბუქი თავის კლასში. მას გააჩნდა ბენზინის მიწოდების ახალი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფდა მაღალ გამწევ ძალას , პატარა ბრუნვების შემთხვევაში და მაღალ სიმძლავრეს ბრუნვების ზედა დიაპაზონში.

თუმცაღა , ყველაწამყვანითვლების მიუხედავად და წარმატებებისა რალიში, Audi-მ ვერ შესძლო დაეპყრო ავტო ბაზრის ზედა საფეხურები და დამდგარიყო ერთ რიგში BMW და Mercedes-თან. უმაღლეს კასტაში მოხვედრისათვის მოითხოვებოდა უფრო მეტი. იმის მერე რაც პიხმა დაიკავა Volkswagen-ის კონცერნის მეთაურის პოსტო, დაიწყო Audi-ს მარკის აქტიური გადაპოზიციონირება.


1990 წელს პირველად Audi 100-მა მიიღო მძლავრი და კომპაქტური ძრავი V6.

თავიდან გადავიდნენ Volkswagen-ის და Audi-ს ცალკე გაყიდვაზე. 1993 წლამდე ამ მარკის ავტომობილები იყიდებოდნენ ერთი სახურავიდან. VW-ის ხელმძღვანელობამ მოითხოვა ცაკლე გასაყიდი ადგილების მშენებლობა Audi-სთვის.

VW-ის დილერების მარკეტინგი, როგორც ადრე , შენდებოდა დიდწილად კლიენტისთვის ფინანსურად მისაღები პირობების შექმნაზე, ხოლო Audi-ს პოტენციურმა მყიდველებმა დაიწყეს მიზიდვა განსაკუთრებული მომსახურების შეთავაზებებით.

Volkswagen -თან ფიქტიურმა ”გაყრა” მ Audi-სგან მოითხოვა საკუთარი მოდელების რიგის გაფართოვება. 1994 წლამდე ფირმა უშვებდა მხოლოდ ორ მოდელს — Audi 80 და Audi 100. 1994 წელს სტარტი აიღო წარმომადგენლობითი კლასის ყველაწამყვანთვლიანმა სედანმა А8-მ. ყველა წამყვანი თვლები მნიშვნელოვნად ამყარებდა მძიმე და მძლავრ მანქანებს, ეს ნიშნავს , რომ უსაფრთხოს ხდიდა მგზავრებისთვის.

ბაზარმა ავტომობილი საკმაოდ თავშეკავებულად მიიღო, მაგრამ თავის მხრივ — ”გაანათა” Audi-ს მარკა მაღალ წრეებში .

1996 წელს Audi -მ გამოუშვა გოლფ-კლასის ავტომობილი – კომპაქტური A3. მანქანის შემუშავებამ არ წაიღო ბევრი ხარჯი, ვინაიდან მისი აწყობა წარმოებდა VW Golf-ის ბაზაზე. სამაგიეროდ ავტომობილის სპორტული დიზაინი, დამუშავების ხარისხი და ინტერიერის შესრულება მანქანას ერთი საფეხურით მაღლა აყენებდა ვიდრე ”უბრალოდ Volkswagen” და აახლოვებდა მას კონკურენტებთან BMW-დან და Mercedes-დან.

 

1996 წელში VW Golf-ის პლატფორმაზე მოდელების გაფართოვების შედეგად შეიქმნა Audi A3.

1996 წელს Audi-მ გამოუშვა ბაზარზე ბიზნეს კლასის მოდელი А6. შესრულების ხარისხით და შიგთავსით, ეს ავტომობილი პრაქტიკულად არაფერში არ ჩამოუვარდებოდა პრემიუმ კატეგორიის ლიდერებს. რჩებოდა მხოლოდ მომხმარებლები დაერწმუნებინათ ამაში.

მომხმარებლებისთვის ბრძოლა შენდებოდა ინოვაციური ტექნოლოგიური იდეების განხორციელებაზე. ზუსტად Audi -მ პირველმა გამოიყენა დიზელის ძრავები წარმომადგენლობითი კლასის მანქანებზე. А8 მთელი 7 წლის მანძილზე რჩებოდა ერთადერთ მოდელად ამ კლასში, რომელის შეიძლებოდა შეგეძინათ დიზელის ძრავით. ეს ძრავები შეუდარებლად ეკონომიურია და ეკონლოგიურადაც სუფთაა ბენზინის ძრავებთან შედარებით. ამასთან მათ მეტი მაბრუნებელი მომენტი აქვთ, რომელიც შთაბეჭდილებას ქმნის რომ ”გაზის პედალის ქვემოთ” კიდევ მარაგია.

 

 

Audi A8-ს წარმომადგენლობითი კლასის სედანი კონკურენტებისგან განსხვავდება ალუმინის ძარით და ყველა წამყვანი თვლებით.
დღეს დიზელის ძრავებით გამოდის წარმომადგენლობითი BMW და Mercedes. დიზელის ძრავის დაყენებას აპირებს თავის მოდელებში ისეთი სპორტული მანქანა როგორიცაა Mazerati. Audi-ს კონსტრუქტორები ევროპელ მწარმოებლებს შორის პირველები იყვნენ რომლებმაც მასობრივად დაიწყეს ძრავების მომარაგება ისეთი გადაცემათა კოლოფებით, რომლებიც მაბრუნებელ მომენტს გადასცემდნენ ძრავიდან ბორბლებზე სიმძლავრის შენარჩუნებით. მანქანებზე რომელზეც ასეთი ”ავტომატები” აყენია თითქმის არ იგრძნობა გადართვის მომენტი. ამ სისტემას ეწორება Multitronic . და მასში არ შეიძლება იგრძნობოდეს გადართვის მომენტი, რადგან იგი თითქმის არ ხდება. Multitronic-ში მხოლოდ ერთი ”გადართვაა” (უკანსვლის ჩაუთვლელად) თანაბრად ცვლადი კოეფიციენტებით.

Audi A2 – კომპაქტური ქალაქის ავტომობილი, მასაც გააჩნდა ალუმინის ძარა, რის გამოც იყო მსუბუქი, მაგრამ ძვირი.

და მაინც , ყველაზე მთავარ ”ნოუ-ჰაუ”-დ Audi-სთვის იქცა ალუმინის გამოყენება ავტომობილის კონსტრუქციაში.2000 წელს Audi-მ პირველმა ავტომწარმოებლებში გამოუშვა მთლიანად ალუმინის სერიული ავტომობილი А2. მანქანა გამოვიდა ორიგინალური და საინტერესო, მაგრამ კომერციული თვალსაზრისით მას ჩავარდნა ელოდა: დღეს Audi-ში არ მალავენ რომ პროექტი А2 დაიხურა.

როგორც თვითონ ფირმაში თვლიან, მთავარი პირობა ამ პატარა მანქანის დაბალი გაყიდვებისა იყო მისი მაღალი ფასი. ბოლო 3 წლის განმავლობაში, მაგალითად გერმანიაში ყველა მოხმარების პროდუქტზე და უმეტესობა მომსახურებაზე ფასები გაიზარდა მინიმუმ ორჯერ, და ახალგაზრდობას – მთავარი კატეგორია, რომელზეც იყო გათვლილი Audi А2, უბრალოდ არ შეუძლია თავს ნება მისცეს იყიდოს ასეთი ძვირი მანქანა.

Audi TT იქცა ნამდვილ რევოლუციად მსოფლიო დიზაინში და წამიერად გადაიქცა თანამედროვე კლასიკად.

ამჟამად მსოფლიო ავტომწარმოებლებში არავინ ისე ფართოდ არ გამოიყენებს ”ფრთოვან მეტალს” როგორც Audi. მისი მოდელების რიგში გამოჩნდა მთლიანად ალუმინის А8 – ახალი ავტომობილი, განკუთვნილი წარმომადგენლობითი კლასისთვის. ძნელია თქვა, როგორი ბედი ეწეოდა ამ პროდუქტს: ამჟამად, მაგალითად, რუსულ ბაზარზე А8 მნიშვნელოვნად ჩამორჩება თავის კონკურენტებს.

1995 წლიდან 10 განვლილი წლის შემდეგ Audi გამოვიდა პრესტიჟული ავტომობილების კატეგორიაში, კომპანიის ბრუნვამ იმატა 8,5 მლრდ-დან 22,6 მლრდ ევრომდე. ტექნიკური ინოვაციები, რალიში გამარჯვებები, ”ფრთოვანი მეტალის” გამოყენება. ფერდინანდ პიხის გეგმები გამართლდა.

კარგა ხნის შემდეგ Audi კვლავ შეეჯახა მოდელების ნაკლებობას თავის რიგებში. გერმანელი კონკურენტები კარგა ხანია რაც მომხმარებლებს რამოდენიმე ყველგანმავლებს სთავაზობენ, მაშინ როცა Audi-ს ქჰონდა მხოლოდ კროსოვერი Allroad. ეს პრობლემა კარდინალურად გადაიჭრა 2005 წელს, როცა შუქზე გამოვიდა Q7. გააერთიანა რა Volkswagen Touareg-ის პლატფორმა და A6-ის და A8 -ს სედანების ელემენტები, მან მყისვე მოიპოვა პოპულარობა უზრუნველყოფილ მომხმარებლებში: Q7-ს მორცხვი ვერსიები გეგმაში არ ყოფილა. ცოტა დაგვიანების მიუხედავად Audi-მ ერთი თავით გადაუსწრო თავის კონკურენტებს.


Audi -ს სარეკლამო ლოზუნგი, მიძღვნილი Q7-სთვის, კმარა მორცხვობა: «იგი მოვიდა , რომ წაიყოს თავისი». ყველგანმავალმა არათუ თავისი წაიღო, არამედ სხვებისაც მიიტაცა.

მაგრამ მძლავრი ჯიპის გამოშვებამ პრობლემა ვერ აღმოფხვრა. ხაზში დარჩა ძალიან საინტერესო თეთრი ლაქა: სპორტქარები, კომპაქტური კროსოვერები, სუპერქარები, მინივენები. რაც აღსანიშნავია, ყველა ეს ვაკანტური ადგილები უახლოეს წლებში შეივსება აბსოლუტურად ახალი მოდელებით.

 

წყარო: autonews

Share Button
avatar

ავტორი

ჩემი ბოლო სიახლეების სანახავად დააჭირეთ აქ!

ავტორი: Gordo ტეგები: , , , , , , ,
FavoriteLoadingფავორიტებში დამატება

          0 ქულა

5 კომენტარების ფოსტზე “AUDI-ს ისტორია”

  1. 1. რაზორ:

    avatarსუპერ… ასე თუ გააგრძელე ბევრ ხალხს შემოგიყრი

  2. 2. ტურები:

    avatarსაინტერესო ისტორიაა

  3. 3. jogos de esqueite:

    avatarამ ბოლო დროს დამევასა აუდი R8 ძაან გიჟობაა :*

  4. 4. scary:

    avatarვაა რა მაგარ ვიდზეა პირველი სურათზე სუპერ !!

  5. 5. ნინო:

    avatarმართლაც კარგ მოდელებს უშვებს ამ ბოლო დროს

გამოხატე შენი აზრი

Current ye@r *