loading...

«

»

ნოე 29

ყველაზე ძვირადღირებული წინდები

მამაკაცებისათვის ერთ–ერთ ყველაზე უბრალო საჩუქრად წინდები ითვლება. თუმცა გერმანული კომპანიის ახალი ნაწარმი – ყავისფერი წინდები, რომელთა ფასიც დაახლოებით 1200 დოლარია ვერანაირად ვერ ჩაითვლება რიგით საჩუქრად. ტანისამოსის ეს პროდუქტი კომპანიამ შეზღუდული რაოდენობით გამოუშვა – სულ 10 წყვილი.

ეს კოლოსალური ფასი, იმ მატერიისგან მომდინარეობს რომლისგანაც იგი შედგება. წინდები დამზადებულია მსოფლიოში ყველაზე ძვირი და იშვიათი ბეწვისაგან – ვიკუნიას ბეწვისაგან.

ვიკუნია – ეს გახლავთ ძუძუმწოვარი ცხოველი აქლემისებრთა ოჯახიდან, მას მოიხსენიებენ ლამას და ალპაკას შორეულ ნათესავებადაც. ეს უნიკალური ცხოველები ბინადრობენ ანდებში 3500–დან 5500 მეტრ სიმაღლეზე და დაცულნი არიანი სპეციალური პროგრამით, აქედან გამომდინარე მათი ბეწვის მოპოვება საკმაოდ რთულია.

ამ ძუძუმწოვართა მოშინაურება ვერ მოხერხდა, ამიტომ მათი ბეწვის მიღების ერთადერთი საშუალება მათი დაჭერა და გაკრეჭვაა. სამწუხაროდ, ერთი ვიკუნიადან მიღებული მატყლი სულ რაღაც 400 გრამს იწონის, რაც მის მაღალ ფასს განაპირობებს.

სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ამ იშვიათი ცხოველების ბეწვი ყველაზე საუკეთესოა, რამდენადაც თითოეული ღერის დიამეტრი 12 მიკრომეტრს შეადგენს.

დამზადებული წინდები, ხელმისაწვდომია მხოლოდ ყავისფერ ფერში, რომელიც თვით ცხოველის შეფერილობას შეესაბამება. საქმე იმაშია, რომ ღებვის პროცესში ვიკუნიას ბეწვის სტრუქტურა შესაძლოა მთლიანად დაირღვეს, ამიტომ მწარმოებლები ამ პროცედურისაგან თავს იკავებენ ხოლმე.