loading...

«

»

დეკ 02

პაბი Lingo – სანთებელით მორთული კედლები

სლოვაკეთში არსებობს პაბი სახელწოდებით „Lingo“, რომელიც მწეველთათვის იდეალურ ადგილსამყოფელს წარმოადგენს. საქმე იმაშია, რომ აქ სიგარეტის ნებისმიერ მომხმარებელს უპრობლემოდ შეუძლია მოწიოს სიგარეტი პაბში არსებული სანთებელების გამოყენებით. დაწესებულების კედლები მორთულია სანთებლის უდიდესი კოლექციით. „Lingo“-ს ძველ მფლობელს ბერტალან აბახაზის 3900 სანთებელა დასჭირდა საყვარელი ბარის ინტერიერის შესაცვლელად. მისი გარდაცვალების შემდეგ აღნიშნული ბიზნესი მის შვილს – ბერტალან-უმცროსს გადაეცა.

ბიბლიოთეკიდან პაბად ქცეული დაწესებულება, 1993 წელს გაიხსნა. იმ პერიოდში კედლებზე სულ რაღაც ოთხასი სანთებელა იყო მიმაგრებული. 2008 წელს მათი რიცხვი 2350-ს შეადგენდა, ამ მაჩვენებლით იგი პირველ ადგილს იკავებდა, როგორც ყველაზე მსხვილი სანთებელების კოლექციის მფლობელი დაწესებულება მთელს სლოვაკეთში.

წლები გავიდა, ლუდის ბარში არსებული სანთებელის რიცხვი 2-ჯერ გაიზარდა. ამასთანავე არსებული კოლექცია მუდმივად ივსება. პაბი „Lingo“ ნამდვილ ადგილობრივ ღირსშესანიშნაობად გადაიქცა. აღნიშნულ დაწესებულებას ლუდის მოყვარულები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდანაც სტუმრობენ და ხშირად საკუთარ სანთებელას ბერტალან აბახაზის უდიდეს კოლექციას საჩუქრად გადასცემენ.

Share Button

2 comments

  1. avatar
    Return Man 2

    avatarმაგარია, მეც დიდი სიამოვნებით ვესტუმრებოდი. კარგი იქნებოდა ჩვენთანაც რომ გაკეთდეს მსგავს ბარი

  2. avatar
    admin

    avatarიდეა არსებობს, ასე რომ ნებისმიერს შეუძლია გამოიყენოს :)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>