loading...

«

»

დეკ 09

მამისა და შვილების ერთობლივი შემოქმედება

ბლოგ სერვის reddit-ის მომხმარებელმა ნიკით Tatsputin-მა საკუთარ გვერდზე ნახატების კოლექცია ატვირთა, რომელთაც საკმაოდ სასიამოვნო ისტორია აქვს – ეს გახლავთ მამისა და შვილების ერთობლივი შემოქმედების ნაყოფი. ყოველ თვეს მშობელს მივლინებაში უწევს წასვლა, Tatsputin-მა თავად განმარტა თუ რითია დაკავებული 3 საათიანი მოსაწყენი ფრენის დროს.

„ყოველთვე სამსახურეობრივი მოვალეობის გამო ქალაქიდან 10 დღით მივფრინავ. შვილები თავიანთ ნახატებს მაძლევენ, მე კი მათ თვითმფრინავით მგზავრობისას ვაფერადებ, როდესაც ვბრუნდები ბავშვებს ვაჩვენებ თუ რა გამომივიდა. არაფერი განსაკუთრებული. თუმცა შვილებს ისინი მოსწონთ. ჩემ ცოლსაც სურს, რომ კვლავაც გავაგრძელო აღნიშნული შემოქმედება.“

ალბომი სულ რამდენიმე დღეა რაც არსებობს, მაგრამ იგი დაახლოებით 200 000 ადამიანმა იხილა და საკმაოდ დიდი პოპულარობაც მოიპოვა მთელს ინტერნეტრ სივრცეში.

.

.

.

.

 

Share Button

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>