loading...

«

»

დეკ 18

მსოფლიოს აბლაბუდა

მსოფლიოს ინტერნეტ ქსელმა ადამიანის ყველა სფეროში ჰპოვა გავრცელება. აქ ადამიანები სწავლობენ, მუშაობენ, ისვენებენ, ეცნობიან, ურთიერთობენ. ალბათ, პლანეტაზე მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილია დარჩენილი, რომელმაც ინტერნეტის შესახებ არაფერი არ იცის.  მილიონობით ადამიანი გაცილებით უფრო ხშირად სარგებლობს ინტერნეტით, ვიდრე ტელევიზორით ან რადიოთი. პრაქტიკულად ყველა დარეგისტრირებულია სოციალურ ქსელში.

ინტერნეტის საშუალებით დღეს უამრავი პრობლემის გადაჭრა შეიძლება მარტივად, მისი საშუალებით ხდება ინფორმაციის გადაცემა, მისი წყალობით გაადვილდა საქონლისა და მომსახურების ბაზრის მოძიებაც. სწორედ ინტერნეტია კაცობრიობის ის ერთ-ერთი გამოგონება, რომლის წყალობითაც ქვეყნებს შორის გეოგრაფიული საზღვრები მოიხსნა.

მოდით უფრო კარგად გავეცნოთ მსოფლიოს აბლაბუდას, გავიგოთ უფრო მეტი  ინტერნეტის წარმოშობასა და ცვლილებებზე, რომლებიც არც თუ ისე დიდი ხნის წინ მოხდა.

.

.

.

.

.

.

.

  • ტექნოლოგია, რომელიც ქსელს საფუძვლად უდევს, მე-20 საუკუნის 60-იან წლებში შეიქმნა, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში. პირველი, ქსელით გაგზავნილი შეტყობინება იყო სიტყვა „LOG“. რატომ მაინცდამაინც ეს სიტყვა? მომხმარებელი ცდილობდა დაეწერა „LOGIN“, თუმცა ასობგერა G-ზე კავშირი გაწყდა.
  • ქსელის დაბადების წლად შეიძლება ჩაითვალოს 1970 წელი, იმდენად რამდენადაც ამ წელს გადაწყდა მსოფლიოს ყველა ქსელის ერთ ქსელში გაერთიანება. მოცემული მომენტისათვის ინტერნეტი წარმოადგენს ყველაზე დიდ არქივს, მასში თითქმის ყველაფრის ნახვაა შესაძლებელი.
  • პირველი ინტერნეტ გვერდი, საიდანაც მისი ისტორია იწყება, ხელმისაწვდომი იყო შემდეგ მისამართზე «http://info.cern.ch/hypertext/WWW/TheProject.html» იგი შეიცავდა ინფორმაციას პროექტის შესახებ “WorldWideWeb” (www). სამწუხაროდ, აღნიშნული გვერდი ამჟამად აღარ ფუნქციონირებს.
  • მოცემული მომენტისათვის საშუალოსტატისტიკური სიახლეების საიტი იმდენ ინფორმაციას შეიცავს, რამდენის სწავლაც შეეძლო ერთ ადამიანს მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე მე-18 საუკუნეში.
  • რადიოს თავის დროზე თითქმის 40 წელი დასჭირდა, იმისათვის რომ 50 მილიონი მსმენელის ყურადღება მიეპყრო, ტელევიზიას – 13 წელი. საკვირველია, მაგრამ ინტერნეტს მხოლოდ 4 წელიწადი, იგივე რაოდენობის მომხმარებლის შესაძენად.
  • ყოველდღიურად ინტერნეტში დაახლოებით 250 მილიარდი წერილი იგზავნება, რომლის 81% სპამს წარმოადგენს.
  • ამერიკაში ყოველი მე-8 ქორწინება, მსოფლიო ქსელის, ინტერნეტის საშუალებით ხდება, სადაც მომავალი წყვილები ერთმანეთს იცნობენ, ხვდებიან და არც თუ ისე იშვიათად ქორწინებით აგვირგვინებენ ურთიერთობას.
  • ყველაზე საინტერესო, ამავდროულად, ყველაზე უცნაური გაჯეტი, რომელსავ ქსელი აქვს ეს გახლავთ მაცივარი აღჭურვილი wi-fi.
  • მსოფლიოში პირველმა საიტმა დღის სინათლე 1990 წელს იხილა, ეს იყო საიტი info.cern.ch, რომელიც ტიმ ბერნერსმა შექმნა და სადაც გამოქვეყნებული იყო www ტექნოლოგიის აღწერა.
  • მოცემული მომენტისათვის მსოფლიო ქსელის მომხმარებელთა რიცხვი 2 მილიარდს აჭარბებს, ამასთანავე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ აღნიშნული მაჩვენებელი 2006 წელს 600 ათას მილიონს არ აჭარბებდა.
  • ყველაზე დაბალი პროცენტი ინტერნეტის მოხმარების მხრივ ფიქსირდება ჩრდილოეთ კორეაში. ყველაზე მაღალი მაჩვენებლი – ისლანდიაში.
  • დღეს უფრო მეტი ინტერნეტ-მაღაზიაა რეგისტრირებული, ვიდრე ჩვეულებრივი. არაოფიციალური სტატისტიკით სწორედ ინტერნეტ-მაღაზიები შემოსავლის მიღების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფრომაა.
  • ყველასათვის ცნობილი კომპანია Google-ს განცხადებით, ინტერნეტი დღეს დაახლოებით 5 მილიონ ტერაბაიტს იკავებს (1ტბ=1024გბ), ამასთან, დაინდექსირებულია მონაცემების მხოლოდ 0,04%.
  • პირველი მოწყობილობა, რომელიც კომპიუტერად იწოდება გამოიგონა კონდარ ცუზემ 1936 წელს. მას Z1 უწოდეს. შემდეგი გამოგონება სახელით Z2 გახდა პირველი ელექტრომექანიკური კომპიუტერი, რომელიც სრულიად გამართულად ფუნქციონირებდა.
  • MP3 ფორმატი გამოგონებულ იქნა ახლო წარსულში 1991 წელს.
  • ღიმილაკები – ემოციების ერთადერთი გამოხატულება ინერნეტში. პირველად „სმაილი“ ინტერნეტში 1979 წელს გამოჩნდა, იგი ასე გამოიყურებოდა „-)“. თუმცა იგი ადამიანის სახეს ნაკლებად შეესაბამებოდა, ამიტომ მისი სტრანსფორმირება მოხდა შემდეგად „:-)“.
  • ყოველწუთას Youtube-ზე 20 საათამდე ვიოდეოჩანაწერი იტვირთება. პირველ ვიდეოს ეწოდებოდა შემდეგი ბანალური სახელი – „მე ზოოპარკში“. ვიდეოს შინაარსი ისეთივე ბანალური იყო როგორიც სახელწოდება.
    ინტერნეტთან დაკავშირებული ყველაზე მსხვილი ჯარიმა 107,7 მილიონი დოლარი გახლავთ საიტის შემქმნელებისათვის დაკისრებული ჯარიმა.საიტზე განთავსებული იყო ექიმების სურათები, რომლებიც აბორტს აკეთებდნენ.
  • ყველაზე ცნობილი სოციალური ქსელის Facebook-ის დამფუძნებელი დალტონიკი გახლავთ. სწორედ ამიტომ საიტის დიზაინი გადაწყვეტილია ლურჯ ფერებში, მარკ ცუკერბერგი ხომ ვერ არჩევს მწვანე და წითელ ფერებს.
  • 1995 წელს გამოჩნდა კიდევ ერთი ცნობილი საიტი – აუქციონი eBay. პირველი ნივთი, რომელიც აქ გაყიდეს, გახლდათ ლაზერით აღჭურვილი გატეხილი საჩვენებელი ჯოხი. საიტის დამაარსებელი სახელად ამიდიარი, იმდენად გაოცებული იყო, რომ ნივთის მყიდველს თავად ჰკითხა, ნამდვილად გატეხილი იყო თუ არა ლაზერული საჩვენებელი. აღმოჩნდა, რომ მყიდველი გატეხილი საჩვენებელი ჯოხების კოლექციონერი იყო.ნამდვილად, ინტერნეტი ამოუწურავი თემაა, ჩვენი ცხოვრების ნაწილი. ვიმედოვნებ ეს თემა, ჩვენს http://icode.ge/ -ს მკითხველებს დაგაინტერესათ, წაიკითხეთ და მოგეწონათ.