loading...

«

»

დეკ 19

სანსარას ბორბალი

– გამარჯობა, უფალო.
– გამარჯობა. მითხარი, კმაყოფილი ხარ განვლილი ცხოვრებით?
– არც კი ვიცი რა გითხრა ღმერთო… როდესაც ცოცხალი ვიყავი კარგად ვგრძნობდი თავს. ვიპარავდი, ვძარცვავდი. ფული ყოველთვის მქონდა. ვცხოვრობდი მხიარულად და უზრუნველად, სანამ ადამიანებმა არ დამიჭირეს და ჩამომახრჩვეს. აი ახლა ვფიქრობ – ალბათ არასწორად ვცხოვრობდი და ვისურვებდი გამოსწორებას. უფალო არ დამსაჯო, მე არაფერში ვარ დამნაშავე, შენ თავად მიბოძე ასეთი ცხოვრება.
– მე არ დაგსჯი. მითხარი, ვინ გინდა იყო სხვა ცხოვრებაში?
– გამაჩინე უბრალო ადამიანად, რათა შევძლო საკუთარი შრომით საკუთარი თავისა და ოჯახის რჩენა.
– იყოს ისე როგორ გსურს.

– გამარჯობა, უფალო.
– გამარჯობა. მითხარი, კმაყოფილი ხარ განვლილი ცხოვრებით?
– არა, უფალო. ძალიან მძიმე ცხოვრება მქონდა. მთელი ჩემი სიცოცხლის მანძილზე დილით ადრე ვდგებოდი და გვიანობამდე ვმუშაობდი. მაგრამ მაინც სიღატაკეში ვიყავით მთელი ოჯახი. მე, ჩემი ცოლი და ბავშვები ვშიმშილობდით. ცხოვრებაში შიმშილის, სიცივისა და დამცირების მეტი ვერაფერი ვნახე.
– მითხარი, ვინ გინდა იყო შემდეგ ცხოვრებაში?
– მინდა ვიყო მდიდარი ადამიანი, მქონდეს დიდი სახლი, ბევრი ნაყოფიერი მიწა, რათა საჭმლის პრობლემა არასოდეს შემექმნას. მინდა რომ ჩემ შვილებს ჰქონდეთ ყველაფერი, რასაც მოისურვებენ.
– როგორც იტყვი, ისე იქნება.

– გამარჯობა, უფალო.
– გამარჯობა. მითხარი, კმაყოფილი ხარ განვლილი ცხოვრებით?
– მადლობა ღმერთო. ჩემი ცხოვრების უდიდესი ნაწილი ბედნიერად განვვლე. მე ისე კარგად ვგრძნობდი თავს, რომ არც კი მახსოვდა ის ხალხი, რომლებიც ჩემი ბედნიერებისთვის, ჩემი სიმდიდრისათვის გაჭირვებაში იმყოფებოდნენ. მაგრამ შემდგომ ეს ადამიანები მოვიდნენ ჩემ სახლში, მომკლეს მე, ჩემი ცოლი, ჩემი შვილები და მთელი ქონება და ძალაუფლება ჩაიგდეს ხელში. მაგრამ მე მათი მესმის. როდესაც თავად ვიყავი გაჭირვებული, ზუსტად იგივეს გაკეთებაზე ვფიქრობდი. არ დასაჯო ისინი, უფალო.
– არ დავსჯი. მითხარი, ვინ გინდა იყო შემდეგ ცხოვრებაში?
– ახლა მე მივხვდი, ცუდია, როდესაც ზოგიერთები სხვის ხარჯზე ცხოვრობენ. გამაჩინე ისევ მდიდარ ადამიანად, უფალო. ამჯერად ყველაფერი სხვაგვარად იქნება.
– იყოს ნება შენი.

– გამარჯობა, უფალო.
– გამარჯობა. მითხარი, კმაყოფილი ხარ განვლილი ცხოვრებით?
– მადლობა ღმერთო. ყველაფერი ისე გააკეთეთ, როგორც მე გთხოვე. მაგრამ მეტად აღარ გამაჩინო მდიდარ ადამიანად. მე მქონდა ბევრი ფული, ავაშენე დიდი ქარხანა, შევქმენი სამუშაო ადგილები, შევასწავლე სპეციალობა, გავზარდე ხელფასები. მაგრამ რაც უფრო მეტს ვაკეთებდი მათთვის, მით უფრო მეტად ეჩვენებოდათ, რომ არაფერს ვუკეთებდი მათ. მხოლოდ ამ ცხოვრებაში გავიფიქრე თუ რა რთულია თქვენთვისაც ჩვენთან ყოფნა. ჩემს მიერ შექმნილი პროფესიული კავშირების საშუალებით, ისინი სულ უფრო მეტად ითხოვდნენ ხელფასის გაზრდას და მატერიალურ უზრუნველყოფას თავიანთი ოჯახებისათვის. ამასთან წლიდან წლამდე სულ უფრო და უფრო ცუდად მუშაობდნენ. შემდგომ ჩემი ქარხანა გაკოტრდა, მე კი ვალების გამო ციხეში ჩამსვეს. საარსებო წყაროს გარეშე დარჩენილი ჩემი ყოფილი მუშები მწყევლიდნენ იმის გამო, რომ ყველაფერში დამნაშავედ მე მთვლიდნენ.
– მითხარი, ვინ გინდა იყო შემდეგ ცხოვრებაში?
– გამაჩინე ცნობილ ადამიანად. მინდა, რომ ყველას აღვაფრთოვანებდე და ვუყვარდე.
– ისე გავაკეთებ, როგორც შენ გსურს.

– გამარჯობა, უფალო.
– გამარჯობა. მითხარი, კმაყოფილი ხარ განვლილი ცხოვრებით?
– მადლობა ღმერთო. ყველაფერი ისე გააკეთე როგორც მე მსურდა. ხალხი მაღმერთებდა მე. რაც არ უნდა გამეკეთებინა, ყველაფერი აღტაცებას იწვევდა მათში. მაგრამ გთხოვთ მეტად აღარ გამაჩინოთ ცნობილ ადამიანად. ხალხის მიერ ასეთი გაღმერთება მალე მომწყინდა და მომბეზრდა. ყველაზე ახლო მეგობრებსაც კი შურდათ ჩემი და ბოროტება ამოძრავებდათ ჩემს მიმართ. შვილებს ვეზიზღებოდი, იმის გამო რომ მეტისმეტად ვიყავი დაკავებული საკუთარი თავითა და საქმით.
როდესაც ვკვდებოდი არავინ არ დარდობდა და განიცდიდა ამას, გარდა ჩემთვის უცნობი ხალხისა.
– ამჯერად ვინ გინდა რომ იყო?
– უფალო, გააკეთე ისე, რომ მთელი ცხოვრება წყნარად და მშვიდად განვვლო, სადმე ხალხისგან მოშორებით.
– იყოს ნება შენი.

– გამარჯობა, უფალო.
– გამარჯობა. მითხარი, კმაყოფილი ხარ განვლილი ცხოვრებით?
– დიახ, ღმერთო. დიდი მადლობა. კარგად დავისვენე. მაგრამ მეტად აღარ გამაჩინო მეტყევედ. მოწყენილად და მარტოსულად ვგრძნობდი თავს.
– მაშ ვინ გინდა რომ იყო?
– მე მქონდა უამრავი თავისუფალი დრო. ვკითხულობდი წიგნებს, ვფიქრობდი ცხოვრებაზე და ადამიანებზე. ვფიქრობ, მე მივხვდი როგორ უნდა გავხადო ხალხი ბედნიერი. გააკეთეთ ისე, რომ მთელი ცხოვრება დიქტატორი ვიყო, მე მსოფლიოს უკეთესს გავხდი.
– როგორც ისურვებ.

– გამარჯობა, უფალო.
– გამარჯობა. მითხარი, კმაყოფილი ხარ განვლილი ცხოვრებით?
– მე ყველაფერი გამომივიდა, რისი გაკეთებაც მსურდა. მე მოვუტანე ხალხს წესრიგი და სამართლიანობა. მსოფლიო უკეთესი გახდა. მაგრამ ამისათვის მომიწია ყველას განადგურება, ვინც ამაში ხელის შეშლას ცდილობდა. ხელები სისხლში მაქვს. დამსაჯე, უფალო.

– მე არასდროს არავის არ ვსჯი. შენ თავად დასჯი საკუთარ თავს შემდეგ ცხოვრებაში. თუ მოინდომებ. ახლა კი მითხარი ვინ გინდა იყო?
– გამაჩინეთ თქვენი სურვილისამებრ. მხოლოდ გთხოვთ, უფალო, მეტად არ გამაჩინოთ ადამიანად.
– იყოს ნება შენი.

Share Button

1 comment

  1. avatar
    თეა

    avatarძალიან საინტერესოაააააააააააა.
    =-O =-O

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>