loading...

«

»

დეკ 24

საინტერესო ფაქტები კბილებზე

ლეგენდის თანახმად ბუდას 40 კბილი ჰქონდა, ხოლო პირველ ადამიანს – ადამს კი 30 კბილი, აქედან მომდინარეობს თვეში დღეების რაოდენობა.

როგორც ცნობილია, ჩვეულებრივ ადამიანს კბილები ორჯერ ამოსდის: პირველად 20 სარძევე კბილი, ხოლო მათი მოცვლის შემდგომ – 32. ცნობისათვის, სახელწოდება “სარძევე კბილები” ეკუთვნის ჰიპოკრატეს, რომელიც დარწმუნებული იყო, რომ ბავშვის კბილების ფორმირება დედის რძისგან ხდებოდა.

რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, მეცნიერებმა დაამკიცეს, რომ კაკაოს ფხვნილი, რომელიც შოკოლადის შემადგენლობაში შედის, შეიცავს კარიესის წარმოქმნის შემაფერხებელ ნივთიერებას.

პირველი ელექტრო კბილის ჯაგრისი შვეიცარიაში მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ დააპატენტეს. მიუხედავად იმისა, რომ ახალ გამოგონებას ბევრი ეჭვის თვალით უყურებდა, საბოლოოდ საზოგადოებაში პოპულარობა მაინც მოიპოვა. ამჟამად მთელ მსოფლიოში მოსახლეობის 12% ელექტრო კბილის ჯაგრისს იყენებს.

ყველაზე ძვირადღირებულ კბილად ისააკ ნიუტონის კბილი ითვლებოდა, რომელიც 1816 წელს 3,300 დოლარად იქნა გაყიდული. მისი მყიდველი ერთ–ერთი არისტოკრატი გახლდათ, რომელმაც შეძენილი კბილი საკუთარ ბეჭედში ჩასვა.

საოცარია, ლოკოკინას 25 000 კბილი აქვს.

ისტორიას ახსოვს ასეთი ფაქტიც, როდესაც ერთმა შინამოსამსახურე ქალბატონა კბილების სითეთრის საიდუმლო დიუმას შვილს გაუმხილა: “უნდა იცრუო უფრო მეტად, რამეთუ ამის საშუალებით კბილები საოცრად თეთრდება.”

ყველაზე სახიფათო სპორტი კბილებისათვის – ჰოკეია. 68 პროცენტს პროფესიონალი მოთამაშეებიდან ერთი კბილი მაინც აქვს დაკარგული ყინულის მოედანზე თამაშის დროს.

ძველ რომში პატრიციას სპეციალურად კბილების გასუფთავებისათვის ცალკე მონები ჰყავდა.

კბილი – ადამიანის ორგანიზმის ერთადერთი ნაწილია, რომელსაც თვითაღდგენა არ შეუძლია.