loading...

«

»

დეკ 26

პოლტერგეისტის მოვლენა ოქროპირიძეების ოჯახში

გორიდან მოშორებით მდებარე სოფელში, მერაბ ოქროპირიძის სახლში პოლტერგეისტი გამოჩნდა. შეშინებულმა ოჯახის წევრებმა სახლი დაცალეს და ნათესავებთან გადავიდნენ საცხოვრებლად.

უწმინდურმა ძალამ, როგორც ოჯახი იუწყება საკუთარი თავის გამოვლინება  დაახლოებით წელიწადნახევრის წინ დაიწყო, თუმცა საწყის ეტაპზე იგი დიდად არ აწუხებდა მათ. ოჯახის წევრის ნატო ოქროპირიძის სიტყვებით, ერთი წლის წინ მოჩვენებამ მის შვილს თმის ნაწილი მოაჭრა. შემდგომ კი ამ თმებს თავად ნატოს უყრიდა. უფრო მეტიც, იგი ირწმუნება, რომ ესმოდა ხმა: „გახსოვს ეს თმები?“

ნატოს მამამთილმა მერაბ ოქროპირიძემ ჟურნალისტთან ერთად სახლი მოიარა და დაათვალიერა. მისი სიტყვებით, სახლის კედლებზე პერიოდულად ჯვრისა და საქართველოს დროში სილუეტები ჩნდება. გარდა ამისა მისი თქმით, მან თავად დაინახა გოგონას გამოსახულება.

– მე ასე ვიდექი, – აჩვენებს მერაბ ოქროპირიძე. – მან მხერბზე დამარტყა, შემდეგ კი იქით ოთახში გაიქცა.

მერაბი ყვება, რომ რაც მის შვილს 4 თვის წინ ხატი აჩუქეს, მას შემდეგ კედლებზე ჯვრების ისახება. შემდგომ უფრო გართულდა მგომარეობა. მოჩვენება თითქოს მერაბის შვილიშვილის მოკვლას შეეცადა. ამასვე ამტკიცებს ბავშვის დედა ნატო ოქროპირიძეც.

“ერთხელ მე და ჩემი პატარა ვაჟი შინ მარტონი ვიყავით. მე საძინებელში შესვლა ვცადე, მაგრამ კარებს შიგნიდან ვიღაც იჭერდა. მე წინა ოთახში ჩამეძინა. ვიღვიძებ, ვხედავ – ბავშვი კედლებზე დახოხავს. ვეუბნები: „ლაშა, ლაშა, საით?“ ის კი მპასუხობს: „სახურავზე ვითხები მეძახიან“.

ამ შემთხვევის შემდეგ მერაბმა ოჯახი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანა. ახლა იგი დათანხმდა საკუთარ სახლში შესვლას იმ პიროვნებასთან ერთად ვისაც მსგავს ფაქტებთან შეხება ჰქონია. ანომალიური მოვლენების სპეციალისტმა ერეკლე შონიამ სახლი საცხოვრებელი დაათვალიერა და განაცხადა, რომ ამ სახლის მცხოვრებლებს საფრთხე არ ემუქრებათ, მეტიც, სასარგებლოც კია სახლში ამ ჯვრების გამოსახვა, ვინაიდან მათ დადებითი ენერგია აქვთ.

ოქროპირიძეების ოჯახი დაბნეული: ისინი არ ელოდნენ ერეკლე შონიასგან ამ სიტყვებს. ამასთან ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მათ არ სჯერათ მოცვენების კეთილი ზრახვების და უკან დაბრუნებას მას შემდეგ აპირებენ, როდესაც მღვდელი სახლის ყოველ კუთხეს აკურთხებს.